“პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული სასამართლო რას გააკეთებს, გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით” – აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან მესამე პრეზიდენტის სასამართლოსთან დაკავშირებით გააკეთა.
“საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია, კითხვა პრეზიდენტთან ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია” ამბობს წულუკიანი [პირველი არხი]თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე არაფერი უთქვამს.