რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მძიმედ ავად არის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express რუსი ისტორიკოსის, პოლიტოლოგის ვალერი სოლოვიოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
სოლოვიოვის თქმით, პუტინს კიბოს და შიზოაფექტური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. სოლოვიოვი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის ლიდერის ჯანმრთელობა “მკვეთრად უარესდება”.
მანამდე, სოლოვიოვმა უკვე აღნიშნა ონლაინ გამოცემა GORDON-ის დამფუძნებელ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში, რომ პუტინი მძიმედ არის ამად, რომ მთავარი დაავადება ფატალურია, ის შეუქცევადია და მხოლოდ პროგრესირებს.
ასევე, გამოცემა Express რუსულ Telegram არხზე დაყრდნობით წერს, რომ აქვს წყაროები კრემლში, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს აქვს ხველების შეტევები, გულისრევა და მადის დაკარგვა. გარდა ამისა, მან თითქმის რვა კილოგრამი დაიკლო.
გარდა ამისა, The Sun წერს, რომ რუსული სპეცსამსახურების წყარომ განუცხადა, რომ პუტინს პარკინსონის დაავადება ადრეულ ეტაპზე აქვს და უკვე პროგრესირებს.
The Sun, დოკუმენტზე დაყრდნობით, ასევე ამტკიცებს რომ პუტინი რეგულარულად მკურნალობს ყველა სახის მძიმე სტეროიდით და ინოვაციური ტკივილგამაყუჩებელი ინექციებით, რათა შეაჩეროს მისი ახლახან დიაგნოზირებული პანკრეასის კიბოს გავრცელება. როგორც გამოცემა წერს, მის ახლო წრეში დადის ჭორები, რომ პუტინს სავარაუდოდ პროსტატის კიბო აქვს.
აღნიშნულია, რომ ინექციები, სავარაუდოდ, იწვევს ძლიერ ტკივილს, სახის შეშუპებას და სხვა გვერდით მოვლენებს, მათ შორის მეხსიერების დაქვეითებას.