საქართველოში ასეული ათასი რუსი შემოვიდა – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Radio France-თან

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 700 00-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Radio France-თან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მათგან 600 000, სავარაუდოდ, სხვა მიმართულებით, მეზობელ სომხეთში, თურქეთში ან ევროპულ ქვეყნებში წავიდა, თუმცა მისი თქმით, დაახლოებით 100 000 საქართველოში დარჩა.

“დროდადრო არის სიტყვიერი საუბრები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და ახლაც რჩებიან, არიან მოქალაქეები, რომლებსაც, ცხადია, არ უნდათ გაიზიარონ პუტინის ბედი ომში და არ უნდა მობილიზაცია”, – თქვა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუსას ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერაზე. ფრანგული მედია წერს, რომ ზურაბიშვილი არ ეთანხმება საქართველოს მთავრობას უკრაინაში რუსეთის ომის რეაქციაზე სიფრთხილის მიღებაზე.

“სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაავლოს ახალი ხაზები უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, როცა უკრაინაში დამამცირებლად დამარცხდება, ის ძალებს საქართველოზე გადმოსვლით აღიდგენს. ძალიან ნათელია, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ და სოლიდარობისა და მხარდაჭერის კუთხით, ის, რაც უკრაინას ეხება, ხვალ საქართველოსაც შეეხება” , – აღნიშნა ზურაბიშვილმა მედიასთან.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share