წინასაახალწლო უსიამოვნო სიურპრიზი მოქალაქეებს. ცხოვრება ისევ გაძვირდა.
ფასები რეკორდულად იზრდება პროდუქტებზე.
ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ყველაზე დიდ უარყოფით გავლენას სწორედ საკვებზე ახდენს.
მხოლოდ პური თითქმის 24 პროცენტით არის გაძვირებული, ბოსტნეული კი 26 პროცენტით.
ფასი გაიზარდა ზეთზე, კვერცხზე, რძეზე და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. აღარ დარჩა პროდუქტის არც ერთი სახეობა, რომელზეც ფასი გაორმაგებული არ არის.
ხალხი “პირველებს” ეუბნება, რომ არ იციან როგორ უნდა არჩინონ ოჯახები. საახალწლო ნობათის ყიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
tv pirveli