პოლონეთში, პრჟევოდოვში, ჰრუბიესოვის რაიონში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას პოლონური მედია Twitter-ზე ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილი, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.
ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მარცვლეულის საშრობში აფეთქება მოხდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.