86 წლის ასაკში გარდაიცვალა ტელეწამყვანი ლია მიქაძე, რომელიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.
საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა მაუწყებლობა 1956 წელს დაიწყო, ლია მიქაძე ამ დროიდან 48 წლის განმავლობაში ტელევიზიაში მუშაობდა. 2013 წელს ტელეწამყვანს არხმა, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.