ადგილობრივი მთავრობა ცენტრალური ხელისუფლების გასამასპინძლებლად რესტორნებში ათასობით ლარს ხარჯავს

მწვადი, ხაშლამა მშრალად, ყურუთი, კაიმაღი, ნაღბიბორა კვერცხით, აჩმა, სინორი, ხავიწი – პრემიერის დასახვედრად ხულოში, შუამთობის დღესასწაულზე, გაშლილი სუფრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი დაიხარჯა.

პრემიერის მასპინძლობის ფული გადაიხადა ახმეტის მერიამაც. თუშეთში სუფრა ხინკლის ფესტივალზე ჩასული ირაკლი ღარიბაშვილის და მის მეუღლისთვის 4000 ლარად გაშალეს.

ადგინების მერიამ 1800 ლარი დახარჯა მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების გამასპინძლებაში. ეს იმ დროს, როცა მხოლოდ 400 ლარი გაიმეტა ომში დაღუპული გმირთა ოჯახის მასპინძლობისთვის.

ქეიფი ხალხის ფულით მერებისა და გამგებლებისთვის პრიორიტეტულია. მაგალითად სენაკის გამგეობამ უკვე წინასწარ გამოჰყო 8000 ლარი ერთ-ერთი რესტორნისთვის.

წლიდან წლამდე რეგიონების რესტორნებში დახარჯული ფული ათი ათასობით ლარს აღწევს, კორუფციის მკვლევარებმა ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ უთხრეს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკების გამასპინძლება ხალხის ფულით არ შეიძლება, თუმცა მავნე პრაქიკაზე ,,ქართული ოცნება” უარს მაინც არ ამბობს.

ღარიბაშვილის ვიზიტები მთაში განვითარების მიზნით, მთა  რომ უნდა განევითარებინა თუშეთში და აჭარაში, ბეშმში შამთობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მისი ვიზიტის ჭამა-სმა მტავორბის წევრებთან ერთად საქართელოს ბიუჯეტს დაგვიჯდა 16 ათასი ლარი და ეს არის სახელმიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი მნიშნელობით, ჭამენ სახწლმწიფო ბიუჯეტს ეს ადამიანები, ჭამენ როგორც მთავორბის წევრები, ასევე ჭამენ მუნიციპალიტეტის მერე, – ამბობს “ევროპული საქართელოს” წევრი და კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share