მსახიობი გიორგი გურგულია, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა, ცოტა ხნის წინ გამართლდა. ამის შესახებ მურღულია ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”სამ რამეს მედავებოდნენ: შეგინებას, მუქარას და ტელეფონის გამორთმევას. ტელეფონი იმიტომ გამოვართვი, რომ ადრე ტყუილად ჰქონდა პოლიციაში დარეკილი. რომ მოვიდნენ, გაკვირვებული დარჩნენ, ბავშვი მეხუტებოდა, მამა არ წახვიდეო. როცა მამა აგრესიულია, ბავშვი, არ წახვიდეო, არ ეუბნება… გაერიდეთო, მითხრეს, რომ თქვას, ხელი დამარტყაო, უნდა წაგიყვანოთო. მაშინ ასე გამოვერიდე. მეორედაც რომ რეკავდა, ვუთხარი, ტყუილად მოვა ეკიპაჟი და უხერხულობაში ჩავარდები-მეთქი, ჰოდა, ტელეფონი გამოვართვი, დილით დაგიბრუნებ, სხვა აზრზე იქნები-მეთქი. მეზობლისგან მაინც დაურეკავს და გამოვიდა, რომ წავართვი. მეორე დღეს კი იხვეწებოდა, უკან მომეცით განცხადებაო, მაგრამ… ბოლოს პროცესზე მოვიდა და თქვა, არ ვიძლევი ჩემი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებასო… დღევანდელ სასამართლოს ვერც შევადარებ სააკაშვილის დროინდელს. მაშინ რასაც პროკურატურა ეტყოდა, ბრმად იღებდა სასამართლო. ახლა ნამდვილად არსებობს სასამართლო და შეუძლია მსჯელობის შედეგად პროკურატურისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს… პროკურატურის წარმომადგენლებმა, 96% მამაკაცების გამამტყუნებელი განაჩენი გამოდისო. მგონი ახლა რაღაც ტენდენცია დაიწყო – ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ – მე და ბასილაშვილი… როცა ეს პროცესი მქონდა, მოვარდა ზოგიერთი არხი და გახარებულები მიკიოდნენ, ხელი დაარტყითო?! უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ. ახლა, რომ გამამართლეს, ყველა გაჩუმებულია.” – აცხადებს მურღულია.