“ნეგატიური მეხსიერება….უმოკლესი გზა სასაფლაომდე ეს უნდა იცოდეთ, დიდხანს რომ იცოცხლოთ”-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენილი——ადამიანების მაცოცხლებელი ცილების–ლამინების კორპორაციის ფორმა გამოიხატა———ჯვრით. უკვე მეტი
დაფიქრდება სამყაროზე და ღმერთზე.
ნეგატიური მეხსიერება——-უმოკლესი გზა სასაფლაომდე
ეს უნდა იცოდეთ, დიდხანს რომ იცოცხლოთ.
თემა უსაზღვროდ დიდია.. ამიტომ ყველაზე აუცილებელ შტრიხებს მოკლედ გადმოვცემ . დავიწყებ იქიდან , რამაც გადამაწყვეტინა ამ თემის განხილვა. მიუხედავად სფეროების და დარგების არსებული მრავალმხრივი დეგრადირებისა, ქართული გენის გენიალობა მაინც ვლინდბა ბევრი კუთხით. ისევ ვიტყვი——- გვყავს უნიკალური რადიოლოგები, რომლებიც საუკეთესო დასკვნებს წერენ თავის ტვინის ემერტეს შედეგების. მაგრამ, პაციენტის მორჩენა და სიცოცხლე დამოკიდებულია, ამ დასკვნის გაანალიზებაზე. რაც თერაპიული პროფილის ექიმმა უნდა გააკეთოს . რადგან ,რადიოლოგის დასკვნა მხოლოდ სტრუქტურული მონაცემებია, რომელიც თუ მის შიგნით მიმდინარე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ასპექტების ჭრილში არ გავაანალიზეთ, ვერაფრის გამოცნობა ვერ მოხდება. ემერტეს პასუხით , ტვინი, ექიმს, თითქმის მთლინად ახედებს ადამიანის სასიცოცხლო შესაძლებლობებში. რომლებიც სწორი მკურნალობისას , ბოლომდე უნდა ამოვიცნოთ. მაგალითისათვის ავიღოთ ხალხში ყველაზე გავრცელებული ——–გლიოზი. ბოლო დღეებში ისევ ვნახე მის მიმართ გამოვლენილი ინდიფერენტიზმი. ზოგ შემთხვევებში სულ არ ხდება მასზე აქცენტირება და ჩათვლილია უბრალო პრობლემად. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის ადამიანის სიცოცხლის ნაადრევი გაწირვა. გლიოზი ანუ გლიალური შეხორცება, სუპერაქტიური, მკვლელი, უჯრედული რეაქციების შედეგია. ის ყალიბდება ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ბოლომდე დაზიანების შემდეგ. მსოფლიო მედიცინა ყოველდღე ვითარდება და დიდ ნაბიჯებს დგამს. კონკრეტული პათოლოგიების კრიტერიუმები ჯერ კიდევ დასახვეწია. ადამიანი გლიოზით————შეიძლება იყოს სპორტში წარმატებული ან აქტიური პიროვნება , რომელსაც მხოლოდ, მაგალითად ,აწუხებდეს ქოლესტერინის სიჭარბე ან პერიოდული, წნევის მცირედ მომატება ან თავის მსუბუქი , პერიოდული ტკივილი და სხვა . ანუ არ ყვიროდეს მისი მონაცემები, როგორც ჩივილებით და პათოლოგიებით დამძიმებული ადამიანის. როგორიც გლიოზია, ასეთი ფენომენების ურეაქციოდ გატარების შემდეგ , გასაკვირი არ უნდა იყოს ——-არც უეცარი სიკვდილები, არც მძიმე დაავადების დაწყება, ოპერაციებ ის საჭიროება, არც კიბოს აღმოჩენა . გ ლიოზი, ისევე როგორც ყველა ტიპის შეხორცება, მოცემული მომენტისთვის ადამიანის დამცავია .მან ანევრიზმა ამ მომეტში დროებით აიცილა. თავში გახეთქილი სისხლძარღვი შეუმჩნევლად შეახორცა. ერთხელ გაიღო ღმერთმა მოწყალება ,შეახორცა და შენივე ნარჩენი იმუნიტეტის წყალობით გადაგარჩინა. მაგრამ, საკუთარი თავის არდამფასებელს ,სხვა ყოველთვის არ დააფასებს. ამიტომ ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ. გლიოზის შიგა სტრუქტურებში მუდმივად იქმნება ნეიროტოქსინური მოლეკულები და მომწამლავი ნაერთები. ისინი ძლიერ აფეხებენ ტვინის, მისი სისხლძარღვების და მთლიანად ცენტრალური ნერვული სისტემის ჯანმრთელად ფუნქციონირებას . სწორედ ამ ფონზე იშლება ერითროციტები და ანემიებია; იშლება არტერიები და სისხლძარღვები ;მუდმივად იწამლება ღვიძლი, მძიმედ ზიანდება ფარისებრი და სხვა ჯირკვლები, კვდება ღვიძლის ჰეპატოციტები, ზიანდება გულის სარქვლები და სხვა. ბუნებამ ბევრი საკომპენსაციო მექანიზმი ჩადო წინასწარ, ადამიანის სასიცოცხლოდ. გლიოზი ბუნების ყვირილია, რომ ადამიანებმა ეს მდგომარეობა გამოასწორონ და თავი გადაირჩინონ მომავალი რეალური სასიცოცხლო საშიშროებებისგან. ბევრი ემერტეს პასუხი მინახია გლიოზით. 90 პროცენტში რეაქცია არ არის. ბევრმა არც იცის რომ აქვს. გლიოზში მოქმედი ტოქსინური ნივთიერებები შლიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ეს ის ბარიერია, რომელიც იცავს ტვინს და მთელს ორგანიზმს გარედან შემოსული მავნე აგენტებისგან და შხამებისგან, თავისუფალი რადიკალებისგან. რომელთა დაგროვება, უკვე მძიმე დაავადებების დაწყების გამოხატულებაა. გლიოზი არის დასტური, რომ ტვინი და ცნს უკვე ბოლომდე დაზიანებულია და ამ ფონზე სკლეროზიც აღარ უნდა გაგიკვირდეს. გლიოზი ტვინის მთავარი საყრდენის—- -გლიის მძიმე პრობლემაა. იმიტომაც ჰქვია გლიოზი. გლიის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ვისაუბრე ფლავონოიდების თემაში. გლიოზი დაზიანებული ნერვული უჯრედების აღდგენის დროებითი მცდელობაა. ეს გაფრთხილებაა , რომ ცნს მზადაა ინსულტისთვის ან ძლიერი ფორმის ანევრიზმისთვის. შეიძლება ეს 20 ან 30 წლის შემდეგ მოხდეს. მაგრამ, თუ გლიოზს სწორი მკურნალობა არ დაურჩა, მისი მომავალი არის ინსულტი. ჯერ ცნს ბოლომდე ზიანდება და შემდეგ ვითარდება გლიოზი. გლიაში ამ დროს არის რეაქტიული ასტროციტები, რომლებიც ორგანიზმის განადგურებაზე მუშაობენ .გლოიზი ნიშნავს უჯრედგარეთა მატრიქსის ძლიერ , თითქმის შეუქცევად დაზიანებას. კიდევ უფრო დეტალურად რომ განვიხილო ,ეს ხდება———თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო თავის ტრავმის ან ქოლესტერინის სიჭარბის ან ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემის ან პერიოდული, თუნდაც, ცოტაზე მომატებული წნევის ან შაკიკის ან ტინიტუსის ან სხვა პრობლემის ფონზეც. ტვინის გლიის უნიკალური დამცველი ,ადამიანის მაცოცხლებელი ასტროციტები, გლიოზის დროს ადამიანის მკვეთრი დამზიანებელი ხდებიან. თანდათან გადიან უამრავ დამახინჯებულ ბიოქიმიურ სტადიებს ,არასწორი კვების და მოუვლელი დაავადებების ფონზე და ზეტოქსიკურ მოქმედებებს იწყებენ. ასტროციტები, ჯანსაღ ვითარებაში ტვინის დამცველი და გამაჯანსაღებლებია. მაგრამ, გლიოზის დროს ტვინის უჯრედების მკვლელები ხდებიან. ხდება ასტროგლიოზი. ამ ფონზე, გამოფიტული გლიის მკვდარი ნეირონები გარედ კი არ იხვეტებიან. არამედ ტვინში კერებს ქმნიან. ესაა გლიოზი, რომელიც უამრავ ადამიანს აქვს და ზოგს სამწუხაროდ ,უცოდინარობის გამო საშიშად არ მიაჩნია. გლიოზის ადგილზე გამქრალია და აღარ არის ყველაზე სასიცოცხლო ცილები . უფრო პროტეოგლიკანები . კერძოდ, არ არის ლამინინი, ფიბრონექტინი ,ტენასცინი და სხვები. ამიტომ ვეღარ ხდება გაწოვა და ჯანსაღი რეგენერაცია. ტვინი კეროვნად ლპება. შეიძლება ასეთ კერას რადიოლოგმა გლიოზი დაარქვას . შეიძლება სხვა ინტერპრეტაციაც მისცეს, ოდნავ განსახვავებული სტრუქტურის გამო . საერთოდ, ტვინის რომელიმე უბანი რომელიმე კონკრეტულ ორგანოს აინერვირებს, კვებავს და აცოცხლებს. გლიოზი და სხვა ასეთი დაზიანებული არეები ,რომელ ორგანოსაც აინერვირებენ ,იმ ორგანოს ემართება კიბო ან მძიმე დაავადება. ტვინის ზოგი უბანი ღვიძლს აინერვირებს და კვებავს, ზოგი თვალს, ზოგი თირკმლებს და ასე შემდეგ. ყველა ორგანოს გადარჩენა შეიძლებოდა ამოკვეთის გარეშე , გარე მატრიქსაში გლიის გამოფიტვა რომ შეჩერებულიყო. იმ ცილების და ნივთიერებების კონტროლი მომხდარიყო რასაც ქვევით ავღწერ . მაგალითად ,ორს საშვილოსნოს კიბო ჰქონდა. ერთი გადარჩა ამოკვეთის შემდეგ , მეორე კი მაინც მოკვდა. ის გადარჩა და იცოცხლა, ვინაც დაგვიანებულზე, მაგრამ მაინც, სწორი მკურნალობა მიიღო გონიერი ექიმებისგან გარე მატრიქსის და გლიის კონტროლით. კერძოდ, მათი შემადგენელი ნივთიერებების და ცილების გააზრებით და შევსებით. წარმოდგენაც არა აქვს ბევრ ადამიანს, გონიერი ექიმები აზროვნების რა სპექტრიდან უკეთებენ მათ დანიშნულებას. გლიოზის კერიდან მუდმივ რეჟიმში გამოძევდება და სასიკვდილო შხამებად იქცევა , დეგრადირებული და ფუნქციამოშლილი———ასტროციტები, ციტოკინები, თრომბული ფაქტორები და სხვები. ისინი იწყებენ ცირკულირებას ადამიანის ორგანიზმში და ბიოლოგიურ მკვლელებად იქცევიან. ამ ფონზე——გაძლიერებული ა თრომბული პრობლმები, ზიანდება —–არტერიები , სისხლძარღვები, ორგანოები. ასეთ ადამიანს შეიძლება ბევრი ჩივილი არ ჰქონდეს . მაგალითად იყოს გამოხატულება——– მხოლოდ, ჭარბი ქოლესტერინის ან შაკიკის ან ტინიტუსის ან პერიოდულად მცირედ აწეული წნევის ან პერიოდული თავის ტკივილის ან ალერგიის ან ეგზემის და სხვა. საერთოდ, ადამიანის ერთი თუნდაც , პატარა ჩივილის უკან, დაზიანებული ბიოქიმიური რეაქციების კასკადია. ცოცხალი ადამიანი , ეს არის მუდმივად მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციების უგრძელესი ჯაჭვი. ადამიანს უკვირს-რატომ აქვს პერიოდული ასეთი დისკომფორტები, როცა ვიზიტზე არ დაუსკვნეს რამე მნიშვნელოვანი დაავადება. დაუნახავი და ურეაქციოდ გატარებული გლიოზი არის ტრამპლინი, საიდანაც ნებისმიერი მძიმე დაავადება განვითარდება . რომელი უფრო ადრე, ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ მონაცემებზე, გენტიკაზე და გარემო პირობებზე .რადგან, ამ დროს ორგანიზმებში ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ნგრევა და ინტოქსიკაცია მიდის და ადამიანების ტოტალური ზიანი თანდათან ხდება.
ნებისმიერ დაავადებას ბევრი მიზეზი აქვს. უნდა იცოდეთ მთავარი მიზეზი, რომ აიცილოთ ხანმოკლე სიცოცხლე, გაიხანგრძლივოთ ცხოვრება, ბევრი წლით გადაწიოთ სიბერე, აიცილოთ ინფარქტები, ინსულტები, სიმსივნეები, მძიმე დაავადებები.
ყველა დამძიმებული ვითარების მთავარი მიზეზები და სიკვდილსაშიშროების აცილების პროფილაქტიკური ხერხების ერთობლიობა თავმოყრილია უჯრედგარე მატრიქსში. რომლის შემადგენლობის და ფუნქციების ცოდნა აუცილებელია, რომ იცოცხლოთ დიდხანს და ჯანმრთელად. უნდა იცოდეთ რა ნივთიერებებს უნდა გაუფრთხილდეთ სიცოცხლის გადასარჩენად და როდის იბადება სიკვდილსაშიში მდგომარეობები. უჯრედგარეთა მატრიქსის კომპონენტების ნორმაში ფუნქციონირება, ქმნის ჯანმრთელ სიცოცხლეს . ბავშვს ვინ გაზრდის და ვინ აჭმევს ოჯახში, თუ მშობლებმა გარეთ არ იშრომეს . სასიცოცხლო პროცესები რაც უჯრედებში ხდება, სწორად ვერ განვითარდება, თუ უჯრედგარეთა მიდამომ ბიოქიმიურად არ დააბალანსა ——-რა შევიდეს უჯრედებში და როგორ დაიცვას ისინი. უჯრედგარე მატრიქსში არის ნივთიერებები, რომლებიც დეტალურად არკვევენ , როგორ უნდა იყოს უჯრედი ჯანმრთელი და როგორ იცოცხლოს ადამიანმა ხანგრძლივად. ასეთი ნივთიერება ბევრია. მათ შორის მთავარი— ლამინებია, რომელსაც ბოლოს წარმოვადგენ. უმაღლესი კლასის მსოფლიო მედიცინის ყურადღება, დღეს უკვე ყველაზე მეტად —- უჯრედგარეთა მატრიქსის ცილებზეა მიპყრობილი . ცნობილი———–ამერიკული სიცოცხლის და ჯამრთელობის საიდუმლო ამაშია. უამრავი ცდები და კვლევები მიმდინარეობს მათზე. უჯრედგარე მატრიცა შეიცავს სარდაფის მემბრანას და ინტერსტიციულ მატრიცას, რომელიც ბოჭკოვანი ცილების მთელი რაზმია . უჯრედგარე მატრიცი შედგება ასევე———მინერალების, ვიტამინების, კოლაგენის, ფერმენტების, პროტეოგლიკანების, გლიკოზამინოგლიკანების, ელასტინის ,მატრიცის სხვა ცილების და სხვა ნივთიერებებისგან. ძალიან მოკლედ გაგაცნობთ ,იმ ნივთიერებებს, რომლებიც ქმნიან სიცოცხლეს.
რახან გლიოზით დავიწყე, ბუნებრივია, თემა მოითხოვს ნეიროგენეზზე ვისაუბრო. სადაც მთავრდება ნეიროგენეზი , იქ მთავრდება ადამიანის და ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეც. პრაქტიკულად , გამოფიტული გლია —– ეს დასრულებული ნეიროგენეზის სახეა . ნეიროგენეზის დროს , ღეროვანი უჯრედებიდან იქმნება ახალი სასიცოცხლო უჯრედები . რამდენიცაა ისინი, ზუსტად იმდენია ადამიანის სიცოცხლის წლები. მედიცინას ადრე ეგონა, რომ ნეიროგენეზი ანუ ახალი სასიცოცხლო უჯრედების წარმოქმნა , მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაში ხდებოდა. ახლა ზრდასრულებშიც შეგვიძლია ექიმებს, გამოვიწვიოთ ნეირონების ზრდა. რამდენი ნეირონის გროვაა, იმდენი დღის სიცოცხლე აქვს ადამიანს . არა მარტო ნერვული დაავადებების ,არამედ ნებისმიერი დაავადების მთავარი მექანიზმი ნეირონების კვდომაა . რისი შედეგია გლიის გამოფიტვა , ჰემატოენცეფალური ბარიერის დაზიანება, დეენემის და მიტოქონდრიების რღვევა , ფერმენტული მოშლები . შედეგად, ჰორმონული მოშლები და ორგანოების საბოლოო დაზიანებები. დაავადების რეალური მორჩენა ნიშნავს , ღეროვანი უჯრედების ინტენსიური აღდგენის დაწყებას. ჩივილი რომ დროებით მიიმალება, ეს არ არის დაავადების მორჩენა. მკურნალობის დროს რამდენადაც მალე და ინტენსიურად დაიწყება ღეროვანი უჯრედების აღდგენა, ე ს ნიშნავს, იმდენად მალე არჩენს ექიმი ამ დაავადებას. ყველასთვის არ არის ბევრი კვლევა ხელმისაწვდომი. მაგრამ ექიმის რანგი თუ მაღალია, ის ჩივილებზეც უამრავ დასკვნას აკეთებს. ამიტომ არის აკადემიური მედიცინის უმთავრესი და გადამწყვეტი , სტანდარტული რგოლები——ანამნეზის სწორი აკრეფა, ვიზულური ინსპექცია, გენეტიკის მიმოხილვა . ადამიანის ვიზუალური დათვალიერებით, მაგალითად, ყურის ნიჟარების ფორმით და სხვა ნიშნებით , გენეტიკური დაავადებების გამოცნობა ხდება. სახის გამომეტყველებაზე და კუნთურ წყობაზე ბევრი დაავადება გამოიცნობა. მწვავეც და ქრონიკულიც. მაგალითად ,სურათს დახედავ თუ არა პაციენტის მცირე თალასემიას უკვე ადასტურებ. ასევე კიდევ სხვებს . ანუ როგორ მიდის ღეროვანი უჯრედების აღდგენა, ეს გონიერ ექიმს ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია ივარაუდოს. მითუმეტს, რომ უკიდურესად დაცემული ეკონომიკის ფონზე, ადამიანებს არ შეუძლიათ უძვირესი სერვისების გადახდა. ამას ექიმი უნდა დააკვირდეს ნებისმიერი დაავადების დროს-გაციებიდან დაწყებული კიბოს ჩათვლით. ეს არის ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის დროს ექიმის მთავარი მიზანი. კონკრეტულად ეს გულისხმობს—–გარეუჯრედულ მატრიქსის ცილების კონტროლს, ამინომჟავების გაანალიზებას, გლიის და ჰემატოენცეფალური ბარიერის შეფასებას. ეს არის კლასიკური მედიცინა და ამიტომ არის მცოდნე ექიმის საქმიანობა ურთულესი. წინააღმდეგ შემთხვევაში. როგორც იუმორი ამბობს—- ეკალს ყველა თავად იღებს ფეხიდან. ომეპრაზოლების ქრონიკული ზეწოლით ნაწლავის ფლორაზე ,ვერ აღადგენ ნაწლავებში ღეროვან უჯრედებს. პირიქით ხელს შეუშლი. ანტიდეპრესანტები ნერვული დაა ვადებების და დეპრესიების მხოლოდ, მწვავე პერიოდში უნდა იყოს გამოყენებული. ხანგრძლივი გამოყენებისას, ისინი თრგუნავენ ტვინში და განსაკუთრებით ღვიძლში , ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის პროცესებს. ღეროვანი უჯრედების აღდგენა ყველა დაავადების მორჩენის საფუძველია . უკვე თვით კიბოსაც კი. ადამიანს ყველა ასაკში აქვს ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ქმნიან ნორჩ ნეირონებს , გლიის დამცველ ასტროციტებს და მატრიქსის კომპონენტებს . ამერიკული მედიცინის ცდებით დადგინდა , რომ ღეროვან უჯრედებს ნეირონების შექმნის უნარი 90 წლის ასაკშიც და შემდეგაც შეუძლიათ. მცნება სიბერის მნიშვნელობა გადასახედია. ასაკს აზუსტებს , ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის შესაძლებლობა. ზოგს ეს 90 ზე მეტი წლის ასაკშიც აქვს და კარგადაც გამოიყურება. ზოგი კი დაბალ ასაკშია დაუძლურებული. სიკვდილიც ხომ ასაკს არ არჩევს , სწორედ ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის შესაძლებლობის საფუძველზე. ის კვდება, ვისაც პირადი ექიმი ხელს ვერ უწყობს ღეროვანი უჯრედების წარმოქმნაში. მხოლოდ შეზღუდული აზროვნების ადამიანს შეუძლია ბებერი უწოდოს იმ ქალბატონებს ,რომლებმაც ამერიკაში წინა წელს საოცრებები მოახდინეს. 115 წლის ასაკში, ერთი ქ ალბატონი პარაშუტით გადმოხტა, მეორემ კი დისერტაცია დაიცვა. მათ ორგანიზმებში ნეიროგენეზი ისე მიდის, როგორც ჯანმრთელ ახალგაზრდაში.
საშუალო და მძიმე ფორმის დაავადებების დროს , ნებისმიერ ასაკში ნეიროგენეზი შეწყვეტილი ან დასუსტებულია. სწორი მკურნალობით ექიმი ხელს უწყობს ღეროვანი უჯრედების გამრავლებას. ექიმმა რომ მართოს ნეიროგენეზი ,ის ყველა პაციენტში უნდა აანალიზებდეს——-გენებს, ნეიროტრანსმიტერებს ,გარეუჯრედულ მატრიქსს, , გლიას, ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ამინომჟავებს, ცილებს, ჰორმონებს. ნეიროგენეზის ბიოქიმიის დონეზე მართვა, ეს არის ექიმის მოვალეობა და სწორი სტრატეგია მკურნალობის.
ამერიკელმა მეცნიერებმა ფრინველების ნეიროგენეზიც შეისწავლეს . ისინი უფრო ჟღერადად და მეტ ხანს გალობდნენ სექსუალური პიკის პერიოდში გამრავლების დროს .სიმღერების დასასრულს ძველი ნეირონები კვდება ,ახლები წარმოიქმნება. ტვინის მუსიკალურ ცენტრებში ახალი ნეირონები წარმოიქმნა ღეროვნი უჯრედებისაგან. არა მარტო დაავადებების , ყველა დატვირთვის დროს კვდება ღეროვანი უჯრედები. მაგრამ , ადამიანის ორგანიზმში გლია და გარეუჯრედული მატრიქსი თუ ჯერ კიდევ მუშაობას ახერხებს, ის ყველა დაავადებას დაძლევს. გლია და მატრიქსი უნდა ვაკონტროლოთ, რომ ადამიანებმა მეტი იცოცხლონ. გლიის უჯრედები , რომლებიც ბატონობენ და აკონტროლებენ ყველა დაავადებას და ანმტკიცებენ მატრიქსას, ადამიანის ორგანიზმში ღეროვანი უჯრედებისგან წარმოიშობა. მაგრამ, ღეროვანი უჯრედებიც რომ გადაინერგო ,ისინი მცირე დროში დაიხარჯება და ჯანმრთელი მაინც ვერ იქნები——— თუ პარალელურად , გარეუჯრედული მატრიქსის შემადგენელი კომპონენტების განმტკიცებაზე არ იზრუნე. რადგან , გარეუჯრედული მატრიქსის შემადგენელი ნივთიერებები——– ახდენენ ორგანიზმში, ღეროვანი უჯრედების დაბადებას. ისინი ასტიმულირებენ ნეიროგენეზს.
ბოლო ცდებით ევროპული და ამერიკული მედიცინის——- ტვინში ახალი ნეირონები იქმნება, არა მარტო ნეირონული ღეროვანი უჯრედებისგან, არამედ სისხლის ღეროვანი უჯრედებისგან. ამიტომ არის ნებისმიერი გამეორებადი ანემია, თუნდაც —66 ჰემოგლობინი ,ერთ- ერთი სიგნალი პარანეოპლასტიკური, კიბოსწინარე სინდრომის . მისი ხშირი განმეორებადობა კიბოს მაუწყებელია. დამთავრდეს უნდა ამ ქვეყანაში, შეზღუდული მედიცინის გამოვლინების შაბლონური პრიმიტიული ტექსტი———–ჩვენს პირობებში 66 იც კარგია . არ არი ს კარგი, რადგან 66 ჰემოგლობინზე , ისევე ინგრევა გლია და გარემატრიქსი, როგორც 54 ზე. დაზიანებების ჭიშკარი გახსნილია.
სტრესი, განცდები, უქონლობა, ვალები , კრედიტები ,აუსრულებელი ოცნებები, ბოღმიან და შურიან ადამიანებთან ურთიერთობები, უსიამოვნო შეგრძნებები ,ცუდი განწყობები, ელემენტარული ნატვრების ვერ ახდება , დაუმსახურებელი ცინიზმის მიღება , ადამიანური სითბოს ნაკლებობა, ადამიანთა უმადურობები, უკულტურო ადამიანებთან ურთიერთობები————-ეს ყველაფერი აკნინებს და კლავს ნეიროგენეზს. არ არის ახალი ნეირონები? იფიტება გლია. იშლება გარემატრიქსი .სკდება უჯრედები . არის— უეცარი სიკვდილები, ინსულტები, ინფარქტები. ასევე სხვა ახალი ,მძიმე დაავადებები. თითქმის ყველა დაავადების უშუალო მიზეზი მიკრობი და ვირუსებია. გგონიათ უფრო ვერ გაუმკლავდებოდნენ ადამიანები მათ, ფონად , რომ არ ჰქონდეთ———- ნეგატიური მეხსიერების მკვლელი ფენომენი. რომელიც მიიღეს მათდამი უარყოფითად განწყობილი ადამიანებისგან. ან უბრალოდ, უკულტურო ადამიანებისგან. ნეგატიურ მეხსიერებას, არ ქმნის მარტო კონკრეტული , შენს მიმართ მტრად განწყობილი. მას ქმნის——ქუჩაში შემთხვევით შემხვედრი, რომელიც გულს გატკენს ან უკულტურო გამყიდველი ან ჰორმონებდაუკმაყოფილებელი ნერვიული პედაგოგი და ასეთები. მათი დამთრგუნველი სიტყვები ილექება ცნობიერების ველში და ქმნიან ნეგატიურ მეხსიერებას. ნეგატიური მეხსიერების დეტალები მუდმივად შლის და ყველაზე მეტად ანადგურებს ნეიროგენეზს. ადამიანი ყველა დაავადებას უცებ გადალახავდა, ნეგატიური მეხსიერებით რომ არ იყოს დამუხტული მისი ქვეცნობიერი. იშვიათად ,მაგრამ მაინც ნახავ ჯანმრთელ ადამიანს. მარტო გენეტიკა არ არის ამაში გადამწყვეტი. მას გაუმართლა და ბევრ ისეთ ადამიანთან არ ჰქონია ურთიერთობები, რომლებიც ნეგატიური მეხსიერების დიდ უარყოფით ველს შეუქმნიდნენ. ეს ველი კი ანგრევს ნეიროგენეზს, ფიტავს გლიას და შლის გარეუჯრედულ მატრიქსს. რაც ნიშნავს ძალიან დაავადებულ ადამიანს, თუნდაც გამოკვეთილი ჩივილების გარეშე.
ახალგაზრდა ბებია , რომელიც ვითომ ღზრდის , 7 წლის შვილიშვილს უყვიროდა —-გაჩერდი თორემ პოლიციას გამოვიძახებ. ბავშვისთვის ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმები დროებით აფერხებს ნეიროგენეზს . შეშინებული ბავშვის ქვეცნობიერში ნეგატიურ ენერგიად ილექება და მომავალი ნევროზების ან სხვა დაავადებების საფუძველია. ბავშვმა უნდა იცელქოს. ეს არის ტვინის მომწიფების რიგითი ეტაპი.
ამერიკული მედიცინის ხანგრძლივი ცდებით დადგინდა——- ზრდასრულ ი ადამიანის ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნის დაწყება ხდება ——-ნაწლავებიდან და კანიდან. სრულყოფილად ეს ხდება ჯანმრთელი კანიდან და კუჭ-ნაწლავიდან . თუ ადამიანს ან ეგზემა ან ფსორიაზი ან ვიტილიგო ან აკნე ან კოლიტი ან დიზბაქტერიოზი ან ღვიძლის , ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის დაავადებებიდან რომელიმე აქვს, ბუნებრივია ,ნეირონების წარმოქმნა დაკნინებულია. იმუნიტეტის ფიზიოლოგიური ოფისი ნაწლავებში და კანშია. ხარის ტყავივით არ უნდა მოექცეს ადამიანი საკუთარ კანს , როცა ჯანმრთელობის ყველა უბედურება აქედან შედის და იწყება. ამერიკული კვლევებით ნეიროგენეზი საბოლოოდ ფორმირდება ჰიპოკამპში ანუ ტვინის იმ უბანში, რომელიც მთლიანად აკონტროლებს მეხსიერებას. ნეიროგენეზი ძლიერდება სოციალური ტაქტების გამრავალფეროვნებით. საჭიროა ბევრი გულთბილი, კეთილი მეგობრები. ამერიკული კვლევებით——–ტვინს მარტოობასავით არაფერი არ კლავს . აუცილებელია ტვინის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. საჭიროა ყოველდღიური გეგმები, მისწრაფებები, ინტერესების სფეროს გაფართოება. აწყვეტილი კორტიზოლი, მარტო ჰორმონებს კი არ არევს და დაავადებებს გამოიწვევს ამით, არამედ ნეირონების მასიურ სიკვდილს იწვევს . დღეს , ნებისმიერ ასაკის ადამიანს ძნელად იპოვი, კორტიზოლის პრობლემა რომ არ ჰქონდეს. სხვა დაავადებებიც რომ არ დავასახელო, დაბალი, მაღალი თუ მცირედ აწეული წნევის დროს პრობლემების ბუმი კორტიზოლიდან იწყება. ამიტომ არის დარღვეულ კორტიზოლთან ამდენი შე მაწუხებელი დაავადება დაკავშირებული. გონებრივი მუშაობა და სპორტული ცხოვრება ბლოკავს კორტიზოლის მავნეობას. ააქტიურებს ნეირონების წარმოქმნას. თქვენს ირგვლივ ნებისმიერი———უგულო, ცინიკოსი, უმადური ,უკულტურო; მოღალატე—— ნაცნობი, მეგობარი თუ ნათესავი, სასიცოცხლო ნეიროგენეზის შემჩერებელი და ნეირონების მკვლელია . გლიას და მატრიქსს ფიტავს და შლის თქვენს ირგვლივ ყველა უგუნური ადამიანი, რომელთა დეზორგანიზებული, ჭუჭყიანი ჰორმონებისგან წამოსული მტკივნეული სიტყვები ლაგდება თქვენს ფსიქიკის შრეებში—-შიშებად, განცდებად და უსიამოვნო შეგრძნებებად. შედეგად კი მიიღება—— ნეგატიური მეხსიერება. თირკმელზედა ჯირკვლის ყველა დაავადება, წნევის ჩათვლით , აჩერებს ახლი ნეირონების წარმოქმნის აქტივობას. ჰიპოფიზის პრობლემები აჩერებენ ნეიროგენეზს . არანატურალური კვება და არასუფთა ჰაერი ნეიროგენეზის მთავარი დამთრგუნველია. უნდა გადაარჩინოთ ნარჩენი ნეირონები———-ნატურალური კვებით, კეთილი მეგობრებით, მეტი აზროვნებით, ბოღმებისგან დაცლით, სიკეთით, მადლიერებით. მეცნიერთა დასკვნით——- სიკეთე და მადლიერება ქმნის ახალ ნეირონებს . ს იკეთეს თბილი სიტყვებით მაინც, თუ არ უპასუხებ, დადებითი ბიოველები ჩარჩება ფსიქიკაში და უარყოფითად გადაიქცევიან. ისინი აჩერებენ ნეიროგენეზს. მადლიერების მიჩქმალვა სიმსივნემდე მიდის. მადლიერება აუცილებლად უნდა გამოხატო. თავისი დაბალი კულტურით ზოგი ადამიანი ცდილობს, მადლიერება არ გამოხატოს და ამით საპასუხო ვალდებულებისგან თავი დაიძვრინოს . ეს კი ყველაზე მეტად თავად მას აზიანებს. კარგი განწყობა კურნავს. ამერიკის და ევროპის უმაღლესი სტანდარტის ნეიროფიზიოლოგიურ ცენტრებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქრონიკული დაავადებები, მოურჩენელი სამედიცინო პრობლემები, სიმსივნე და საერთოდ ჯანმრთელობის ყველა სახის დაზიანება გამოწვეულია ———ნეგატიური მეხსიერებით. ანუ იმ განცდების, შიშების, სტრესების და იმედგაცრუებების ჯამით ,რაც წინა წლებში გადაიტანა ადამიანმა .
ერთ სტატიაში, სადაც მედიცინის და თეოლოგიის კავშირებზე ვსაუბრობდი , მოყვანილი მქონდა მსოფლიოს უდიდესი მეცნიერ თეოლოგების მიერ დასახელებული მაგალითები. მეცნიერთა აღწერით მძიმე დაავადებებისგან და სიმსივნეებისგან , ადამიანები მსოფლიო ეკლესიების ცენტრებში განიკურნენ. ჩემი აზრით, ზოგადად მარტო რელიგიამ კი არ მოარჩინა მძიმე სენი. არამედ ლოკალურ ადგილზე ადამიანებს დაეუფლად ——— რწმენა. რწმენა რომელმაც წარმოქმნა დადებითი მუხტებით დამუხტული განწყობის ველი ,რომელმაც ნეგატიური მეხსიერების სიმძაფრე მიჩქმალა. ამ ველში ადამიანებს ნეიროგენეზი უძლიერდებათ . წარმოიქმება ახალი უჯრედები და სასიცოცხლო ნივთიერებები. დაავადება მარცხდება. ადამიანის მოსარჩენად ყველაზე კარგი მკურნალობა მის მიმართ თბილი განწყობებია. მხოლოდ ამ ფონზე იქნება მედიკამენტი შედეგიანი. ასევე, ფიზიკურად აქტიური ცხოვრება და ვარჯიში თუ არა, ბევრი სიარული მაინც, ეს ნეიროგენეზის გადარჩენის მცდელობაა. ვარჯიშისა და მოძრაობის დროს იზრდება გაბას პროდუქცია ორგანიზმში ანუ გამაამინობუტირიუმის მჟავის, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ. გაბას სრული ნორმის ფონზე ნაკლები ნეირონები კვდებიან. ნორმაში მყოფი გაბა აღადგენს სუსტ , მომაკვდავ ნეირონებს. იოგას ეფექტი მთლიანად გაბას გამომუშავებაზეა . გაბა ქმნის სომატოტროპინს—- ყველაზე სასიცოცხლო ჰორმონს. ნეიროგენეზს ვერ გააკონტროლებ თუ სამიზნეზე არ გეყოლება———5ht, გლუტამატი, ადრენალინის და დოფამინის ცვლები თავიდან ბოლომდე. გაბა ინიშნება პირადი ექიმის მკაცრი კონტროლით. რადგან, ზოგი მდგომარეობის დროს მისი პათოლოგიური ჭარბი პროდუქციაა.
გლუტამატი ტვინის ნეიროტრანსმიტერების ლიდერია. ნეირონებს შორის კონტაქტს ზუსტად ამყარებს , რომელზეც მთლიანადაა დამოკიდებული———ნებისმიერი სოციალური ქმედება ,აღქმა, მენტალობა,შეგრძნებები, ემოციები, აზროვნება, დასწავლა, ანალიტიკა, გააზრება, მეხსიერება. ის ტვინის ყველა ბიქიმური რეაქციის გმირია. დამბლა, სკლეროზი, ინსულტი , პარკისონი, ალცჰაიმერი და სხვა, მისი მოშლის გარეშე არ დაიწყება . ის ტვინს აწვდის ინფორმაციას ——-გემოს, მხედველობის, სუნის, სმენის შესახებ. მისი შედარებითი ნორმის გარეშე——–ტვინის ვერცერთ დავალებას ვერ შეასრულებ———–ვერ გადააბიჯებ, ვერ გადახტები, მიმიკას ვერ შეცვლი ანუ ვერ გაიცინებ. ის ტვინის ტრანზიტის მეფეა. გლუტამატი ნეიროგენეზის წარმართველია. მასში არ იგულისხმბა ის გლუტამატი, საკვებს რომ ამატებენ ფერისთვის. ტვინიდან სააზროვნო დავალებების მთავარი შემსრულებელია. გული არ იმუშავებს ტვინმა თუ არ გასცა ბრძანება . ეს გულის კუნთს გლუტამატმა უნდა აცნობოს . ფილტვი ვერ ისუნთქებს , იგივე თუ არ გააკეთა გლუტამატმა. ნაწლავებში საკვები ვერ გადაადგილდება, იგივე თუ არ გააკეთა მან. გლუტამატი ახდენს საავტომობილო ინფორმაციების კუნთებში გადატანას. დამბლების, პარეზების სკლეროზიების დროს, მისი ფუნქციები თითქმის მკვდარია . რაც უფრო პრობლემურია გლუტამატი , მით უფრო იკარგება მეხსიერება. ბავშვი ცუდი მოსწავლეა, მისი ცვლის დარღვევის დროს. სწორი მკურნალობის დროს ,გონიერი ექიმი გლუტამატზე მკვეთრ აქცენტებს აკეთებს. ნარჩენი გლუტამატი მაინც იბრძვის ადამიანის საშველად. გლუტამატის ნარჩენები ისე აწვება დასუსტებულ პანკრეასს და ღვიძლს, როგორც პატრონი, შუა ქუჩაში გაჩერებულ ,გაჯიუტებულ ვირს. პრობლემური ტვინის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დროს, პანკრეასს აიძულებს ინსულინის სინთეზს . ინსულინი მთალიანად განაგებს შაქრის ჯანმრთელ მომარაგებას ორგანიზმში. შედეგად , გლუტამატი ტვინს აძლევს საჭირო გლუკოზას. ტვინი გლუკოზის აქტიური მჭამელი ღორმუცელაა. კვების დაგვიანების დროს, ტვინში მილინობით ნეირონი იღუპება გლუკოზის არარსებობის გამო. სულ უშაქრო ყავაზე ამიტომ ვაკეთებ ასეთ რეაქციებს. დეპრესიის მთავარ მიზეზებში გლუტამინის ცვლის მოშლაა . რაც იწვევს დოფას დაგდებას , ცუდ აზრებს და უხასიათობას. ჰიპოფიზი გლუტამატის ნორმის გარეშე დეგრადირებულია. გლუტამატს ვერც საკვებით შეავსებ და ვერ წამლით. ის უნდა აღადგინოს ექიმმა, მისი წინმსწრები ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებით . გლუტამატის დასუსტება ან ცვლის მოშლა ნეიროგენეზის დეგრადაციაა. გლუტამატის ცვლის მოშლასთან ერთად, თანდათან კვდება მეხსიერება. გლუტამატის ცვლის უკიდურესი დაკნინება აქვს მუკოვისციდოზიან ბავშვს, ასევე იმ ბავშვებს, რომლებსაც ბრონქიტები ან გაციებები უმეორდებათ. გლუტამატი ნორმაში დაჯდება მაშინ, როცა ბიოქიმიურად მასთან ბმულ რეაქციებში, ყველა კომპონენტის კორექცია მოხდება. პირდაპირი ფორმებით მიღება სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ნეიროგენეზი ყველაზე მეტად, ჩაშლილია ზრდის ფაქტორების ნორმის გარეშე. უკვე 20 მდე ზრდის ფაქტორია შესწავლილი . მედიცინის მეცნიერება გამალებით მუშაობს მათი ახალი სახეების აღმოსაჩენად. ეს იქნება მეტი შანსი ადამიანების გადასაჩენად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეს არის მედიცინის კლასიკა. ამერიკელმა მეცნიერებმა პირველი ზრდის ფაქტორი ქათმის ემბრიონში აღმოაჩინეს. შემდეგ, გველის შხამში აღმოაჩინეს ნერვის ზრდის ფაქტორი .მომდევნო იყო ყბის ჯირკვალში მისი აღმოჩენა. მაგალითად, ბიჭებში არასწორად ნამკურნალები ყბაყურის შემდეგ , რეპროდუქციის უნარის მოსპობა მთლიანდაა დაკავშირებული იმ ზრდის ფაქტორის დარღვევასთან, რომელიც ყბის ჯირკვალშია. ანუ ყბაყურის დროს ბიჭს თუ სწორი მკურნალობა არ დაურჩა, უშვილო დარჩება. უამრავია ამის მაგალითები. ამ კონკრეტულ ზრდის ფაქტორს ყველაზე მეტად უკავშირდება კაცის ლიბიდოს მომავალი———პოტენციის ზედა ასაკში არსებობა, პროსტატის დაავადებები და პროსტატის კიბოც. ზრდის ამ ფაქტიორის გაკონტროლების გარეშე , მარტო ანტიბიოტიკით მორჩენილი პროსტატიტი, ბუნებრივია, ისევ განმეორდება უფრო ცუდ ფორმებში. მაგალითები უამრავი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ტექსტი არ დაიტევს.
ყველა ჯანმრთელ უჯრედშია ზრდის რომელიმე ფაქტორი. მაგალითად, კანის მელანოციტებში შესაბამისი ზრდის ფაქტორის დეფიციტის გამო, ადამიანი ადრე ბერდება და ბევრი დაავადება ემართება. მათ შორის, უფრო კანის დაავადებები. ზრდის ფაქტორები წარმართვენ ბიოქიმიას და ნეიროგენეზის მთავარი წყაროებია. არანატურალური კვებით და არასწორად დანიშნული მედიკამენტებით კლავთ ზრდის ფაქტორებს . ვიტილიგო არა მარტო მელანოციტების სინთეზის დარღვევაა, არამედ ზრდის ფაქტორების კრიტიკული დეფიციტია. ზრდის ფაქტორები, არა მარტო ბავშვის ზრდის მთავარი ბირთვია. არამედ, ციტოკინების, პროსტაგლანდინების და სხვა. ანუ იმუნიტეტის უკან ისინი დგანან . ზოგს თრომბოციტები, მარტო, სისხლის შემდედებელი ჰგონია. თრომბოციტები სხვადასხვა ტიპის ზრდის ფაქტორებს შეიცავენ——-უჯრედულს, ფიბრობლატურს, ეპიდერმულს, ინსულინის და სხვა. ზრდის ფაქტორები არიან ღეროვანი უჯრედების ხერხემალი . ეხმარებიან ყველა პროცესში .ვიმეორებ იგივე აზრს, რაც უამრავჯერ მითქვამს ——-ნებისმიერი ანემია, თუნდაც 66-ჰემოგლობინი———-ზრდის ფაქტორების გამოცხადებული სიკვდილის დასაწყისია. მით უმეტეს თრომბოციტების ნაკლებობა.
ფიბრობლატების ზრდის ფაქტორი -fgf. ისინი სიგნალების მქონე ცილებია. რომლებსაც ქმნიან მაკროფაგები. მათი პრობლემის დროს——— ბავშვი ან სიმაღლეში ვერ იმატებს ან წონაში ვერ იმატებს ან გონებრივი პრობლემებია ან ვერ ლაპარაკობს ან ლაპარაკს ძალიან აგვიანებს ან სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადება აქვს. ანუ განვითრების დეფექტებს ქმნის. აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვებს ეს განსაკუთრებით და სხვა ფაქტორებიც პრობლემური აქვთ. ნებისმიერი გონიერი ექიმი ალბათ დააკვირდება————- სხვადასხვა უჯრედებთან ამ ფაქტორის ბიოქიმური ბმების დროს, ხშირად აქტიურად იკვეთება —- თიროზინკინაზა. მაგალითად ,არ არსებობს ვარიანტი, მეტყველება დათრგუნულ ბავშვს ან ზრდაში ჩამორჩენილს ან წონაში ჩამორჩენილს , ფარისებრის პრობლემა რომ არ ჰქონდეს, პრობლემური თიროზინკინაზას და თიროზინის გამო. სამწუხაროდ tsh ის ნორმის გამო, ასეთი ბავშვის მშობელს ხშირად ეუბნებიან——-ფარისებრში პრობლემა არ არისო. მალე ის დ როც დამთავრდება, ფარისებრის პრობლემა, მხოლოდ მისი რამდენიმე ჰორმონით არასწორად რომ არ შეფასდება. ხშირად ამიტომ ვიმეორებ ,რომ თითქმის ,ყველაფერი ამინომჟავა თიროზინს ყველაზე მეტად უკავშირდება. ისევე როგორც სხვა ამინომჟავებს. მოურჩენელი და სასიკვდილო დაავადებები დაკავშირებულია ამინომჟავა თიროზინთან. ბევრი ძნელად მოსარჩენი დაავადება ——— დეფექტურ ფორმაში მყოფ ფერმენტ— თიროზინკინაზას უკავშირდება . ჩიყვი არასოდეს არ მორჩება ბოლომდე ,თუნდაც, ოპერაციის შემდეგ , თუ თიროზინს არ მართავ და თიროზინკინაზას არ ეხმარები მოშლილი ბიოქიმიის ჩასწორებით. ფიბრობლატების ფაქტორი ყველაზე მეტად სასიცოცხლოა, იმიტომ რომ წარმოქმნის და ააქტიურებს უჯრედგარე მატრიქსის კომპონენტებს—კოლაგენს , ფობრონექტინს, და სხვებს. ამუშავებს ფიბრობლატებს, რომ მათ შექმნან ახალი ბოჭკოები——— ელასტინის , ფიბრონექტინის და სხვების . ესენი იმ ელემენტების ჩამონათვალიდანაა, რომელთა გარეშე არტერია და სისხლძარღვი ჩაიშლება ან გასკდება. აქედანაც გაიაზრებთ, რომ დაზიანებული სისხლძარღვის და შესაბამისად, მაგალითად , ქოლესტერინის პრობლემა იმუნური კომპლექსებიდან მოდის და არა მარტო გადაჭარბებული ცხიმის ჭამიდან. როცა ელასტინის და მსგავსების პრობლემაა , მხოლოდ მაშინ ხდება ქოლესტერინების დალაგება სისხლძარღვებზე. უამრავჯერ მითქვამს——-ჯანმრთელი, დრეკადი სისხლძარღვი ქოლესტერინს არ დაიფენს. ზრდის ეს ფაქტორი ადამიანს გადმოცემული აქვს fgfrl —- 1 გენიდან. ნებისმიერი გართულებული დაავადების მკურნალობა გენებიდან და დეენემიდან უნდა გავიაზროთ. ესკი ზრდის ფაქრტორების გაანალიზების გარეშე ვერ მოხდება. ბიოქიმიის ზედმიწვნით ცოდნის გარეშე ამ ფაქტორის შესაბამის რეაქციებს ვერ მართავ. ეს ფაქტორი ჯანმრთელობის სასწაულებს ახდენს იმის გამო, რომ მასში შენარჩუნებულია ამინომჟავების სრული ბალანსი. არცერთი დაავადება არ მორჩება ამინომჟავური ბალანსის დამყარებამდე. ყველაფერი დამხმარეა .მთავარი მიზანი ადამიანის საბოლოო გაჯანმრთელების არის———–ამინომჟავების ბალანსის დამყარება . რაც მთავარი გარანტია, ჯანსაღი გლიის და მტკიცე მატრიქსის შენარჩუნების. ზრდის ფაქტორები უჯრედებს, ტვინს და ორგანოებს ჯანმრთელად ინახავენ, მხოლოდ ამინომჟავური ბალანსის პირობებში. სიცოცხლის შემქმნელი ფაქტორები ბევრი მისცა სამყარომ ადამიანებს, მაგრამ ექიმი უნდა ეცადოს ,რომ ეს ფაქტორები გამოაყენებინოს პაციენტს. ეს მხოლოდ მოხდება ამინომჟავეური ბალანსის დამყარების შემდეგ. რაც არის მკურნალობის მთავარი სტატეგია ნებისმიერი დაავადების დროს. ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორს შეიცავს პლაცენტა. სანამ ის აქვს შემორჩენილი ადამიანს, მანამ აქვს ენერგია და შეუძლია რამეს დამახსოვრება . საერთოდ ,ზრდის ფაქტორების გააქტიურება მხოლოდ ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ .ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის პროცესი ანუ ნეიროგენეზი კი მკვდარია ადამიანში ან თანდათან კვდება, უჯრედული მატრიქსის გამოფიტვის ფონზე . რასაც მოყვება გლიის გამოფიტვა და რთული დაავადებები . ამ ყველაფრის საშველი კი, იმ ცილების დაშლის შეჩერება და განმტკიცება ა , რომელ ცილებსაც დღეს განვიხილავ და რომლებიც გარე მატრიქსის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია.
ყველა გონიერი ექიმი , როცა სისხლის საერთო ანალიზში ნეიტროფილებს აანალიზებს, ფიქრობს ზრდის ფაქტორი—–bdne -ზე. ეს არის ტვინის ნეიტროფილური ფაქტორი . ის საბოლოდ წყვეტს სისხლძარღვის უჯრედის გახეთქვის ბედს . ეს ფაქტორი პირდაპირ და ყველაზე ხშირად ზემოქმედებს ნეირონებზე და გლიაზე. ანევრიზმის და ინსულტის განვითარების ბოლო აკორდში მისი უდიდესი წვლილია.
ჰეპატოციტების ანუ ღვიძლის უჯრედების ზრდის ფაქტორია, ღვიძლის მიერ შექმნილი ციტოკინი.
ზრდის ტრანსფორმაციული ფაქტორი ,ამატებს ძვალში ოსტეობლასტების რაოდენობას , გამოიმუშავებს კოლაგენს,
ზრდის ჰორმონი ანუ სომატოტროპინი სხვაა და ზრდის ფაქტორები სხვა არის. Igf-i აიჯიფაი ანუ ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი——-ინსულინის თვისებები აქვს. ღვიძლში იქმნება. ზრდის ჰორმონის მედიატორია. სომატომედინი ჰქვია . აძლიერებს კოლაგენის და ოსტეოკალცინის წარმოქმნას.
ზრდის ფაქტორია — თრომბოციტული ზრდის ფაქტორი, რომელიც ჭრილობის შეხორცებაში უპირველესია. ასევე ზრდის ფაქტორია—— ნერვის ზრდის ფაქტორი .ის ნეირონების სიცოცხლის მუდმივი დამცველია . ზრდის ფაქტორებმა ნორმაში რომ იმუშაონ და სიგნალები სწორად გადასცენ ,ა მისთვის აუცილებელია თიროზინკინაზას სიჯანსაღე .თიროზკინაზა მართავს ამინომჟავა თიროზინს და შესაბამისად , უამრავ რთულ დაავადებას——- ვიტილიგოს , ეგზემის და ფსორიაზის ჩათვლით . ზრდის ფაქტორების მდგომარეობა მედიცინის სტრატეგიის მთავარი ხაზი უნდა გახდეს. ზრდის ფაქტორი თუ დაქვეითებულია– მაშინ დაავადებებია . თუ მომატებულია ზრდის ფაქტორი ნორმის ზევით——— მაშინ აუცილებლად კიბო უნდა ეძებო ორგანიზმში. ზოგი ციტოკინი თავად შეიძლება დარჩეს ზრდის ფაქტორი. მაგალითად, ფას ლიგანდი არის სიკვდილის სიგნალი . ის იწყებს აპოპტოზს ანუ ადამიანის გადარჩენას და განახლებას. თუ მას აპოპტოზში სხვა იმუნური პარამეტრები ვერ დაეხმარება, მაშინ სიცოცხლის დასასრულის ნიშანი იქნება.
გარეუჯრედული მატრიქსი თუ დაირღვა , სწორედ მაშინ ჩნდება კიბო, მოურჩენელი სახსრები, მძიმე დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები ,ინფარქტი, ინსულტი, უეცარი სიკვდილი და სხვა. რა ამაგრებს და ანმტკიცებს უჯრედულ მატრიქსს? რომელი ჯგუფია და რა კომპონენტები, მოკლედ ყველას ავღწერ, რომ თავი დაიცვათ და სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ, ჯანმრთელად იყოთ . რომელი ნივთიერებების სიმტკიცე და ნორმაა, თქვენი სიცოცხლისათვის აუცილებელი . რომელი ცილებია საჩქაროდ აუცილებელი, რაც თავისთავად გულისხმობს ამინომჟავებს . ანუ ვსაუბრობ გარეუჯრედული მატრიქსის მთავარ ცილებზე , რომლებზეცაა ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული.
გლიკოპროტეინები ——-მატრიქსის ურთულესი ცილებია. ეს არის ცილებთან ბმული ნახშირწყლები. მათ ამინომჟავების ურთულესი სრუქტურები აქვთ. გლიკოპროტეინების ჩაშლის გარეშე , აუტოიმუნური დაავადება ან კიბო არ დაიწყება . ეს ცილები განაპირობებენ სისხლძარღვის უჯრედის მემბრანის სიმტკიცეს. .რას აშავებენ დაზიანებული გლიკოპროტეინები? ——– შიდსის ვირუსთან ყველა ორგანიზმს ჩაუვლია ,მაგრამ ყველას არ დამართია ეს დაავადება. ამ ცილის რეცეპტოპრები გარკვეულ დონეზე უნდა იყოს დაზიანებული, რომ შიდსი დაემართოს ადამიანს. ამ ცილების წარმომადგენელია გლიკოფორინი . მისი დასუსტება არის კარი , რომელსაც აღებს გრიპის ვირუსი და ვირუსების უმრავლესობა ამ გზით შედის ორგანიზმში. ვისაც კოვიდი გაურთულდა, ჰქონდა გლიკოფორინის და არა მარტო მისი დიდი პრობლემა. უპირველსად კი, კოვიდით ძლიერ დაზიანებულებს მთელი გარეუჯრედული მატრიქსის დაშლის პრობლემა და ნეიროგენეზის უკიდურესი დასუსტება ჰქონდათ. ცოფის ვირუსი ერთ-ერთი დასუსტებული გლიპოპროტეინით შედის ორგანიზმში. გლიკოპროტენიებია———- ჰიპოფიზის ჰორმონები ; ასევე ყველასთვის ცნობილი tsh ,რ ომელიც ფარისებრის მართვაში მონაწილეობს. ამ ცილებს მიეკუთვნება ჰორმონები—– hcg, lh da fsh, რომლებიც მართავენ კაცის სასქესო ფუნქციებს და კაცის ტესტოსტერონის შექმნას. ასევე, სხვა ყველა რეპროდუქტიული ჰორმონი და იმუნოგლობულინები. ამ ცილის მატება—— ანთებების ნიშანია. ხოლო კლება—— ღვიძლის რეალური უკმარისობის . ამ ცილების ნაკლებობით შეგვიძლია დავადასტუროთ ღვიძლის უმძიმესი გასაჭირი. რომელიც მძაფრი ჩივილების სახით, შეიძლება, 20 წელს არ გამოჩნდეს . მანამდე კი გამოიხატოს ან მცირედ აწეულ წნევაზე თავის შემაწუხებელი ტკივილით ან შაკიკით ან ტინიტუსით ან პერიოდული, თავის სუსტი ტკივილით ან ნაღვლის ბუშტის პრობლემით და სხვა. ამ ცილების ანალიზი მო ხსნის იმ უხერხულობას და გაუგებრობას , როცა ადამიანს მცირედ აწეული წნევით გამოხატულ დიდ დისკომფორტზე ეუბნებიან————- ნევროზი გა ქვს და არაფერი არ გჭირსო. ამ დროს კი ამ ადამიანსაქვს—–მატრიქსის რღვევა, გლიის ძლიერი გამოფიტვა ,ღვიძლის დაზიანება, ინსულტის რისკი და სხვა. ადამიანების ამ კატეგორიას 99 პროცენტში პოდაგრა აქვთ. ან შეტევებით გამოხატული ან თუნდაც ,ცერა თითის დეფორმაციით. ამ კატეგორიაში ყველაზე მეტია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
ამ ცილების ანუ გლიკოპროტეინების ერთ-ერთი წარმომადგენელია ა ——-ლექტინები. ყველაფერი ბალანსს ითხოვს . ლექტინები როგორც აშავებენ ისე უნივერსალებიც არიან. მათი სიჭარბე საზიანოა, ნაწლავის ფუნქციებს აფერხებს . ლექტინები თუ ნორმაშია ,ანთების და კიბოს საწინააღმდეგოები არიან . ამაღლებენ იმუნიტეტს. ლექტინები არიან ამ პროდუქტებში———-სოიო, ბარდა, ლობიო, თხილი, მიწის თხილი,რძის პროდუქტები, კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები . ლექტინები ცოტა რაოდენობით ყველაფერშია . უფრო მეტი არის მაცვლეულში და პარკოსნებში. უფრო ბოსტნეულის კანშია. ყავისფერ ბრინჯში ნაკლებია, მასში მხოლოდ სამკურნალო რაოდენობაა. ამიტომ შედის ეს პროდუქტი , კიბოს თანამედროვე, მიკრობიოტიკურ დიეტებში. იოგურტში ლექტინები სულ არ არის. ლექტინებს თუ წყალში ჩაალბობ წინასწარ , მავნე ფაქტორები გამოვა. მოსანელებლად ძნელია. ზომიერი გამოყენებით ძლიერ სასარგებლოა. არ არის სწორი , ლექტინების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადება, როგრც ზოგი აკეთებს. ყველა კვლევა ადასტურებს——–რომ ისინი, თუ ზომიერად მიიღებ აქტიურად ებრძვიან კიბოს . უმ ლობიოში, ფიტოჰემაგლუტინინია . ის შხამია. მომზადების წინ, ლობიო უნდა ჩაალბო საათები და პირველი ნახარში გადააქციო . ამის შედეგად, ზედმეტი ლექტინი მიდის. ცოტა კი უკიდურესად სასარგებლოა. ლობიო ადამიანის შებერვას ახდენს, ჭარბი ლექტინების გამო. მარცვლოვნებიც წინასწარ უნდა ჩაალბო და შემდეგ გადაღვარო ჩანალბობი წყალი და ისევ გარეცხო . კეთილი სოკოების ტიპები , რომლებიც აქტიურად ებრძვიან კიბოს, ლექტინების სრული შემადგენლობით ხასიათდებიან. ლექტინები თრგუნავენ კიბოს, ახდენენ აპოპტოზს და სასარგებლოდ ზემოქმედებენ მიტოქონდრიებზე. ფითრის ლექტინები კიბოს დროს, ექიმის მკაცრი კონტროლით წარმატებით გამოიყენება. ლექტინების ცვლის დარღვევა————- შლის კუჭნაწლავს, ქმნის აუტოიმუნური დაავადებებს, ამატებენ წონას. ა მ ტიპის ცილებს მიეკუთვნება———ფიბრონექტინი . ის თუ ნორმაშია ჭრილობა მალე ხორცდება, მძიმე პაციენტს ნაწოლები ურჩება , ფაგოციტოზი აქტიურდება . ის უჯრედგარე მატრიქსის ბერკეტია. ფიბრონექტინით წინასწარ გამოიცნობა პრეეკლამფსია. ფიბრონექტინის დარღვევის გარეშე ———— კიბო, მომდევნო, უფრო მძიმე სტადიაში არ გადავა. ფიბრონექტინის და ვიტრონექტინის მონაცემი თუ შეიცვალა, ეს უეჭველი დასტურია, რომ ამ ადამიანში კიბო ყალიბდება. ამერიკულმა მედიცინამ ლექტინები საფუძვლიანად შეისწავლა. ძალიან ხშირად , კიბო ძვლების გზით შემოდის. რადგან, ვიტრონექტინი ძვალშია .ის ამ დროს დარღვეულ პოზიციაშია.
გლიკოპროტეინების ჯგუფშია——ექსტენსინები. ეს ცილებია , რომლებიც ადამიანს სტრესს აცილებს. სტრესების ადვილად მიმღებლობაც, დეპრესიაც, ნევროლოგიური დაავადებებიც გლიიდან და სუსტი გარე მატრიქსიდან მოდის . ეს ცილები მატრიქსის ბაზა და ქსოვილია.
ლორწოვანი გარსის გლიპოპროტეინების დასუსტებას სასიცოცხლო მნიშვნელობას აქვს , ყველა იმ დაავადების წარმოშობაში, რაც ლორწოვან გარსებს ეკუთვნით. საერთოდ ,ლორწოვან გარსებში მიდის ყველა ის მძიმე დაავადება, რომლებიც დიდი იმუნური ზიანებით მიდიან . ამიტომ ვერ ირჩენენ ადამიანები, მაგალითად, ქრონიკულ რინიტს ადვილად. რადგან ,ის ლორწოვანი გარსების ანთების გამოხატულებაა და იმუნური კომპლექსების მკვეთრი მსხვრევებით მიდის.
ლამინები———-უჯრედული გარე მატრიქსის ყველაზე რთული შემადგენლობის გლიკოპროტეიდი ცილებია .უჯრედის მემბრანის სიმტკიცე ყველაზე მეტად მათზეა დამოკიდებული. ლამინების აღმოჩენამ და მათი განუსაზღვრებლი შესაძლებლობების დადასტურებამ , ადამიანების გამოჯანმრთელების საკითხში, დაამტკიცა ამერიკული ჯანმრთელობის სისტემის განუმეორებლობა. ლამინები ემბრიონის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ანუ ამ ცილით-ლამინებით იწყება ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე და როცა ისინი ორგანიზმში მცირდება, ადამიანიც კვდება. ლამინებით ხდება ადამიანის შემობიჯება ამ სამყაროში . მათ კორპორაციას——— ჯვრის ფორმა აქვს და ბევრი სასიცოცხლო დატვირთვა . თუ ლამინებს პრობლმა აქვს , ეს აისახება დეენემზე, მიტოქონდრიაზე, ტვინის გლიაზე და აქედან იწყება დაავადებები .მედიცინაში არ არსებობს, თუნდაც უმძიმესი დაავდება, რომელთა გაუმჯობესება ლამინების ცვლის გამოსწორებით და მათი შემადგენლობის გამყარებით არ მოხდეს . მათ რთული ამინომჟავური ფორმულა აქვთ . ლამინინები დაჩლუნგებულ ღეროვან უჯრედებს , ყველაზე მეტად ანახლებენ და ფუნქციებს უბრუნებენ . ლამინების პირდაპირ მიღება შეიძლება ძალიან საშიში დარჩეს . ის უნდა შეივსოს , განმტკიცდეს და დარეგულირდეს, მისი შემადგენელი ამინომჟავების ზუსტი და ეტაპობრივი დაბალანსებით. ლამინები ამარცხებენ ყველა დაავადებას . რა როლი აქვთ ამ ცილებს იმუნიტეტში, ამის დასტურად მარტო ესეც საკმარისი ა , რომ გავიხსენოთ—–ისინი იმუნოგლობულინებია . ლამინები ეხმარებიან დეზორგანიზებულ ქსოვილებს , ორგანოებს და ამინომჟავების დალაგების შემთხვევაში კურნავენ ყველა პრობლემას. .ლამინები დაბერებულ უჯრედებს ყველაზე მეტად აახალგაზრდავებენ. ისინი აცოცხლებენ გლია ს, მატრიქსს, დეენემს . ლამინინური აქტივობა გამოიხატება ნეიროგენეზის გააქტიურებით და ღეროვანი უჯრედების შექმნით .ლამინინი ახდენს სასიცოცხლო სასწაულებს. მაგრამ, ის ვერ მუშაობს დაბალანსებული ამინომჟავების გარეშე. უამრავმა ცდამ დაამტკივა ევროპაში, რომ პირდაპირ შემატებული ლამინინი ეფექტური ვერ აღმოჩნდა და დროებითი იყო, თუ ფონად ბიოქიმიური რეაქციების გასწორება და ამინომჟავების დაბალანსება არ ხდებოდა ინდივიდუალრი მექანიზმების მიხედვით. ლამინები შეუცნობელია როგორც სამყარო და ისინი სასიცოცხლო სასწაულებს ახდენენ . ლამინები იმ ნივთიერებების და ცილების წარმომადგენელია, რომლებსაც დღეს ვახასაითებ. ღეროვან უჯრედების გადანერგვა არ ნიშნავს ლამინების ბოლომდე ამოქმედებას .შეიძლება ლოკალური შედეგი იყოს, მაგრამ სრული იმუნური შედეგი ვერ დადგება . სრული ჯანმრთელობისთვის მატრიქსის ყველა ელემენტი უნდა ვაკონტროლოთ . რადგან ეს ელემენტები ბუნებრივად ქმნიან თავად ღეროვან უჯრედებს . სიცოცხლის ხარისხის რეალური გამოსწორება ხდება——–ადამიანის მიერ ნატურალური კვების წესით და ექიმის მიერ ამ ადამიანში მატრიქსის ყველა ცილის კონტროლით, რომლებიც ნეიროგენეზს გააცოცხლებენ.
გლიკოფორინ—- ა ერითროციტის გარსშია და მის დრეკადობას განაპირობებს. მის გარდა სისხლის, თითქმის ,ყველა ცილა გლიკოპროტეინია.
ჰიალურონის მჟავა პირველი და ყველაზე ძველი გლიკოპრეტეინია. კონკრეტულად , გლიკოზოამინოგლიკანია. ის ჩნდება ჩანასახში. თავად შეიცავს მეორე ტიპის ბიოუჯრედულ კოლაგენს. ადამიანში ჰიალურონის მჟავა არის——-შემაერთებელ ქსოვილში, ხრტილში, სისხლძარღვებში და თვალში. ადამიანის გარდა, გარე სამყაროში , ის მხოლოდ მოლუსკსებშია. ჰიალურონი უჯრედული მატრიქსის პირველ კომპონენტად ითვლება, რომელიც ემბრიონალური ჩანასახის მეორე კვირიდან იბადება. მედიცინაში ცნობილია, რომ სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედში შეღწევას, ჰიალურონიდაზა ახერხებინებს. ის გამრავლების ნამდვილი მაჭანკლია.
სისხლძარღვების და ორგანოების უჯრედების გარე მატრიქსის სასიცოცხლო განმამტკიცებელი ცილების მეორე დიდი ჯგუფი არის———–პროტეოგლიკანები. სტატიაში ——რატომ ვერ იზრდება ბავშვი, მათზე უკვე ვისაუბრე. პროტეოგლიკანები , თავისთავად პირველი ჯგუფის შემადგენელია ანუ გლიკოპროტეინების . პროტეოგლიკანები თავად შედგება გლიკოზოამინოგლიკანებისგან. ეს ბოლოები კი 4 სახეობაა ——- 1-დერმატინ სულფატი 2——ქონდროიტინ სულფატი. 3-კერატინ სულფატი და ჰეპარინ სულფატი. ჰეპარინის ბუნებრივი ფორმა ღვიძლში წარმოიქმნება. ქონდროიტინი ძვალში და ხრტილშია. გლიკოზოამინოგლიკანებს ანუ ——-დერმატინს, კერატინს, ქონდროიტინს და ჰეპარინის სულფატებს უშუალო ქი მიური ბმები აქვთ ციტოკინებთან და უდიდეს როლს ასრულებენ იმუნიტეტის გაძლიერებაში .ასევე, ანტითრომბინთან ბიოქიმიური ურთიერთობით, დიდ როლს ასრულებენ თრომბის პროფილაქტიკაში. მნიშვნელოვანი როლი აქვთ სიმსივნეების ნაადრევად ამოცნობაში. თრომბის წარმოქმნის სათავე გარეუჯრედულ მატრიქსშია. გარემატრიქსის ცილების სიმტკიცის შემთხვევაში, გამორიცხულია ადამიანს თრომბი წარმოეშვას და მითუმეტეს, მისი გართულებები. თრომბთან დაკავშირებული, ადამიანების ყველა წამება და დისკომფორტი გარემატრიქსის ცილების მოშლის გამოა. გლიკოზამინოგლიკანები არა მარტო სახსრის და ხრტილის მაფუნქციონირებლებია, არამედ მათი ცვლის მოშლის და მათი ნაკლებობის დროსაც ——გულის ს არქვლები ცვდება, მწყობრიდან გამოდის და საოპერაციო საჭიროება დგება . ვისაც სტენტის ჩადგმა დასჭირვებია, ყველას დარღვეული აქვს გარემატრიქსი და ამ ცილების უდიდესი რღვევა აქვთ. ცილების ეს ჯგუფი განაპირობებს———— გულის სარქვლების, არტერიების, სისხლძარღვების, ღვიძლის, ფილტვის ,თვალის არტერიების და სისხლძრღვების კედლების და ამ ორგანოების დრეკადობის და სიმტკიცის შენარჩუნებას. უმეტესად ——-გულში ქონდროიტინია; ღვიძლში——- ჰეპარინია; სახსრებში და ყველანაირ ხრტილებში, ასევე, ფილტვებში, ფილტვის არტერიაში და ყველა არტერიაში——დერმატინის სულფატია . ესენია, მათი არ დაშლის იმედი. თვალში და ძვლებში კი———- კერატინის სულფატია. კერატინის სულფატის მოშლა ან თუნდაც ნაკლებობა, რომ არ ჰქონდეს ადამიანებს , არ იწამებდნენ—– თვალის ამდენი დაავადებებით, მხედველობის დაკარგვით და ოპერაციებით.
ადამიანი ნაადრევად იმ შემთხვევაში ბერდება და ნაოჭდება, როცა ქონდროიტინ სულფატი ძალიან დაქვეითებულია და კერატინ სულფატი კი ნორმის ზევითაა აწეული. ასეთ შემთხვევაში, ეს ცილა წყალს ვეღარ ამაგრებს უჯრედებში . ესაა ,ზოგადად დაბერების , შინაგანი ორგანოების გადაბერების და ინვოლუციის მექანიზმი . რაც განაპირობებს ,ასევე , ძვლის განლევას და კანის დაუშნოებას. ფილტვის დაავადებების და ფილტვის კიბოს ასაცილებლად დერმატინის სულფატზე ადრეც ვისაუბრე . ხშირად ვიმეორებ ———-თუ არტერიის და სისხლძღვის კედელი დრეკადია, არც გულის დაავადება იქნება , არც თრომბი და არც ქოლესტერინის დაფენა მათ კედლებზე. ბევრი ევროპული სამედიცინო კვლევით და პრაქტიკით ც ნობილია ——–რომ როცა გლიკოზოამინოგლიკანების ცვლა მოშლილია ან თუნდაც დაქვეითებულია, მაშინ არის სწრაფი შანსი——-ემბოლიის, უეცარი სიკვდილის, გულის დაავადებების, სტენტის საჭიროების, თრომბების, გულის შეტევების, გაძლიერებული ტინიტუსის, თავბრუხვევების, შაკიკის შეტევების და სხვა. ახალი ევროპული კვლევებით —-პროტეოგლიკანებით , მედიცინა უკვე უფრო ადვილად იგებს ორგანიზმის კიბოსადმი განწყობას. მათი გვერდის ავლის გარეშე ვერ ჩამოყალიბდებ ა —– ვერც კიბო და ვერც მეტასტაზი .სახსრის და ორგანოების ხრტილი ეს არის——-პროტეოგლიკანებს პლიუს კოლაგენი. ამიტომ , ხრტილის ანუ სახსრის ანთებას დიკლოფენაკით ნამდვილად ვერ მოარჩენთ .თვალის ირგვლივ ნაოჭები და სახის სხვა ნაოჭების მიზეზი პროტეოგლიკანების დაქვეითებაა. ხრტილის პროტეოგლიკანია——აგრეკანი. სახსრის ხრტილი არსებობს და ცოცხლობს—- აგრეკანით. 50 წლიდან სახსრის დაავადებები ძირითადად, აგერეკანის და ჰიალურინის მჟავას კისერზეა. ხალხის დამაბნეველი და დამზიანებელი იყო ამ წლებში, სახსრის მკურნალობისას აქცენტების გადატანა ზოგადად ანთებაზე და არა მთავარ მიზეზზე და მექანიზმზე. ანუ ხრტილის ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ გამოფიტვაზე. დიკლოფენაკების ჭარბად გამოყენების ერა იყო, ყველაზე უსარგებლო , დამზიანებელ, უშედეგო და პრიმიტიული მცდელობა სახსრების ვაი მკურნალობების . თირკმლის გლომერულების დამცველი პროტეოგლიკანია——- ჰელეკანო. არ არსებობს დიალიზი ან ქრონიკული ნეფრიტი მისი დაკნინების გარეშე. ის გარეუჯრედულ მატრიქსში თირკმლის სისხლძარღვებს კურირებს. ხოლო ცილა ——-დეკორინის დარღვევები დიდი ბიძგია შემაერთებელქსოვილოვანი ქრონიკული დაავადებების დასაწყებად. ამ ქსოვილში მიდინარეობს ყველა ქრონიკული, ძნელად მოსარჩენი , სიცოცხლისთვის ძალიან საშიში დაავადებები——მგლურა, რევმატიზმი და სხვები. ცილა—- დესმოსომებს რთული ამინომჟავური კომპლქსები ქმიან. ისინი უჯრედებს ერთმანეთზე აწებებენ. რომ გული ან კანი ან ღვიძლი ან სხვა ორგანო არ დასკდეს და არ გაწყდეს . მითუმეტეს, პატარა ტრავმის ან ბავშვის შენჯღრევის დროს. პროტეოგლიკანური ცილების დამსახურებაა ბიოგენური ამინების გამოძევება ორგანიზმიდან. რომლებიც იწვევენ ალერგიებს, რინიტებს, ასთმებს. ასთმის შეტევა არ განვითარდება, თუ მატრიქსი მტკიცეა და მისი ცილები, განსაკუთრებით , რომლებიც სასუნთქ სისტემას და ფილტვებს კურირებენ —-დერეკადი არიან. ცილას რა ანმტკიცებს? ———-მისი შემადგენელი ამინომჟავების ბალანსი.
მსოფლიო მედიცინის დასკვნებით, ძვალი და ხრტილი 28 წლიდან უკვე ბერდება, თხელდება და დეგრადირდება . ხოლო, პროტეოგლიკანები და ელასტინი 20 წლიდან უკვე იკლებენ და პირადი ექიმისგან დახმარება სჭირდება ადამიანს. ეს განლევის პროცესი სიცოცხლის ბოლომდე არ წყდება. მითუმეტეს, ძლიერდება განლევა, ჰორმონალური და მინერალური დისბალანსის ფონზე. მ აგრამ შეჩერდება, თუ პროტეოგლიკანებს მივხედავთ. პროტეოგლიკანები და გლიკოზოამინოგლიკანები რომ საფუძვლიაბად დაიკლებენ, გარეუჯრედული მატრიქსი დაშლას იწყებს, ტვინი იფიტება , გლია შრება. გარეუჯრედული მატრიქსის სიმტკიცეზეა დამოკიდებული შინაგანი დაავადებების დაწყება .რადგან მატრიქსის შემადგენლები—— სისხლძარღვის უჯრედების გარსების ბუნებრივი ნაწილი და დამცველებია. ძვლის და ხრტილის თანდათან გათხელებას , მოყვება სარკოპენია ანუ კუნთის განლევა. შეიძლება ადამიანი ძალიან მსუქანი იყოს ცხიმის ხარჯზე , მაგრამ კუნთის განლევას ძლიერ განიცდიდეს. ამიტომ აქვთ მსუქნებს სისუსტე.
ყველა ადამიანი იბადება რომელიმე სინდრომით. ასევე, გენეტიკური ანომალიებით. ზოგი მეტად აზიანებს, ზოგი ნაკლებად. გამოცნობა ძალიან ხშირად ვერ ხდება. ამის გამო იშლება ფერმენტები და ადვილად ყალიბდება ქრონიკული დაავადებები. ამ ფონზე სტერსები ადვილად ლაგდება ფსიქიკაში და მოშლილ ფიზიოლოგიაში გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები ,რომლ;ებიც გარე მატრიქსას მუდმვად წამლავენ . ადამიანი თანდათან დეზორგანიზდება ბიოქიმიურად და იშლება. ამიტომ, მკურნალობის დროს, ეს ყველა ფონი გათვალისწინებული და სამიზნეზე უნდა იყოს . ექიმი ყველა პაციენტში უნდა ცდილობდეს გენეტიკური ანომალიის პოვნას. არ ელოდება ადამიანი და ან ინსულტი აქვს ან ინფარქტი ან ნაწლავის ან კუჭის პერფორაცია ანუ სისხლძარღვის მემბრანა რომ მოულოდნელად სკდება———ეს არ მოხდებოდა გარეუჯრედული მატრიქსის დაშლის ფონი რომ არ იყოს. გარე მატრიქსის ცილებს და ნივთიერებებს პირადი ექიმისგან მუდმივი კონტროლი სჭირდებათ. ეს არის სიცოცხლის რეალური დაცვა და სრულყოფილი სამედიცინო მეთვალყურეობა. მედიცინის მეცნიერებაში უკვე საბოლოოდ გამოიკვეთა პროტეოგლიკანების რეალური შესაძლებლობა, რომ მათი განმტკიცებით შესაძლებელია———სისხლძარღვის უჯრედის ისე გადრეკადება, რომ გამოირიცხოს უეცარი სიკვდილის შანსი, არ განვითარდებს მძიმე დაავადებები ან შევაჩეროთ მათი რთული ფორმები, წინასწარ ამოვიცნოთ დაბადების დეფექტები. ასევე წინასწარ ამოვიცნოთ კიბოს ჩამოყალიბების შანსი. ეს ყველაფერი შევაჩეროდ და განვკურნოთ. გონიერი ადამიანები——არაექიმებიც კი მიხვდნენ, რომ სახსრის მკურნალობაში მხოლოდ დიკლოფენაკებზე დაყრდნობა მრავალმხრივი შეზღუდულობაა. მაგალითად, ავიღოთ ოსტოართიტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს სჭირს და ზოგ შემთხვევაში, ისი ნი , მხოლოდ, დიკლოფენაკების იმედზე არიან, რომელსაც ეფექტით და შედეგით ანალგინიც კი სჯობს. იღებენ უამრავ მედიკამენტებს, რომლებიც სახელშეცვლილი დიკლოფენაკებია. ოსტეოართრიტების მარკერია ციტოკინები , კერძოდ, ინტერლეიკინი—–და ასევე ——-სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. მათი მოჭარბება იწვევს ქონდროციტების სიკვდილს. ხრტილის ფიზიოლოგიური ფუნქციები ჩერდება. დაკნინებას და გადაგვარებას იწყებენ ხრტილის სასიცოცხლო ნივთიერებები——პროტეოგლიკანები , გლიკოპროტეინები .პათოლოგიური მექანიზმით მატულობს-კალციუმი და ოსტეოკლასტები . ძვალი თანდათან განილევა და ქრება. დეფორმირებული ხრტილიდან გამოიზრდებია ნ წამონაზარდები ——-ოსტეოფიტები . იწყება ტკივილები და სიარულის გაძნელება . ოსტეოფიტები ძვლოვანი წანაზარდებია. სამწუხაროდ, კიდევ არსებობენ ისეთი აზროვნების ადამიანები , რომლებიც რენტგენზე ნანახ ოსტეოფიტებს მარილებს უწოდებენ. ის არის ფუნქციადაკარგული, თითქმის ,მკვდარი ძვლის უბანი ,რომლის ჩაშლილი ფორმა წვეტების სახით გამოიზრდება. ნეტავ მარილი იყოს , ამ ბოლომდე მისულ პათოლოგიურ პროცესს ადვილად მოევლებოდა. ძვლის ეს დეზორგანიზაცია არის გარეუჯრედული მატრიქსის დაშლის კლასიკური მაგალითი . ბევრი ადამიანი რენტგენის ამ პასუხით დაბალი ცოდნის მქონედან , დაიმედებული , სახლში თითქმის, ტაშფანდურით მოდის——— მარტო მარილები მაწუხებსო. მაგრამ, ამ დროს ძვლოვანი დეგრადაცია რომც არ ვახსენო, ეს მდგომარეობა ნიშნავს იმუნიტეტის სრულ მსხვრევას და სასიცოცხლო ბერკეტების ბოლომდე გამოცლას. რაზეც დგას ადამიანის სიცოცხლე და იმუნიტეტი , ის ჩაშლილია. როგორც ცნობლია, კიბო უმეტესად ძვლის ტრანზიტით შემოდის. ამ შემთხვევაში კი, დაბრკოლებაც არ ხვდება . ტრასა თავისუფალია. შენ კი ცდილობ ეს დიკლოფნაკების სატყუარით დროებით მიაჩუმო. ანუ რაც ქმნის სახსარს და ძვალს ,ის ქმნის იმუნიტეტს და ის ქმნის სისხლძარღვის უჯრედის მემბრანას . ისინი ქმნიან სიცოცხლის საყრდენებს. ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც რომ მოხდეს, სახსრების ასეთი ვითარების დროს, საკმარისი არც იქნება. ადამიანი გაივლის, მაგრამ, სხვა დაავადებები შეჭამს მის ჩამოშლილ იმუნიტეტს. ოსტეოართრიტით დაავადებულ ადამიანს, მითუმეტეს თუ სწორი მკურნალობა არ ჰქონდა დიდი ხანი——–არ უნდა უკვირდეს, რომ მისი———გულიც, ნაწლავებიც, ღვიძლიც და ტვინიც დაზიანებულია და უამრავ დისკომფორტებს განიცდის. უამრავ ადამიანს აქვს ხერხემლის რადიოლოგიური კვლევის დასკვნა, სადაც დაუთვლელი პრობლემებია, ბევრი პრობლემური ნიუანსებია, ძვლის და სახსრის დეგრადირების დამამტკიცებელი უამრავი დეტალია. ეს არის მატრიქსის დაშლა. ადამიანი იმედიანად გრძნობს თავს და მეტად არ იბრძვის . რადგან , ამ დესტრუქციული დეტალების უკიდურესად უარყოფით მნიშვნელობაზე ინფორმაციას არ ფლობს. მკურნალობა სიცოცხლის აღასდგენად ,არასოდეს არ არის დაგვიანებული. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება ეტაპობრივად.
სარდაფის მემბრანაზე ყურადღების გადატანა სიცოცხლის გარანტია. ნებისმიერი ჩივილი ——-თავის ტკივილი ან თრომბის გააქტიურება ან სპაზმი, მითუმეტეს ქოლესტერინის სიჭარბის გახანგრძლივება ან გულის ან ტვინის პრობლემები ნიშავს, რომ ამ მემბრანას შველა სჭირდება რომ გაცოცხლოს. ეს მემბრანა გარე მატრიქსშია —– შემაერთებელ ქსოვი ლსა და ეპითელიუმს შორის .ის უნარჩუნებს არტერიას და სისხლძარღვს ფორმას. სანამ სარდაფის მემბრანა არ მოიშლება, მანამ არ ჩაწვება თრომბი არტერიასა და სისხლძარღვში ან ვენაში. ეს მემბრანა ახდენს უჯრედების მეტაბოლიზმს და დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას. ამ მემბრანის დაზიანება მაუწყებელია კიბოს და მძიმე დაავადებების შემოდინების მცდელობების. რადგან, მას განსაკუთრებულ ორ ქსოვილს შორის აქვს ადგილი დაკავებული. ყველა ცუდი სასიკვდილო ბიოქიმიური პროგრამა ამ ორ ქსოვილში იწერება . სარდაფის მემბრანის ქიმიური შემადგენლობა, წარმოდგენილია ზუსტად იმ ნივთიერებებით , ცილებითდა ამინომჟავებით, რომლებსაც ამ სტატიაში ვახასიათებ.
როცა ვსაუბრობ ,ტვინის, ორგანოების, სისხლძარღვების გარეუჯრედულ მატრიქსებზე, რომლებსაც განამტკიცებენ და აცოცხლებენ ეს ჩამოთვლილი ნივთიერებები და ცილები, თავისთავად ყველაზე მეტად ვგულისხმობ ეპითელიუმს. ეპითელური ქსოვილი ანუ ეპითელური უჯრედები ფარავენ ადამიანს გარედან , ასევე ფარავენ———სხეულის ღრუებს, სისხლძარღვებს, არტერიებს, კანს, კაპილარებს, ვენებს, ორგანოებს, კანს, პირის ღრუს, კუჭს, საყლაპავს, ნაწლავებს, ფილტვის ალვეულებს, გულს და სხვა ორგანოებს . მედიცინის რეალობაა———კიბო ვითარდება ეპითელური ქსოვილისგან .მაგალითად, პოპულარული კარცინომა ავთვისებიანი ეპითელიომაა და ეპითელური ქსოვი ლებისგან ვითარდება. ეპითელიომა კიბოების იმ დიდი ჯგუფის საერთო სახელწოდებაა, რომლებიც ეპითელიუმში იქმნებიან.
ყველა დაავადება იკურნება. ასეთ დაავადებებს მკურნალობის ბევრი ეტაპი სჭირდება. დამსხვრეული იმუნური კომპლექსების აღდგენა დროს და ფაზებს მოითხოვს . ჭამეთ ნატურალური საკვები. იმკურნალეთ მხოლოდ სწორი დანიშნულებებით. სხვა შემთხვევაში ცილების და ამინომჟავების დაზიანებული სტრუქტურები ვერ გამოსწორდება. ხელოვნური საკვების თითო ლუკმა და ნებისმიერი არასწორად შერჩეული წამალი, მატრიქსის რღვევას იწვევს და საფუძველს უნგრევს ხანგრძლივ სიცოცხლეს. ეკოლოგიის და ეკონომიკის კატასტროფული ვითარების გამო; ჯანდაცვის პროფილაქტიკური მეთოდების სიმწირის და მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობის გამო ;ადამიანების ჯანმრთელობა ყველა ასაკში კრიტიკულად გაუარესებულია. ხშირად ეს არ აისახება ჩივილებზე. იბრძოლეთ საკუთარი ჯანმრთელობისთვი ს და სიცოცხლისთვის. ამ სტატიაში განხილული ნივთიერებები ქმნიან სიცოცხლეს ,რადგან ქმნიან ღეროვან უჯრედებს. ჩვენში პირველადი ჯანდაცვის სისტემა ისე არ არის ორგანიზებული, რომ ამ სასიცოცხლო ნივთიერებების მკაცრი კონტროლი ხდებოდეს .
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share