1854 წლის 4 ივნისს ოზურგეთიდან რამდენიმე ვერსტზე სოფლების ჭანიეთსა და ქაქუთს შორის მოხდა რუსეთ-თურქეთის ომის (ყირიმის ომი) ერთერთი მნიშნელოვანი ბრძოლა, რომელშიც 12 000 რუსული სამხედრო შენაერთმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველებისაგან შედგებოდა (მათ შორის გურიის, იმერეთის და თუშთა მილიცია) დაამარცხა 34 000-იანი თურქული კორპუსი.
გამარჯვებაში ქართველებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მათ შორის თუშებმა დიდად გამოიჩნეს თავი. სამხედრო ისტორიკოსი გენერალი ვასილი პოტო თავის ნაშრომში (საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო, თარგმანი ი. ბაქრაძის 1894 წელი) წერს:
.
„როდესაც ომის შემდეგ ჯარი ოზურგეთში აპირებდა დაბრუნებას, ჯარის უფროსს შეატყობინეს, რომ თუშები ტყეში დარჩნენ, მოკლულ კაცს ეძებენ და ვიდრე არ იპოვნიან, წამოსვლას არ აპირებენო. ბევრი ეხვეწნენ, ბევრი ემუდარნენ თუშებს, მაგრამ იმათ თავისი არ დაიშალეს და მკვდარი კაცის ძებნაზე ხელი არ აიღეს. „წადით, ამბობდნენ ისინი – ჩვენ თვითონ ვიპოვნით გზასა“-ო. „იქნება დასჭრეს და ტყვედ წაიყვანეს თქვენი კაცი“ – ეუბნებოდნენ თუშებს, მაგრამ იმათ ეს არა სჯეროდათ. „არა, ჩვენი კაცი ტყვედ არავის გაჰყვება, ის უთუოდ მკვდარია!“
.
თუშებმა მთელი ტყე გადააქოთეს და ბოლოს როგორც იყო მაინც იპოვნეს მკვდარი. მაგრამ შემდეგ კიდევ ასტყდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თუშებს თავიანთ ქვეყანაში უნდოდათ მკვდრების წაღება და მთავრობა კი ამის ნებას არ აძლევდა. ბოლოს მაინც დათანხმდნენ და შემოქმედის მონასტერში დამარხეს. იქვე დაასაფლავეს დანარჩენი მოკლული ქართველების გვამები, თავადნი შიგ ტაძარში, ხოლო დანარჩენნი გალავანში.
.
სამ დღეს შემოქმედის მეპატრონემ თავადმა დიმიტრი გურიელმა სამაგალითო ქელეხი გამართა.“
.
– ჩოლოქის ომის მონაწილე გურული და თუში მეომარი. გრავიურა;
иллюстрированная хроника войны – Сь фотогр . Барканова , рис . С. Шамота , грав . Ю. Барановскій
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა