“ვერც ენმ-ს არჩევნებს დაველოდებით, ვერც ექსპერტიზის დასკვნას რადგან დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს” – ამბობს ექიმი ლევან ფერაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“შაბათის მთავარის” ეთერში საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა იმდენად რთულია, მას ტუბერკულოზის დიაგნოზი რომც არ დაუდასტურდეს, ყოველი წამი მაინც გადამწყვეტია.
“მისი მდგომარეობა არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, ამ დიაგნოზის გარეშეც, ფატალური. აქტიურად წამზომი ჩართულია მიხეილ სააკაშვილისთვის და ფაქტობრივად ჩვენ ვერც ენმ-ს არჩევნებს დაველოდებით, ვერც თითქმის იმასაც ვერ დაველოდებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება იმიტომ რომ დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს.
თუნდაც ამ ტუბერკულოზზე ვილაპარაკოთ, როდესაც ამდენ ხანია არის უკურნებელი ტუბერკულოზი, იქ არის შტამები, რომელზეც ანტიბიოტიკი პრაქტიკულად აღარ მოქმედებს, რომელიც სპეციალურად ტუბერკულოზისთვის არის შექმნილი. ამის პოტენციალი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს და დროც არ გვაქვს. ყოველი დღე ფატალური შეიძლება გახდეს სააკაშვილისთვის. – ამბობს ფერაძე
ის პოლიტიკოსებსა და ექიმებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები:
თუ არსებობენ პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპის ერთ-ერთი პირობა არის სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მე მოვუწოდებ ერთი მხრივ პოლიტიკოსებს, რომ დაიწყონ დაუყოვნებლივ ბოიკოტი პარლამენტშიც, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებშიც.
ასევე მოვუწოდებ ექიმებს. ჩვენ ისევ მოვახდინოთ ჩვენი თვითორგანიზება და გადავარჩინოთ პრეზიდენტი, რადგან მართლაც რეალურად ის დგას სასიკვდილო საფრთხის წინაშე. ხელისუფლების რეპუტაცია ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ სიცოცხლეა გადასარჩენი და ეს იქნება დამღა ჩვენზე. როგორც პირველი პრეზიდენტის სიკვდილი აქამდე მოგვყვება და ისიც შავ ლაქად, მეორე პრეზიდენტის მიზანმიმართული გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იქნება დამღუპველი ჩვენთვისაც და თაობები დასჭირდება ამის მონელებას” – ამბობს ლევან ფერაძე
შეგახსენეთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლევა გუშინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. კვლევა სავარაუდოდ ტუბერკულოზს უკავშირდება. დასკვნა დიდი ალბათობით, ორშაბათს გახდება ცნობილი.
მთავარი არხი