საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი ეხმაურება. მან Twitter-ზე Le Figaro-ს სტატია გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ “მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს” და დაწერა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა “საგანგაშო ტემპით უარესდება”.
“ევროპას უბრალოდ უფლება არ აქვს, დაუშვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი, ვინც 10 წელი პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო და ვინც ამაოდ აფრთხილებდა ჩვენს მთავრობას რუსული საფრთხის შესახებ” – დაწერა მან.