ექსპერტი გია ხუხაშვილი საპრალაემნტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებას “ფეისბუქზე” ეხმაურება:
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიძინას პრობლემების დამძიმებაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის მის ორ მთავარ მტერს – ორ ირაკლის, ღარიბაშვილის და კობახიძეს, თავისი ბრიყვული განცხადებებით დასავლეთთან მიმართებაში. ახლა გასამდა – ირაკლი ზარქუა დაემატა”, – წერს გია ხუხაშვილი.
ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
„ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით … ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა.
იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ წინ არის ქვეყანა, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა,“ – განაცხადა ზარქუამ.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც, ზარქუა აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ქვეყანა წინ მიდის.
„ტყუილია, ტყუილია. რაც შეეხება თანაშემწეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, მაგალითად, თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობით. შეგიძლიათ ერთი მაგალითი დამისახელოთ, სად ხდება ასე? – არა, გაჩუმებული ხართ. არ არსებობს პრაქტიკაში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის ევროინტეგრაცია, რომ ჩვენ წავედით ამაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაცია მეორე მოსმენით მივიღეთ, რადიალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, კითხვები არ გიჩნდებათ?” – განაცხადა ზარქუამ.
კვირის პალიტრა