ივანიშვილის მოღვაწეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემის კომენტირებისას განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ, ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების რვაწლიანი აქტი, რომლის შედეგი კიდევ უფრო გამოჩნდება დროთა განმავლობაში და ისტორია იტყვის თავის სიტყვას”