“ფლავონოიდები სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერული საიდუმლოება ბუნებაშია როგორ შეიძლება…..დიდი ხნით გადაწიოთ სიბერე”-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ფლავონოიდები
სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერული საიდუმლოება ბუნებაშია
როგორ შეიძლება —— დიდი ხნით გადაწიოთ სიბერე
მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო კვლევითი ცენტრები ფლავონოიდების კვლევას აგრძელებენ, როგორც კიბოს რეალურ დამზღვევს
როდის ხდები ავად. რატომ იწყება მძიმე დაავადებები
რაც უფრო იფიტება გლია, მით უფრო ემშვიდობება ადამიანი რეალურ სამყაროს .გლიის გადარჩენა კი ნამდვილად შესაძლებელია.
ადამიანის ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო
რა არის ფლავონოიდები და რა ფუნქციები აქვთ? მათი სრული დახასათება სამყაროს შუაგულში შეჭრაა. მოკლედ განვიხილავ იმ შტრიხებს, რაც თქვენს ჯანმრთელობის განმტკიცებას წაადგება.
ფლავონოიდები ფენოლური ნაერთებია. ევროპასა და ამერიკაში ამდენი რაოდენობით კვლევები, ჯერ არცერთ თემაზე არ ჩატარებულა , რაც მათზე. მხოლოდ ძალიან მოკლე ჩამონათვალს გავაკეთებ, რას აკეთებენ ეს ნივთიერებები—————აჩერებენ კიბოს და გულის დაავადებებს; ახარისხებენ ვიტამინების შეწოვას,მათგან ააქტიურებენ საჭიროებს და ბლოკვაენ არასაჭიროებს და ზედმეტებს; აკონტროლებენ წნევის ნორმებს; ხსნიან სპაზმებს ; ხელს უწყობენ ნაღვლის წვენის გააქტიურებას; ბიომწმენდავებია——სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას აჩქარებენ და უსარგებლებს გამოდევნიან; ანტიოქსიდანტებია ანუ კიბოს თავისუფალი რადიკალებისგან ყველაზე ძლიერი დამცველებია ; იცავენ დეენემის და ერენემის სტრუქტრებს დაავადებების დროს დაზიანებისგან ; თავისუფალ რადიკალებს აძევებენ, რომლებიც თავის მხრივ არა მარტო დაავადებებს იწვევენ , არამედ შლიან დეენემს ,ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ადამიანებში; აჩერებენ დიაბეტს და უამრავ დაავადებას; რაც ყველაზე მთავარია და სიცოცხლის ხერხემალია———-ჯანმრთელ ფორმაში ინარჩუნებენ მიტოქონდრიებს და ტვინის გლიურ უჯრედებს. რითაც ასტატუსებენ ჟანგვითი რეაქციების ნორმაში დარჩენას ანუ ჯანმრთელობას.
გავაკეთებ ძალიან მოკლე განმარტებას ამ ორი სასიცოცხლო ფენომენის—— მიტოქონდრიების და გლიის შესახებ. რომლებიც ფლავონოიდების გარეშე დაიშლებიან და კარს გაუღებენ მძიმე დაავადებებს და სიმსივნეებს. მიტოქონდრიებზე ხშირად ვსაუბრობ და სკოლის ბილოგიიდანაც იცით. ექიმი არასრულფასოვან დანიშნულებას დაწერს , თუ მიტოქონდრიების დონეზე არ ხდება პაციენტის მდგომარეობის გათვლები. მიტოქონდრიები უჯრედების ენერგოცისტერნებია. სადაც იქმნება , გროვდება და ორგანიზმში ნაწილდება სიცოცხლისათვის ჰაერივით აუცილებელი ენერგია. მომავლის მედიცინაში ჯანმრთელობის დაცვის ათვლა, მხოლოდ აქედან იქნება. ვეღარ დარბიხარ, ძველი ძალა აღარ გაქვს, დაავადებები და ჩივილები მოგიმრავლდა—— ეს მიტოქონდიების გამოფიტვაა. ყველა ქრონიკული და მძიმე დაავადება მიტოქონდრიების ძლიერი რღვევით მიდის . მიტოქონდრიების დონეზე ძლიერი ზიანი იწვევს ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს. მაგალითად, პარკისონი, ალცჰაიმერი, შორს წასული სახსრების პრობლემა და სხვა. ყველა ორგანოში მეტაბოლიზმი იწყება და მიდის მიტოქონდრიებში. ორგანოებიდან , ენერგიის ყველაზე ხარბი მომხმარებელი —-ტვინია. ტვინის ნეირონების ენერგიით კვება მიტოქონდრიებით ხდება. ნებისმიერ მძიმე ან ქრონიკული ან ნერვული დაავადებების სათავე მიტოქონდრიის რღვევაშია. რადგან , ამ ფონზე ხდება ნერვული იმპულსების მოშლა . მიტოქონდრიების გარე მემბრანაში 70 პროცენტზე მეტი ცილებია. მათ შორისაა კრეატინკინაზა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ . ასევე ისეთი ნივთიერებებია, რომლები ც უშუალოდ მართვენ ნეიროტრანსმიტერებს. კრეატინკინაზა—ტვინში, გულის კუნთში და საერთოდ ყველა კუნთშია. ეს ფერმენტი ენერგეტიკული პროცესების მთვარი გმირია. მასთანაა უშუალოდ დაკავშირებული—–კუნთოვანი დისტროფიები, დამბლები,ტრავმები ,ბავშვების ზრდა- განვითარების შეჩერება, გულის კუნთის ინფარქტები, ყველა სახის ტემპერატურა, მოწამვლები.
როგორც მუშაობს ნეიროტრანსმიტერები, ისეთივე სისტემაა კონკრეტული ადამიანი——-ან აქტიური , აწყობილი და ორგანიზებული ან მოდუნებული და მოშლილი. მიტოქონდრიების შიგა მემბრანაში ცილები 90 პროცენტზე მეტია. ასევეა უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ჟანგვითი ფოსფორილირების სისტემები. ხშირად ვამბობ –დაავადება ხდება ძნელად სარეგულირებელი, როცა ჟანგვითი პროცესი მოშლილია . ის კი მიტოქონდრიიდან იმართება. ფლავონოიდები ყველაზე მეტად ერევიან ჟანგვით პროცესებში და აჩერებენ დაავადებების პროგრესირებას. ისინი თავის ტვინის მეტაბოლიზმზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ. ისინი როგორც თავის ტვინის , ისე ყველა ორგანოს პროტექტორებია. ანუ დამცველები. რადგან ,ტვინი მართვს ყველა ორგანოს. თავის ტვინმა თუ არ დაყარა ფარხმალი, არცერთი დაავადება არ დაემართება ადამიანს. მითუმეტეს კიბო. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის მტკიცე დასკვნაა——– ფლავონოიდები ხილის სახით კიბოს ძლიერი პროფილაქტიკა არიან. ხოლო მათი მედიკამენტები, კიბოზე და მძიმე დაავადებებზე დიდ გავლენებს ახდენენ და შედეგიანი არიან. მსოფლიოს ყველაზე ელიტარულ საკვლევ ცენტრებში , მათზე ბევრი ჯგუფური, კომბინირებული კვლევა ახლაც წარმატებით გრძელდება.
კრებსის ციკლზე სულ ვსაუბრობ. ეს არის მიტოქონდრიაში მიმდინარე აერობული პროცესი. ის მუდმივად მიდის ცოცხალ ორგანიზმში და როცა შეწყდება, ნაღვლის დინებაც გაჩერდება და ადამიანიც კვდება. მისი შედეგია ენერგიის მიღება. ამ დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი . კრებსის ციკლიდან მიღებული სასიცოცხლო ენერგიით არის აქტიური ადამიანი და საერთოდ ამ ენერგიით ცოცხლობს. მარტო ექიმს რომ ვესაუბრებოდე, მირჩევნია კრებსის ციკლის ეს 8 ეტაპი ფორმულებით ჩავამწკვრივო. მიუხედავად მათი უგრძელესი ჯაჭვისა. მაგალითად, ღვიძლის მიტოქონდრიებში მიმდინარე კრებსის ციკლის დროს , წარმოიქმნება ფერმენტები ორნითინტრანსკამილაზა და სხვები, რომელთა ცვლის მოშლა აწამებს დღეს ადამიანებს . ესაა მაგალითად, დილის თავის ტკივილი ან მცირედ აწეულ წნევაზე თავის ტკივილები ; შაკიკი, ტინიტუსი ან თავბრუხვევები; ქოლესტერინის სიჭარბე და სხვა პრობლემები. ეს ყველაფერი მიტოქონდრიების რღვევით იწყება. ტვინის უჯრედმა— ნეირონმა რომ იარსებობს, ადამიანს სკლეროზი ან ინსულტი ან სხვა მძიმე დაავადება რომ არ დაემართოს, ამისთვის მინერალურ -იონური ბალანსი ნორმა უნდა იყოს და ნეიროტრანსმიტერებმა ფუნქციები სრულად უნდა შეასრულონ. ამას კი მუდმივი და გრანდიოზული ენერგია სჭირდება. პრობლემური ნეირონი ატეეფს ვერ წარმოქმნის და სასიცოცხლო ენერგიას ვერ შექმნის. ამისთვის მიტოქონდროებში მიმდინარე კრებსის ციკლი ფიზიოლოგიურად უნდა მიმდინარეობდეს, ყველა ბიოქიმიური რეაქციის ბალანსით. ეს არის ადამიანის ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის მთელი საიდუმლო.
კრებსის ციკლზე აქცენტირება მკურნალობის დროს ,არის პაციენტის სიცოცხლის რეალური დაცვა. რაც ყველა ექიმის ვალია. რადგან ,აქ არის ყველა დაავადების საიდუმლო . კრებსის ანუ ტრიკარბონატული მჟავების ანუ ლიმონმჟავას ციკლი, რომლის ირგვლივ ვტრიალებ ყველა სტატიაში, არის ადამიანის სასიცოცხლო მეტაბოლიზმის ხერხემალი. მისი მთავარი ფუნქცია, არა მარტო სასიცოცხლო ენერგიის შექმნაა, არამედ მთლიანი მეტაბოლიზმის კონტროლი , რაც არის სიცოცხლის და არსებობის საფუძველი და ხორციელდება უამრავი ბიოქიმიური რეაქციების ჯაჭვებით . ერთმანეთზე ამინომჟავებით გადაბმული ამ ჯაჭვების დარღვევაა—– დაავადებები. მედიცინის მეცნიერების უდიდესი გაოცება გამოიწვია იმან, როცა პირველად დადგინდა, რომ ფლავონოიდებია ის იშვიათი ნივთიერებები, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ მიტოქონდრიებზე. შეუძლიათ დაწყებული ორგანული ნგრევები შეაჩერონ და რეალური პროფილაქტიკა ჩაატანონ სიმსივნეების. შეაჩერონ უმძიმესი და ქრონიკული დაავადებების აგრესიული მიმდინარეობები.
ყველაზე მეტად რამაც გააოცა თანამედროვე მსოფლიოს მედიცინის მეცნიერება, ეს იყო უამრავი კვლევ ით მიღებული დასკვნები , რომ ფლავონოიდებს აშკარად შეუძლიათ ტვინის გლიის დაცვა. ეს ნიშნავს ამ დაავადებების შეჩერებას———–გაფანტული სკლეროზი, დიაბეტი, ალცჰაიმერი, აუტიზმი ,უმოქმედო სახსარი, აუტოიმუნური , გულის, ღვიძლის, ფარისებრის და სხვა მძიმე დაავადებები. ანუ გლიის ფუნქციაა ამ და სხვა დაავადებების აცილება ან აგრესიული ფორმების გარბილება . გლიის ფუნქციაა ნეიროტრანსმიტერების ნორმაში მოქმედება. ნეიროტრანსმიტერები მოლეკულებია. ისინი სიგნალებს წარმოადგენენ. რომლებსაც ორგანიზმში გადააქვთ ელექტრული იმპულსები. ნებისმიერი, მითუმეტეს, ნერვული დაავადებების დროს მათი ტრანზიტი მოშლილია . ისინი მოთავსებული არიან სინაფსებზე .ორ ნეირონს ანუ ნერვულ უჯრედს შორის კავშირი არის სინაფსი.
გლიის უჯრედების რაოდენობით შეიძლება, ინტელექტის ზუსტად განსაზღვრა . ხოლო გლიის სიჯანსაღის დაცვით , შესაძლებელია ტვინის ჯანმრთელობის და შესაბამისად მთელი ორგანიზმის სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივება . გლიის ჯანმრთელობის ხარისხი ზუსტად განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტს და ფიზიკური სიცოცხლის პერსპექტივას. როცა ექიმი ხანდაზმულს მკურნალობს ,რომელსაც უკვე ავიწყდება რისთვის გავიდა მეორე ოთახში ან მკურნალობს ბავშვს, რომელსაც მეტყველებაში ან ფსიქომოტორიკაში ,თუნდაც, მცირე დაყოვნება აქვს ან მკურნალობს ადამიანს, რომლის რომელიმე ორგანო უკვე დეგრადაციის გზაზეა, მისი აზროვნება მთლიანად უნდა იყოს გადართული ამ ადამიანების მიტოქონდრიების ნარჩენი შესაძლებლობის ამუშავებაზე , გლიის მუშაობის გამოფხიზლებაზე, დეენემის დაცვაზე . რადგან სიცოცხლე და არსებობა იწყება აქედან. გლიის დაზიანების დონე პირდაპირი მაჩვენებელია ——-არა მარტო ტვინის სკლეროზის, არამედ——ძვლის, სახსრის, ნაწლავის, ღვიძლის, ფარისებრის, გულის, ფილტვის, თირკმლის—– სკლეროზების. შესაბამისად, გლიის დაზიანების გამოა ამ ორგანოების დაავადებები და გადაგვარებები. კუნთის ან სახსრების ან რომელიმე ორგანოს მძიმედ დაზიანების გამო, ადამიანი ღეროვან უჯრედების გადანერგვას რომ იკეთებს, ეს ნიშნავს, რომ მას ——-დეენემის ძლიერი რღვევა დაწყებული აქვს; გლია ძლიერ გამოფი ტული აქვს ; მიტოქონდრიები კი დეზორგანიზებული და პათოლოგიურია. ამ ადამიანს ტვინის სკლეროზი ამ კონკრეტული ორგანოს სკლეროზით აქვს გამოხატული . სავალდებულო არ არის მეხსიერება დაკარგოს. რომელიც თანდათან ისედაც განილევა. მაგრამ ,სწორი მკურნალობით და მთავარი დამნაშავეების პოვნით და კონტროლით ყველა პათოლოგიური პროცესი შეჩერდება. გლიის უჯრედები ტვინის და მთელი ორგა ნიზმის გადასარჩენად რესტორნის მკაცრ მენეჯერებს ჰგვანან. ისინი კარგ და ცუდ საკვებს ახარისხებენ. ცდილობენ ცუდი ნივთიერება არ შევიდეს ტვინში. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საჭიროება რომ დადგება , ეს ნიშნავს რომ იმ ორგანიზმში გლიას ფუნქციები შეერყა უკიდურესად. გლია იცავს ნეირონებს ტვინში შესული ტოქსინებისგან . დღეში მილიონობით ნეირონი იღუპება, თუნდაც, საკვების დაგვიანებით მიღების გამო . განსაკუთრებით გლუკოზის ნაკლებობისგან . გლიურ უჯრედებს გამოაქვთ მკვდარი ნეირონები და წმენდე ნ პრობლემურ არეებს . რომლებიც სისხლის მიკროცირკულაციას ხელს უშლიან და შესაბამისად, თრომბოზების განვითარების ბაზისებია. გლიური უჯრედები ქმნიან მიელინის გარსს. რისი დაშლაც არის ალცჰაიმერის დროს . არა მარტო ალცჰაიმერის დროს. მიელინის გარსი არის სადემარკაციო დამცველი ზონა . მენინგიტის მიკრობი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში, მაგრამ დაავადება არ განვითარდეს. გლია თუ არ არის პრობლემური, მენინგიტი არ განვითარდება . ასევე არ განვითარდება სხვა დაავადებები. რადგან, გლიის ჯანმრთელობის ხარისხი განსაზღვრავს, არა მარტო ტვინის სკლეროზს, არამედ ყველა ორგანოზს სკლეროზს . ნებისმიერი ორგანოს დაავადების ეტაპი, ეს გლიის სკლეროზის ეტაპი და დონეა. როგორც ტვინი სკლეროზდება ისე სკლეროზდება ყველა ორგანო. გლია იცავს დაზიანებისგან როგორც ცენტრალურ, ისე პერიფიერიული ნერვული სისტემის ნეირონებს. გლია ბერძნულად წებოს ნიშნავს. ანუ ის არის, ნერვული სისტემის შემწებებელი და განმამტკიცებელი . ორგანიზმი, ფიზიკურად , ფსიქოლოგიურად და მეტაბოლურად, ნერვული სისტემის ქსელზეა აწყობილი. გლიის სიმყარის გამო ნერვული უჯრედი ვერ სკდება და აღარ არის ინსულტი. გლია მუდმივად ხვეტავს ტვინიდან მკვდარ ნეირონებს. ჯანსაღებს კვებავს საკვებით და ჟანგბადით . აცალკევებს მათ ერთმანეთისგან და ამაგრებს მყარად ადგილზე. ჯანმრთელი გლიური უჯრედების როლი, სიმსივნეების და ინსულტის პროფილაქტიკაში უკვე დადასტურდა . გლიური უჯრედების ერთი სახეობა პირდაპირ აკონტროლებს ——საჭმლის მონელებას, ნაწლავებს, ნაღვლის და ღვიძლის სტატუსებს, კუნთებს , წნევას, თავბრუხვევებს და სხვა . გლიის უჯრედები ყველაზე ფართო არეალში დაზიანებულია ამ დაავადებების დროს———-აუტიზმი, ტინიტუსი, შაკიკი, ეპილეფსია, ძილის დარღვევა, დიაბეტი, ჰიპოფიზის დავადებები, სკლეროზები, დეპრესია, სახსრების პრობლემა, ფარისებრის პრობლემა, ქოლესტერინის სიჭარბის პრობლემა, კუჭანწლავის , ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები და სხვა. გლიის უჯრედები ძლიერ შემცირებულია ბიპოლარული აშლილობის დროს. კატასტროფული რაოდენობითაა ბიპოლარული აშლილობები დღეს ჩვენს საზოგადოებაში, რისი დაფიქსირება და აღრიცხვაც არ ხდება. ესაა ამ კატეგორიებიდან——- ნარკომანები, ალკოჰოლიკები, ბოლო სტადიის ზეაზარტული მოთამაშეები, აზარტული კორუფციონერები, არასაკმარისი კვებისგან გამოფიტული ადამიანები, სტრესისგან და დარდებისგან დათრგუნული კატეგორია , დეპრესიული პიროვნებები და სხვა. ბიპოლარული აშლილობის დროს, არ არის სავალდებულო, ადამიანი აგზნებული იყოს ან არაადექვატურად საუბრობდეს. უმადური ადამიანებიც ბიპოლარული აშლილობის ქვეტიპია, რომელთა გულგრილი ქმედება, მის მიმართ მიმართულ განცდების ჯამს და მზრუნველობას არ შეესაბამება. მოკ ლედ განვიხილავ გლიის უჯრედების ტიპებს .1—ასტროციტები———ნეიროტრანსმიტერებს აკონტროლებენ, მინერალების ბალანსს იცავენ, არაქიდონის მჟავის პროდუქციას ახდენენ ,სისხლძარღვებს იცავენ შევიწროებისგან და შესაბამისად, თრომბის წარმოქმნას ეღობებიან. ასტროციტები არიან ასეთი სასიცოცხლო ნივთიერებების მმართველი რეცეპტორები——–გაბა ანუ გამაამინობუტირიუმის მჟავა, ჩიყვის ჰორმონები, ანგიოტენზინ 2 და სხვა. ასტროციტები აშენებენ და ინარჩუნებენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ეს არის ტვინის სისხლძარღვების გარშემო ცხიმოვანი შრე. ამ შრის მდგრადობა გადამწყვეტია ,ნებისმიერი მძიმე დაავადების დროს სიკვდილ—- სიცოცხლის მომენტში. ამ ბარიერს ვერ გადის ის ნივთიერებები , რომლებიც ცხიმში არ იხსნებიან. უამრავი შხამი და ტოქსინი ვერ იხსნება ცხიმში. სამყარომ ადამიანის დასაცავად და სიცოცხლისათვის , ბევრი სასწაული წინაღობა ჩადო ორგანოებამდე , სისხლძარღვებამდე და ტვინამდე ვერმისაღწევად. მაგრამ, თავად ადამიანები ანგრევენ ამ დამცველ წინაღობებს, თავიანთი ცხოვრების არასწორი წესით. თუ ასტროციტული გლია დაზიანებულია, მაშინ გადალახავს ტოქსინი ამ ბარიერს. ამ ბარიერის ყველაზე სწრაფი რღვევა მენინგიტის დროს ხდება . ასტროციტები ტვინის მთავარი მენაგვეებია და უამრავი დაავადების ამცილებელი, მავნე ნივთიერებების ტვინიდან მუდმივი რეცხვის გამო. ასტროციტები ისევე როგორც ლეიკოციტები , მთელს ორგანიზმში ახორცილებენ ფაგოციტოზს. ანუ წმენდას . ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებიან ატეეფით . ცილები რომლებიც გენეტიკურ კოდებს ზედამხედველობენ და შესაბამისად ,ადამიანებს გარანტირებულად აცოცხლებენ, ასტროციტების კონტროლით ბალანსირდებიან. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი უამრავი კვლევის საფუძველზე ამბობს———ასტროციტები ნეირონებთან მჭიდროდ კომუნიკაბელურობენ. მხოლოდ ასტროციტებს შეუძლიათ—- ნეირონების მიერ შექმნილი მოლეკულების ამოცნობა, მათი მოსმენა და პასუხი, რომლის შედეგია ჯანმრთელობა. ასტროციტების პრობლემის დროს, ნეირონების მოსმენა და ადექვატური პასუხი ვერ ხდება, რისი შედეგია——დეპრესია, ფსიქოზი, სკლეროზი, დემენცია, ალცჰაიმერი, ღვიძლის დაზიანება, ინსულტის ფონის შექმნა, ქოლესტერინის ვერაგობა და თრომბოზები ,შაკიკი ,პარეზი, დამბლა, სახსრის დაშლა, კუჭ-ნაწლავის დაზიანება , ტინიტუსი, წნევა, ბავშვის ზრდა-განვითარების შეჩერება და სხვა.
2ოლიგოდენდროციტები—სწორედ ისინი ქმნიან მიელინის გარსს და მათი დაზიანება ან გამოფიტვა მაუწყებელია——დემენციის, სკლეროზების ,ალცჰაიმერის, კუნთური დამბლების, ძალის დაკარგვის და სისუსტეების, სახსრების დაზიანების და სხვა.
როგორც ვთქვი, ასტროციტები არაქიდონის მჟავიას ქმნიან . საერთოდ, უჯერი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიების შიგა მემბრანებშია განლაგებული. ეს არის ომეგები და მისი ტიპის მჟავები . რომლებიც ბევრჯერ მაქვს განხილული. ასტროციტის მაღალ სასიცოცხლო მნიშვნელობას გამოვკვეთავ ,არაქიდონის მჟავის უმოკლესი აღწერით. არაქიდონის მჟავა 20 ნახშირბადოვანი ნივთიერებაა. ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც განლაგებულია—-ფოსფოლიპიდებით შექმნილ, ადამიანის სასიცოცხლო კედელში, სისხლძარღვების გარე მემბრანაში, ჰორმონალურ უჯრედებში. ასევე——-ნერვულ, ჩონჩხის და იმუნური სისტემის უჯრედებში. მისი მთავარი ფუნქციაა ყველა ტიპის ანთების შეჩერება. ძალიან მოკლედ განვიხილავ ფილტვების ანთების მაგალითს. ანტიბიოტიკი ახდენს , მხოლოდ, ანთებადი ექსუდატის ლოკალურ აშრობას. ნებისმიერი ანთების ვერაგობის ძირითადი მოედანი კი , იმუნოლოგიური არეალია და არა მარტო რომელიმე ქსოვილის ლოკალური ადგილი. ჰისტოლოგიურად და იმუნოლოგიურად ანთებას ალაგებს არაქიდონის მჟავა და მისი რიგის იმუნური ნივთიერებები. ამდენი ფილტვების კიბო იმიტომ არის, რომ , ხ ა ნ ფილტვების ატიპური ანთებების გამოცნობა ვერ ხდება. ასევე , ხშირად, ფილტვების ანთებისგან გამოჯანმრთელების შედეგი ისაზღვრება— რენტგენზე ალაგებული ხილული ინფილტრატის ფორმით და ზომით. თურმე აღარ ჩანს რენტგენზე და დამთავრებულა პრობლემა. არ კონტროლდება ის ნივთიერებები, რომლებიც ამ მჟავის და ასევე მისი ტიპის ნაერთების ზედამხედველობის ქვეშაა და ანთებების ჭეშმარიტი მიზეზებია. ანუ არ ხდება ფილტვების ანთების იმუნოლოგიური და ჰისტოლოგიური მექანიზმების ბოლომდე კომპენსირება. ფილტვი რჩება დაუცველი . მითუმეტეს, ჩვენს ეკონომიკურად დაცემულ პირობებში—- 5 დღის ანტიბიოტიკის დალევის შემდეგ სული თუ მოითქვა ადამიანებმა და ხველა შეწყდა, ისინი უკვე ექიმებს აღარ ემორჩილებიან და მკურნალობას არ აგრძელებენ. ძალიან ბევრს ჰგონია, ექიმები ისევ იმიტომ იბარებენ, რომ ფული დაცინცლონ. ჩვენი ქვეყნის განადგურებული ეკონომიკური რეალობა და პროფილაქტიკური მედიცინის არასისტემურობაა ამ მომენტში გამოკვეთილი , თორემ შემეძლო დაცინცვლის ნაცვლად უფრო აკადემიური ტერმინი გამომეყენებინა. ფილტვის და სხვა სიმსივნეების ყველაზე მეტი მიზეზი პროცენტულად———-ჰისტოლოგიურად აულაგებელი ფილტვების ანთებებია. რაც უფრო მძიმე ა ფილტვების ანთება, მით უფრო არა აქვს ხველა. თუ იმუნოლოგიური პარამეტრების შემოწმების შესაძლებლობა არ არის, მაშინ ფილტვბის ანთება დამთავრებულად ჩაითვლება, თუ ექიმი ფილტვებში მოისმენს ვეზიკულურ სუნთქვას ანუ მუსიკალურ ხმიანობას. რაც ფილტვის გაჯანმრთელების დასტურია. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელობანი პარამეტრია, რომლითაც ექიმების ხარისხი სხვავდება.
არაქიდონის მჟავის სწორი დაჟანგვით მიიღება პროსტაგლანდინები და თრომბოქსანი. ისინი მთვარ როლშია——–ყველა დროებითი თუ გახანგრძლივებული , მაღალი თუ 37 მდე ტემპერატურების მიზეზებში. ასევე ნებისმიერ ანთებებში და ტკივილის ფენომენებში; ასევე—–სისხლის კოაგულაციაში ანუ თრომბირებაში ; კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადებებში. როცა ექიმი ან გახანგრძლივებულ სუბფებრილურ ტემპერატურას ან ანემიას ან კუნთურ დაავადებებს ან თრომბირებას ან კუჭ-ნაწლავს ან ძვალ-სახსარს ან სხვა ანთებებს მკურნალობს, ეს ორი ფენომენი ჩივილების ასპექტში მაინც, სულ სამიზნეზე უნდა ჰყავდეს. პროსტაგლანდინები და თრომბოქსანები დიდ ზეგავლენას ახდენენ——–კუნთებზე, ძვალ-სახსარზე, სისხლზე , თრომბოციტებზე. არაქიდონის მჟავის შემცირება ორგანიზმის ბევრი დაავადების მაუწყებელია . მაგრამ, მტკიცე ჯანმთელობას საფუძველი—- ბალანს,ია. ცდებით დამტკიცებულია—– არაქიდონის მჟავის ზეჭარბი მატება სიმსივნის პროვოცირებაა . მისი მატება დამზიანებელია და კლება მითუმეტეს. ამ მჟავას შეიცავს შემდეგი პროდუქტები–ვირთევზა, ორაგული, ნატურალურად გაზრდილი ღორის ცხიმი, ქათმის კვერცხი, ცხვრის ცხიმი, ვეშაპის ღვიძლ ი და დედის რძე ,რომელსაც ახალშობილი იღებს. თუმცა დედის რძის შემცველი მედიკამენტების გამოყენებაც გვიწევს იშვიათ შემთხვევაში. ჯანმრთელი მტკიცე გლია აკონტროლებს და ამყარებს არაქიდონის მჟავის საჭირო რაოდენობას და ბალანსს. ყველა სასიცოცხლო პროცესი იწყება გლიიდან და მიტოქონდრიებიდან. ყველა ამ პროცესზე ბატონობს გლია და მიტოქონდრიები. ფლავონოიდები კი ამ ყველაფერზე კარდინალურ , ადამიანისათვის სასიცოცხლოდ სასიკეთო ზეგავლენებს ახდენენ. ამიტომ, როცა ამ დაავადებებით დაავადებული ხართ, თუ დაბალი ეკონომიკის გამო, ექიმის მიერ პროცესზე ზუსტად მორგებულ , შესაბამის ნატურალურ მედიკამენტებს ვერ მიიღებთ, მაშინ ხშირად უნდა ჭამოთ სიცოცხლისათვის———ის ხილი, რომლებიც ფლავონოიიდების კლასშია.
მიელინის გარსის საშუალებით ხდება ორგანიზმში ინსულინის გადანაწილება. ამით ყველაფერი ნათქვამია—— დიაბეტზე, სიმსუქნეზე, ჭარბ ქოლესტერინზე, გულის დაავადებებზე, ინსულინრეზისტენტობაზე, კუჭ-ნაწლავის და ღვიძლ-ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე ,ჰორმონულ დარღვევებზე და სხვა ბევრ პრობლემაზე. ანუ იმაზე, რომ არცერთი ეს ჩამოთვლილი პრობლემება არ დაიწყება ტვინის გამოფიტვის გარეშე. არც პანკრეასის და ინსულინის პრობლემის გარეშე. პანკრეასი მეორე ტვინი და ადამიანის ცივი გონების სარდაფია. მის ხასიათზე ა და მოკიდებული——რამე ფაქტის გაგებით ან საჭმლით, კაიფს მიიღებ ანუ გესიამოვნება , თუ გული აგერევა. პანკრეასი და ტვინი მუდამ ერთ ტანდემში მუშაობენ და ამაზე ბევრი დაავადება მიუთითებს. თუნდაც——-ფსიქოზები, დეპრესია, ნარკომანიული თუ სხვა აზარტული ჟინები ,ღვიძლის და სხვა დაავადებები. რომელთა დროს ტვინი და პანკრეასი , ორივე განსაკუთრებით დაზიანებულია. პანკრეასი ყველაზე მეტადაა დაყრდნობილი——-გლიაზე, დეენემზე, მიტოქონდროებზე. ამიტომაც არ არსებობს მძიმე დაავადება, რომლის დროსაც პანკრეასის დაზიანების ფონი არ იყოს თავისი, რომელიმე გამოვლინებით—–ან ღვიძლით ან კუჭ-ნაწლავით და სხვა.
3-შვანის უჯრედები–ქმნიან პერიფერიული ნერვული სისტემის ნერვული ბოჭკოების მიელინურ გარსს. დიაბეტური ნეიროპათიების დროს ისინი უკვე დაზიანებულია. ხოლო დიაბეტური განგრენის დროს გამქრალია. საერთოდ, მიელინი ბევრშრიანია და პლაზმური მემბრანებისგან შედგება. შვანის უჯრედები სინაფსებში მინერალური და იონური ბალანსს მტკიცედ იცავენ . როგორც ხშირად ავღნიშნავ სიკვდილის დასტატუსების მაუწყებელია მინერალური ბალანსის აღრევა ,რასაც მოყვება სწრაფი შეშუპებები და თრომბირების ——— დევეეს—-სასიკვდილო სინდრომში გადასვლა. შვანის უჯრედები მთლიანად აკონტროლებენ პერიფერიულ ნერვებს . ქმნიან ახალ ნეირონებს. მცნება ნევროზი, ხშირად მხოლოდ დამამშვიდებელ წამალთან რომ ასოცირდება ,ისევე როგორც საუკუნის წინ —–ახლა გლიის გაანალიზებით უნდა იწყებოდეს მისი კომპენსირება. შვანის უჯრედები ასევე,დაზიანებული ნეირონების აღმდგენებია.
4=ეპენდიმური უჯრედები—ტვინის პარკუჭში ,ნერვულ ქსოვილებში და ზურგის ტვინშია. მთლიანად აწესრიგებენ ზურგის ტვინის სითხის მოძრაობას და მის შექმნას . სამ ტიპად იყოფიან . ტანიციტოსის უჯრედები——-მათზეა დამოკიდებული ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაავადებები ანუ მთელი ენდოკრინოლოგია დიაბეტით და თავის ტკივილის ჩათუვლით , ყველა ჰორმონული დაავადება . ასევე თავბრუხვევები, კოორდინაციის მოშლა, ტინიტუსი და სხვა. ისინი ახდენენ ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციას . ეპენდიმუსის მეორე ქვეტიპია—-ქოროიდული უჯრედები, რომლებიც თავის ტვინის პარკუჭებშია. მათი მდგრადობა აზღვევს————–ჩაქცევებს და გაჟონვებს.
როგორც ტბაში თევზები, თავზურტვინის სითხეში ისე ლივლივებენ—-თავის ტვინი და ზურგის ტვინი. ეს სითხე არის ბარიერი, რომელიც ტვინს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას ფიზიკური და სულიერი ტრავმებისგან იცავს. ეს სითხე გარანტია მარილოვან- მინერალური სტატუსის და ოსმოსური წნევის თანაფარდობის . ამ სითხის ნაკლებობის დროს , თავის ნებისმიერი მცირე მირტყმა, ტვინს შეანარცხებდა თავის ქალას ძვლებთან. რაც უფრო პრობლემურია ეს სითხე——შემცველობით, მოძრაობის დინამიკით, კონსისტენტიით , მით უფრო რთულადაა დაავადებები გამოხატული. ის იმუნიტეტის გარანტიცაა, რადგან შიგ ბევრია ლიმფოციტები, რომლებიც მძიმე დაავადებებისგან დამცველებია. ამ სითხის წნევაზე ა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლეც და ფიზიკური და სულიერი კომფორტის ყველა წუთი. მისი წნევა იმატებს——- შერყევის, ჩაქცევის, ინსულტის, ქრონიკული არტერიული წნევების , მზის დაკვრის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემების, ინტოქსიკაციების, თავბრუხვევის, ტინიტუსის, შაკიკის, თავის ტკივილების და სხვა დაავადებების დროს . მცირდება— სისხლდენით მიმდინარე დაავადებების, შოკების და სხვა დროს. ამ სითხის შემადგენელი ელენტების გაზომვით გამოიცნობა უამრავი დაავადება. ამ სითხეს და მის ოსმოსურ წნევას აკონტროლებს გლიის უჯრედები. ანუ გლიის სიჯანსაღეზე და თავზურგვინის სითხის მდგომარეობაზეა დამოკიდებული————- შეგაწუხებს თუ არა——- -შაკიკი, ტინიტუსი, თავბრუხვევა , თავის ტკივილები, წნევა, ნაღვლის ბუშტი და სხვა.
ოსმოსური წნევის ფუნქცია მთლიანად ჰგავს, ხის , სამყაროდან ჩადებულ მანერას. ოსმოსური წნევის პრინციპით—–თუნდაც ძალიან მაღალი ხე , იწოვს წყალს ფესვებით მიწიდან და კვებავს ზედა ტოტებსაც . ოსმოსური წნევის მატებაც და კლებაც ადამიანების უდიდეს დისკომფორტებს ნიშნავს და სასიკვდილო პოზიციებსაც ქმნის . გლიის უჯრედების გამოფიტვის ან განლევის და ოსმოსური წნევის დარღვევის გარეშე არ იქნება არც ერთი ——-თავბრუხვევა, ტინიტუსი, შაკიკი , მაღალი ან დაბალი წნევა, კოორდინაციის დარღვევა, გულის რევის შეგრძნება მგზავრობისას, თუნდაც ბავშვებში. არ არსებობს ინსულტი გლიის გამოფიტვის და ოსმოსური დისბალანსის გარეშე . რადგან, ინსულტის დაჩქარების ბაზისია—— ოსმოსური წნევის თანაფარდობის დარღვევა და ქალსშიდა წნევის მყარი სიმაღლე. არ არსებობს სახის ნერვის პარეზი ან ნებისმიერი სხვა ტიპის დამბლა———- გლიის გამოფიტვის , ოსმოსური ბალანსის დაზიანები ს და ქალასშიდა წნევის დარღვევის გარეშე. ნევროლოგიური პრობლემებით დაბადებული ან წონანაკლები ბავშვები გლიის ძლიერი გამოფიტვით არიან. ინსულტის ყველა მიზეზი რომ იყოს, ის მაინც არ განვითარდება, თუ ფონად ტვინში გამოფიტული გლია და ოსმოსური წნევის დარღვევა არ არის.
კიდევ გამოვკვეთავ , რატომ ვახასიათებ გლიას და მის უჯრედებს? მეცნიერულად დაზუსტდა, რომ მათი გადარჩენა, განლევის შეჩერება, ორგანოების დაზიანების და დაბერების შეჩერება , ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ——შეუძლიათ ფლავონოიდებს.
გლიის უჯრედები მუდმივ რეჟიმში თავგანწირული იცავენ ტვინს და მთელ ორგანიზმს, რომ არ შემოვიდეს ტოქსინები და თავისუფალი რადკალები . რაც უფრო ჯანსაღია გლია, მით ვერ მოხდება ამ სასიკვდილო ელემენტების შემოდინება . თავისუფალ ანუ მძიმე დაავადებების და კიბოს შემქმნელ რდიკალებზე ,ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ისინი მოლეკულებია ,რომელთაც აკლიათ ერთი ელექტრონი. სწორედ ისინი არღვევენ ორგანმიზმში ჟანგვით რეაქციებს, ხდებიან მკვლელი მჟანგავები. ნებისმიერი პრობლემური დაავადება არის ჟანგვითი ბიოქიმიური რეაქციების არასწორად მიმდინარეობა. მაგალითად, დემენცია, დეპრესია სკლეროზი ან ალცჰაიმერი არ დაიწყება, მიუხედავად გლიის გამოფიტვისა, თუ ჟანგვითი რეაქციები ბოლომდე არ მოიშლება. ალცჰაიმერის დაწყებას ასტატუსებს სამი მძლავრი უარყოფითი ფენომენი——–1–ჭარბი თავისუფალი რადიკალები 2–ოქსიდაციური სტრესი 3-გლიის უჯრედების ბოლომდე გამოფიტვა. მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტით, ალცჰაიმერის და სკლეროზების დამართებას აბრკოლებს და ეღობება სამი რამ —— ფლავონოიდური ანტიოქსიდანტები ,გლიის უჯრედების კონტროლი და ჭარბი ქოლესტერინის ნორმაში ჩაყენება , ბიოქიმური რეაქციების დალაგებით.
თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში უხვად და მტკიცედ რჩებიან , როცა ეს მდგომარეობებია——დე ვიტამინის დაცემა, სიმსუქნე ან ზედმეტი სიგამხდრე, სულინრეზისტენტობა, ჭარბი ქოლესტერინი, დიაბეტი, ჰორმონული პრობლემები, დეპრესია, სახსრების , კუჭ-ნაწლავის და ღვიძლი ს და ნაღვლის დაავადებები, ჩიყვი, ეგზემა, ფსორიაზი, აუტოიმუნირი და სხვა ქრონიკული დაავადებები.
რა არის ოქსიდაციური სტრესი? ეს არის ორგანიზმის ზედმეტი გადატვირთვა თავისუფალი რადიკალებით . მათი მატება შლის უჯრედებს . იწყება სხვადასხვა დაავადებები და დგება სიმსივნეების განვითარების პირობები. ოქსიდაციური სტრესი თუ არ არის და ოქსიდაციური თანაფარდობაა ,მაშინ——– უჯრედები ჯანმრთელია და ფიზიოლოგიურად ფუნქციონირებენ ; გლია, დეენემი და მიტოქონდრიები დაცულია; ჟანგვითი რეაქციები სწორ ფიზიოლოგიურ რელსებზეა. ადამიანი ასეთ დროს ——– ჯანმრთელია . ძალიან ნელა ან თითქმის, სულ არ ბერდება . ჯანმრთელობის დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როცა თავისუფალ რადიკალებს და ანტიოქსიდაციურ ელემენტებს შორის თანაფარდობა ირღვევა. მიიღება ორგანიზმის თანდათან ბოლომდე დამანგრეველი————ოქსიდაციური სტრესი. მკურნალობის სტრატეგია ძალიან დაბალ დონეს შეესაბამება, თუ ეს თანაფარდობა არ გაირკვევა. რომელზეც ბევრი რამ მიუთითებს, მათ შორის, ჩივილების სახეები . ამ თანაფარდობის დარღვევას იწვევს——არანატურალური კვება, მოდუნებული ცხოვრება, შიშები, განცდები და სტერესები; ძილის დარღვევა ,ტოქსინები, მძიმე მეტალები და სხვადასხვა შხამების ორგანიზმში ყოფნა. მათ შორის პარაზიტების და აგრესიული სოკოების. ოქსიდაციური სტრესი მძიმე ფორმაში აქვს————-მსუქნებს , დიაბეტიანებს, ჩიყვით დაავადებულებს, თუნდაც ნაოპერაციევებს ; ქრონიკული დაავადებით ყველა მოავადეს. თავისუფალი რადიკალებიდან მიღებული ოქსიდაციური სტრესი იწვევს უჯრედების , თანდათან ბოლომდე დაშლას. ოქსიდაციურ სტრესს აპროვოცირებს———მზის ჭარბი გამოსხივება , სოლარიუმი, სიმსუქნე, დაბინძურებული გარემო ,ქრონიკული დაავადებები , მუდმივი განცდები . ოქსიდაციური სტრესის ბუმია———-როცა ადამიანს დიდი მუცელი აქვს ან არც ისე დიდი , მაგრამ ადვილად ებერება ჭამის შედეგ; ადვილად დაღლის დროს ;ადვილად წახვრინების დროს ,ყველა, ღვიძლით და ნაღვლის ბუშტით დაავადებულში და სხვა.
როგორც ვთქვი , ფლავონოიდების უძლიერესი სასიცოცხლო ფუნქციაა ——მიტოქონდრიების და გლიის უჯრედების მდგრადობის შენარჩუნება და გლიის ხსნა გამოფიტვისგან. რაც უფრო მტკიცეა მიტოქონდრიები და მეტად ჯანსაღია გლიის უჯრედები, მით მეტადაა წრმოდგენილი ღვიძლის დეტოქსიკაციის უნარი ორგანიზმში. გამოფიტული გლიის ფონზე ღვიძლის გამწმენდი ფუნქცია მინიმალურია . ღვიძლის მკურნალობა უნდა დაიწყოს მიტოქონდრიების და გლიის არსებული ვითარების გააზრებით. ღვიძლის დეტოქსიკაციურ—– გამწმენდ ფუნქციებს მიეკუთვნება—–ქოლესტერინის ნორმის ფარგლებში სინთეზი, გლიკოგენის და ვიტამინების აუცილებლად საჭირო მარაგის შექმნა და მათი რაოდენობის სიზუტით ნორმის ფარგლებში დაცვა; ცილების ბალანსი, ნაღვლის ნორმული რაოდენობა და სიჩქარის ტემპის დაცვა ;ტოქსინების და შხამების გამოძევება; ნუკლეინის მჟავების – დეენემის და ერენემის დაცვა და ამით გენეტიკური მდგრადობის შენარჩუნება . ნუკლეინის მჟავები-დეენემი და ერენემი რომ ზიანდება ,იქ უკვე დაავადებები მორჩენას აღარ ექვემდებარებიან და მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაზეა მცდელობები. ძალიან ბევრი დაავადების ჩამონათვალია, რომლი ს დროსაც ნუკლეინის მჟავები ანუ დეენემი დაზიანებულია. ამ დროს ადამიანის სიცოცხლე პირადმა ექიმმა ქრონიკულად უნდა მართოს და მის გახანგრძლივებაზე იზრუნოს——— დაზიანებული იმუნური კომპლექსების თანდათან აღდგენით , სხვადასხვა პარამეტრების ნორმაში დაბრუნებით, დაზიანებული ჟანგვითი რეაქციების თანდათან ნორმაში დაბრუნებით. დაავადებები, როცა დეენემი დაზიანებულია გლიის გამოფიტვის გამო ესენია——ძვალ– სახსრების ქრონიკული ფორმები, ქრონიკული რინიტი, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ტინიტუსი, ღვიძლის დაზიანება, აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრის პრობლემები ,შაკიკი, ეგზემა, პოდაგრა,ვიტილიგო ,ფსორიაზი, ცე ჰეპატიტისგან დაზიანებული ღვიძლი , რომელიც ელიმინაციი ს პროგრამის შემდეგ ადამიანებს მორჩენილი ჰგონიათ; ქოლესტერინის სიჭარბის აგრესიული ფორმები, ასთმა და სხვა ქრონიკული და უმძიმესი დაავადებები. ტინიტუსის ხმა შეიძლება გაქრეს ან ეგზემა კანზე აღარ გამოჩნდეს ან შაკიკის შეტევები გაქრეს ან პოდაგრის შეტევა აღარ განმეორდეს ან სხვა ბევრი ჩივილი გაქრეს, მაგრამ დაზიანებული დეეენემი არასოდეს არ აღდგება ბოლომდე. ეს სამყაროს მკაცრი პასუხია არასწორი ცხოვრების სტილზე. კარგი ექიმის უდიდესი როლი ამ დაავადებების დროს, ადამიანის გაუმჯობესება და სიცოცხლის წლების ჭარბად გახანგრძლივებაა . ნებისმიერი დაავადების მიმალვა შეიძლება ქიმიური გზებით და ქიმიური წამლებით. მაგრამ, კარგი ექიმისთვის მთავარია, რამდენად აღადგენს გამოფიტულ გლიას და რამდნად მეტად გაუხანგრძლივებს ადამიანებს სიცო ცხლეს.
რომელია ფლავონოიდები და კიდევ რითი ეხმარებიან ისინი სიცოცხლეს? ფლავონოიდები-ამარცხებენ——ალერგიას, ანთებებს, ღვიძლის დაავადებებს, თირკმლის პრობლემებს, ვირუსებს . განსაკუთრებით ცე ჰეპატიტის დროს გამოიყენება მისი პრეპარატები.
ისინი ანტიდიაბეტურებია. მაგრამ, რაც მთავარია მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება მიპყრობილია იმაზე ,რომ ისინი კიბოს შემჩერებლებია. რადგან, მხოლოდ მათ ფონზე იხევს უკან თავისუფალი რადიკალები. ყველა ფლავონოიდი ანტიოქსიდანტია. ანუ თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ შეუჩერებელი მებრძოლები. ისინი ყველა რთულ რეაქციათა ჯაჭვში ახდენენ გავლენას ადამიანის სასიკეთოდ. მაგალითად, ისინი კოლაგენის რეაქციაში ბმებს აერთებენ . ამ პროცესში აქტიურად რთავენ ვიტამინ ცე-ს. ცე ვიტამინი აამუშავებს ფერმენტებს——–პროლილჰიდროქსილაზას და ლიზილჰიდროქსილაზას. ეს ფერენტები ახდენენ ამინომჟავების——-პროლინისა და ლიზინის ჰიდროქსილირებას და სტაბილდება კოლაგენის რეაქცია . სწორად წარმართული კოლაგენის ბიოქიმიური რეაქცია, რომელიც ამის გარდა რეაქციების უამრავ ქვეეტიპებს შეიცავს , ნიშნავს———-დრეკად სისხლძარღვებს , არტერიებს, გულს; ჯანმრთელ კანს და ჯანსაღ ორგანოებს. რომლებიც ადვილად ვერ გასკდებიან . ფლავონოიდები, ათასობით სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქციების წარმართველი ბირთვებია , რომელთა სწორი მიმდინარეობა მათი მონაწილეობით , ბევრი მძიმე დაავადების აცილებაა.
მრავალი კვლევით დადგინდა ,რომ მათი ბუნებრივი ფორმა ანუ ხილის ან ყვავილის ახით, სრულფასოვნად ვერ შეიწოვება. ტროპიზმის დაბალი უნარი აქვთ ანუ უჯრედში შეღწევადობის. ლიპიდების ცხიმოვან შრეებს ადვილად ვერ გადალახავენ. მისი შემცველი ხილის ეფექტი ჭარბწონიანს უფრო გვიან არგებს ვიდრე გამხდარს. ამიტომ არსებობს მათი, ამერიკული და ევროპული ვეგანური ნატურალური პრეპარატები, რომლებიც ბიოლოგიურ სასწაულებს ახდენენ. დიდი ხანია მათ , მკურნალობაში აქტიურად ვიყენებ. ჩემი უპირველესი არჩევის პრეპარატებია . რადგან, თავისუფალი რადიკალების ჩახსნის გარეშე , არ არსებობს რომელიმე ქრონიკული დაავადების რეალური გაუმჯობესება. იმდენ სასწაულებს ახდენს ადამიანების გაჯანმრთელბაში, მათი მედიკამენტებიც ,ხილი და მცენარეებიც, რომ მეცნიერებმა ისინი ჯგუფებად დაყვეს .
ფლავონები—–ისინი გამოირჩევიან ანთების საწინააღმდეგი ეფექტით .ფლავონებია——ნიახური, გვირილა, პიტნა,გინკო . ფლავონები ანტიაგრეგანტებია ანუ თრომბის გამანეიტრალებელი. ა მერიკის და ევროპის მედიცინაში მათი მედიკამენტების გარეშე არ არსებობს ამ დაავადებების მკურნალობა——-ასთმა, ლეიკოზი, სკლეროზი, ქოლესტერინი, ფსორიაზი, ეგზემა, რინიტი, კუჭ-ნაწლავი, ართრიტი და სხვა.
ფისეტინი——- მას შეიცავს-მარწყვი, ვაშლი, ყურძენი, კიტრი, ხურმა, კივი, ხახვი, ლოტოსის ფესვი, მანგო. ფისეტინი ნეიროპროტექტორია–ანთების და კიბოს საწინააღმდეგოა, დაბერებას აჩერებს. დეპრესიას და შფოთვას ეხმარება, მეხსიერებას ამაღლებს. დიაბეტს აკონტროლებს, ღვიძლს იცავს, ნაწლავების ანთებას აჩერებს. მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს ევროპაში აქტიურად გამოიყენება მისი პრეპარატები. ხაგრძლივი ცდებით დადგინდა, რომ ის ამცირებს კიბოს მეტასტაზებს . ძალიან აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს . მართავს კიბოს გარკვეულ ეტაპებს , დიაბეტს .ფისეტინი უფრო მეტია ვაშლში და მარწყვში . ფისეტინი ოხრის ფერის პიგმენტია. მას შეიცავს ამავე ფერის ხილი და ბოსტნეული. ფისეტინი იქმნება ამინომჟავა ფენილანინისგან. თუ ამინომჟავა ფენილალანინს გაეცნობით ,მედიცინის და სამყაროს ბევრ სასწაულს იხილავთ. შეგიძლიათ იხილოთ ჩემი სტატია მასზე. თუ ფენილალანინის ცვლის გათვალიწინების გარეშე მკურნალობ ,მაგალითად——— ჩიყვს, ჭარბ ქოლესტერინს , დეპრესიას, ფსიქოზს, სიმსუქნეს, ციროზს ,ღვიძლს, პოდაგრას, პარეზს, შაკიკს, სისხლძარღვებს და სხვა ,ჩათვალე, რომ რეალური მკურნალობიდან სხვა განზომილებაში ხარ დაკარგული. ფენილალანინი ქმნის ამინომჟავა თიროზინს . რომელიც მართავს ჩიყვებს და არა მარტო მათ. ნუთუ რომელიმე ალერგიას რეალურად მოარჩენ თიროზინის ცვლის მართვის გარეშე? ან ვიტილიგოს ან შაკიკს ან სხვას . მითუმეტეს ჩიყვს? წარმოდგინეთ მედროგე, რომელსაც ცხენების აღვირი უჭირავს——- ეს არის თიროზინი. ხოლო ჩიყვის ჰორმონები , ეტლში მსხდომი განაზებული შეყვარებულებია. მხოლოდ ჩიყვის ჰორმონებზე აქცენტირება, სამწუხაროდ, ხშირად რომ ხდება დღეს ,ჩიყვის და საერთოდ ფარისებრის არასწორი მართვაა. აღვირი, მედროგე თიროზინს უჭირავს და როგორც სურს ისე გააჭენებს ცხენებს. მედროგეს მისი მკაცრი ბატონიც ჰყავს———- ეს ფენილალანინია. არცერთი დაავადება არასოდეს არ მორჩება სათავო მიზეზებიდან თუ არ დავიწყეთ.
ვაშლში ცე ვიტამინი ისეთი ფორმითაა, რომ ის რკინას მეტი რაოდენობით იწოვს და ინტერფერონის მომატებას განაპირობებს. ესკი ინფექციებისგან ძლიერი დაცვაა.
თუ მზის დასხივება ზედმეტად ჭარბია, ფისეტინი ამ პროდუქტებში მცირე იქნება. ფისეტინი სწრაფად ამცირებს თ ავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებულ არეალს. პოდაგრის დროს მარწყვი იმ ზედმეტ მარილებს გამორეცხავს ,რამაც შეტევა გამოწვია. პოდაგრით დაავადებულმა, მარწყვი ინტენსიურად უნდა მიიღოს . განსაკუთრებით ცოცხლად , ასევე კომფოტით, მურაბით, გაყინული. მარწყვში უამრავი ვიტამინია. საოცრება ის ა რის, რომ მასში არის ნახშირწყლების დიდი შემცველობა. მაგრამ , ის დიაბეტიანებში შაქარს არ ზრდის, სწორედ ფისეტინის ანტიდიაბეტური მოქმედების გამო . დიაბეტი პოლისემანტიკური დაავადებაა . მ ას ბევრი მიზეზი და ბევრი ცვლის მოშლა აქვს . მისი ს აწყისი ——–ჰიპოფიზში, პანკრეასში და ღვიძლშია .მთავარი საწყისი კი——–გლიაში, მიტოქონდრიებში და დეენემშია.
ფლავონოიდები ღვიძლის დაკნინებულ ფერმენტებსაც აცოცხლებენ . დაზიანებულ ჟანგვით რეაქციებს თანდათან ასწორებენ . თანამედროვე ევროპულ მედიცინაში დიაბეტის და ღვიძლის მკურნალობა ,უკვე სიბრიყვედ ითვლება ფლავონოიდების გარეშე. ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობაში მათი როლი წამყვანია. ღვიძლის და საერთოდ ,ნებისმიერი ანთების მართვაში ფლავონოიდური მედიკამენტების უდიდესი შესაძლებლობებია .ისინი ახდენენ ციტოკინების რეგულაციას ; ციტოკინური შტორმების მართვას. მათი მთავარი ფუნქციაა——-კიბოს ნეკროზის ფაქტორის, პროსტაგლანდინების, ინტერლეიკინების, ლეიკოტრიენების და სხვა ასეთივე, სასიკვდილო ანთებების მაკორეგირებელი ნივთიერებების დაბლოკვა. ამას აკორეგირებს ფლავონოიდებზე დამზადებული ამერიკული და ვეროპული ვეგანური, ნატურალური მედიკამენტები.
ქალკონების ჯგუფშია —-პომიდორი, ლობიოს პარკი, მსხალი,ძირტკბილა, მოცვი .ყველას დეტალურად ვერ განვიხილავ ტექსტის სიდიდის გამო.
მაყვალი და მოცვი ოფიციალურად შევიდა კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტების ჩამონათვალში.
იზოფლავინის ჯგუფია——დაიძეინი, გლიციტინი, გენისტეინი, სოიო, პარკოსნები. გენისტეინის კომბინაციები უკვე გამოიყენება ნაწლავის კიბოს დროს ონკოლოგიაში.
ხშირად მისუბრია ფიტოესტროგენებზე. არასოდეს დამინიშნავს სამკურნალოდ ქიმიური სახით ჰორმონები . გარდა მწვავე მდგომარეობებისა. მწვავე მდგომარეობის დახმარება დაავადების საბოლოო გაჯანსაღება არ არის. მწვავე მდგომარეობაში ქიმიური საშუალებების გამოყენება ბუნებრივი ა . ფიტოესტროგენები არის ნატურალური სახით ჰორმონები . ქიმიური სახით ხანგრძლივად დანიშნული ჰორმონების ეფექტი დროებითია და დამზიანებელია ამინომჟავების სტრუქტურების . ნატურალური ფიტოესტროგენები ფლავონოიდების ფორმით, რომლებიც წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ნატურალური პრეპარატების სახით ყოველთვის შედეგიანია. რა თქმა უნდა , მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფაქტორის გათვალისწინებით———რომელი, სად თროდის და რამდენი და მხოლოდ პირადი ექიმის მკაცრი კონტროლით . წამლის დანიშვნას მხოლოდ მკურნალი ექიმი წყევეტს. რაც მხოლოდ ინდივიდუალურად ფასდება. ხილის და ბოსტნეულის მიღება ყველას შეუძლია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა . ზედმეტს ყოველთვის გამოაძევებს ღვიძლი. ხილი და ბოსტნეული მკურნალობა არ არის .ის პროფილაქტიკაა და სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ მიდიხარ პრდუქტებისთვის და მცირე თანხა გაქვს, სიცოცხლის და მეტი ჯანმრთელობის მისაღწევად , ცხიმიანი სალიანკის გაკეთების სტრატეგია გვერდით უნდა გადადო და ხილი და ბოსტნეული იყიდო.
ნატურალური ჰორმონებია ფლავონოიდებიდან , მაგალითად—–კოჭა, ნაიხური,ძირტკბილა, სოიო,წითელი ყურძენი და კიდევ ბევრი. სოიო ,ამერიკულ და ევ როპულ ,კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში მთავარ ინგრედიენტად შედის . შეიცავს იზოფლავინებს——-დაიძეინს, გენისტეინს, გლიციტინს . სოიოს პრეპარატების ჩართვა ესტროგენების პრობლემებზე, მხოლოდ, პირადი ექიმის მკაცრი კონტროლით, ევროპულ ქვეყნებში მკურნალობის წამყვანი მეთოდია.
ძირტკბილას ხშირად ვნიშნავ ზოგი პრობლემის დროს. ის იზოფლავონია. მისი ფესვი გლაბრიდინს შეიცავს . ბევრი ცდით არის დამტკიცებული ,რომ ის კიბოს უჯრედების ზრდას აჩერებს . მისი ევროპული და ამერიკული პრეპარატებია. მაგრამ, ვიმეორებ, არ შეიძლება წამლებით პროფილაქტიკა. პროფილაქტიკა ხდება მხოლოდ ხილით. როგორც ხშირად ვამბობ და ბიოქიმიის და ფიზიოლოგიის ჭეშმარიტებაა ——-ზედმეტი ვიტამინი ან სხვა ნივთიერება უფრო აზიანებს ორგანიზმს, ვიდრე მათი ნაკლებობა.
ალკოჰოლური დამოკიდებულების მოხსნის, აზარტული თამაშების ზემანიის განეიტრალების, ნარკოტიკული ლომკის მოხსნის , ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების, ღვიძლის რთული დაზიანებების სტაბილიზაციისთვის ,ევროპული და ამერიკული ვეგანური მედიკამენტების მთავარი, წამყვანი კომპონენტები ფლავონოიდებია. მათი ერთი მაგალითია—- კრაზანა, რომელიც მთავარ კომპონენტად ყველა ევროპულ ანტიდეპრესანტშია. მაგრამ ,მისი ინდივიდუალურად გამოყენება, როგორც ბალახის სახით ისე მედიკამენტის სახით ექიმის გარეშე დამზიანებელია. მთავარია დოზა და გამოყენების აუცილებლობა. ტიბეტური მედიცინა მხოლოდ სტაფილოთ, ჭარხლით და მსგავსი კომპონენტებით ახდენდა სასწაულებს და კუპირებას მძიმე დაავადებების. მაგრამ, იქ მილიგრამებით იწონებოდა ფორმულების შემადგენლობა.
წინა საუკუნეში მეცნიერებმა ციტრუსებიდან მიიღეს ვიტამინი პე ანუ რუტინი. ის ფლავონოიდია. ხელს უშლის ნერვული უჯრედის დაშლას და სისხლძარღვის კედლის დრეკადობის ფუძეა . ვაშლის და კიტრის კანს, ხახვს, მოცვს——-აქვთ პე რუტინული სოაცარი ეფექტი . რუტინი კვერცეტინის გლიკოზიდია. პე ვიტამინი— წნევის დამწევი, სპაზმის გამხსნელი, შაქრის მარეგულირებელია. რუტინი უძლიერესი ფლავონოიდია. სისხლძარღვების და ვენების დრეკადობაზე მას ვერავინ შეედრება. შედეგები უამრავი გვინახავს პარაქტიკაში. ის ყველაზე მეტი ციტრუსებშია. წუთშესვენების გარეშე ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. თითქმის ყველა კენკრაშია. ამიტომ არის კენკროვანები კიბოს პროფილაქტიკურ ჩამონათვალში. შიზოფრენიის საწინააღმდეგო ევროპული მკურნალობების ახალ პროგრამებში რუტინს დიდი ადგილი უკავია.
კვერცეტინი——ხახვი, ვაშლი, ჩაი, წიწიბურა, წითელი სუფთა ღვინო, ალუბალი, კომბოსტო, წითელი ყურძემი, წითელი სალათის ფოთოლი, მოცვი, ჟოლო, ჩაი,ასპარგუსი და სხვა. ეს დაცვაა კიბოსგან . განსაკუთრებით ნეფროტოქსიურობისგან ანუ თირკმლების დაცვაა. კვერცეტინი ძლიერ ანტიკანცეროგენულად შეფასდა ბევრი ცდების შედგეგ. კვერცეტინები და კატექინები იცავენ დეენემს ჟანგვითი დაზიანებისგან.
ციტრუსების ფლავონოიდებისგან მიღებული ვეგანური მედიკამენტები გამოიყენებიან ქოლესტერინის დაბალანსების და ცხიმის დამშლელებად.
წნევის დროს დარღვეული მექანიზმების გამოსწორებამდე ვიყენებ ამერიკულ და ევროპულ ვეგანურ ფლავონოიდურ მედიკამენტებს , რომლებიც ყურძნის წიპწებს შეიცავს მთავარ ინგრედიენტად. ყურძენი ფლავონოიდია. ყურძნის წიპწები კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტების ჩამონათვალშია.
ფლავონოიდებია-ბროკოლი, შოკოლადი, კაკაო.
ფლავონოიდებია —–აპიგენინი. ის არის ამ პროდუქტებში—ნიახური,ოხრახუში, სუფთა წითელი ღვინო, გრეიფრუტი, ყურძენი, ვაშლი, გვირილის ჩაი, პიტნ ა ,ისპანახი, ბროწეული, რეჰანი , თავშავა, ნიორი. ხანგრძლივი ამერიკული კვლევებით დადგინდა —-აპიგენინები კიბოზე ძლიერ ზემომქმედი ნივთიერებებია. ასევე, სეულის და ჩიკაგოს გრძელვადიანი კვლევებით დადგინდა— პანკრესის კიბოს დროს მათი გამოყენების სარგებელი. ისინი გამოიყენება და შედეგიანია კუჭ-ნაწლავის კიბოს და პროსტატის კიბოს დროს . მედიკამენტად მათი გამოყენება მხოლოდ მკაცრი პროგრამით ხდება ექიმის მეთვალყურეობით. საკვებად მისი გამოყენება შეუზღუდავია და ყველას შეუძლია . გარდა სიმსივნეების შემთხვევებისა . მეცნიერთა დასკვნებით კიბოს დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის ას , მათი ხილის სახით მიღებაც იკრძალება. ისინი ხელს უშლიან ქიმიის შედეგებს. აპიგენინები ეხმარებოან დიაბეტს, დეპრესიას , წნევას. მეცნიერთა დასკვნებით აპიგენინები ხილის ფორმით მიღებულებიც კი ,ღრმა კვალს ატყობენ იმუნიტეტს ,ჯანმრთელობის სასიკეთოდ. ოხრახუში კიბოს საწინაარმდეგო პროდუქტების ჩამონათვალშია.
ანტოციანებია-წითელი ყურძენი,შავი მოცხარი, ჟოლო, მარწყვი, მოცვი.
გრძელვადიანი მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ფლავონოიდები უფრო მტკიცე ფორმულებით და სასწაული შედეგებით წარმოდგენილი არიან——-ახალ ყვავილებში და მკვახე ნაყოფში . ა დრე რეკომენდაციებში მოვუწოდებდი, მკვახე ხილი გაეყინათ და რამდენიმე მარცვალი სუფებში ხშირად გამოეყენებინათ. ვიხსენებდი ჩემს დედას ,რომელიც თავის პაცინტებს კერძოდ, ორსულებს აფრთხილებდა —– ეჭამათ დღეში ორი ან ერთი მკვახე, ჩანასახოვანი ხილი.
ფლავონოიდებზე გრძელვადიანი კვლევები ამერიკის და ევროპის მნიშნელოვან სამეცნიერო ცენტრებში კვლავ გრძელდება. დადგინდა ,რომ ტვინის გლიის უჯრედების სიმტკიცე განაპირობებს ჯანსაღ სუნთქვას და სუნთქვითი უკმარისობების პროფილაქტიკას. ფლავონოიდების ჯგუფის ყველა ნივთიერების და მცენარის ჩამოთვლა ტექსტის სიდიდის გამო აქ შეუძლებელია.
დაავადებებს უნდა ვუმკურნალოთ არა ლოკალური ადგილიდან , არამედ —–ისინი უნდა გავიაზროთ და დავინახოთ სათავედან—————-გლიიდან, მიტოქონდრიებიდან, დეენემიდან. მედიცინაზე ფილმში, ბრძენი, გენიოსი ხანდაზმული სოფლელი თურქი ქალბატონი ექიმს დიდ მადლობას ეუბნება. რადგან ,ექიმმა ზოგადად გლობალურად დაინახა დაავადება. ექიმს უკვირს ეს მადლობა, რადგან ჯერ ვერ უშველია და ბავშვი სასიკვდილო მდგომარეობაშია. ქალბატონი ეუბნება——–ვისაც დაავადების დანახვა შეუძლია, ის მისგან გამოხსნის გზებსაც აუცილებლად იპოვისო.
საბჭოთა ქვეყნების კვების და დიეტის სტილი იყო—– ჯერ ცხიმიანი საჭმელი შემდეგ ხილი . სწორი სასიცოცხლო ნუტრიციული გათვლის სტრატეგია კი, ჯერ ხილია და შემდეგ ზომიერი კვება . ფლავონოიდები პრობლემურ არხებს წინასწარ ბლოკირებას უკეთებენ და გზას უხსნიან ყველაზე სასარგებლო და საჭირო ნივთიერებების, ორგანიზმში სასიკეთოდ ამოქმედებას. თუ მტკიცე გლია გექნებათ და თავ-ზუგტვინის სითხე ნორმის ფარგლებში, არცერთი შემაწუხებელი დაავადებით არ დაიტანჯებით– არც ტინიტუსით , არც შაკიკით, არც წნევით, არც თავბრუხვევითდა სხვა რთული დაავადებებით. ამის პროფილაქტიკას და დიდ დახმარებას გიკეთებთ ფლავონიოდები. უფრო ბედნიერი და კომფორტული სიცოცხლისთვის, უფრო მეტ ი ჭამეთ ხილი და კენკრა . მათზე დამზადებულ მედიკამენტს ,მხოლოდ პირადი ექიმი ნიშნავს .რადგან, მათზე დამზადებული მედიკამენტები , კიბოს ფრაქციებსაც უცვლის მიმართულებებს. მათი ნაყენებად გამოყენებაც კი, პირადი ექიმის გარეშე დაუშვებელია.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share