მილიარდიანი ბრენდის მილიონერი დიზაინერი – რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია?

„გაიცანით Balenciaga-ს მიღმა მდგარი დიზაინერი, რომელმაც ბრენდის შემოსავალი დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“ – ამის შესახებ პოპულარული გამოცემა bloomberg-ი ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.

1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაბადებული ბიჭი, რომელიც მოგვიანებით საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა და კიდევ უფრო ბევრი წლების შემდეგ, საქართველოდან წავიდა, მსოფლიოსთვის ცნობილი დაახლოებით 15 წლის წინ გახდა.

დემნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. მანამდე ის „Maison Martin Margiela“-სა და „Louis Vuitton“-ის გუნდებში მუშაობდა. ამჟამად ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.

მანამდე დიზაინერი „მარჯიელაში“ მუშაობდა.

 

ბავშვობა

დემნა გვასალია სოხუმში, საქართველოში დაიბადა. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა.

ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩასარიცხი 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს ის 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. დემნა იქ წელიწადნახევარი მუშაობდა, რის შემდეგაც საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა.

ახალგაზრდა ტალანტი „Maison Margiela“-ში მიიწვიეს. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ Margiela -ში დაიწყო.

დემნამ პარიზში, Maison Margiela-ს ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela“-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton“-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას ლუი ვიტონში მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, „Vetements“ (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

გვასალიამ 2015 წელს Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე დიზაინერი ალექსანდრე ვანგი შეცვალა.

Popular Bio -ს ინფორმაციით, დემნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დიზაინერია, რომელიც საქართველოში დაიბადა. გამოცემის ინფორმაციით, იგი რამდენიმე მილიონ დოლარს ფლობს.

“Wikipedia-ს, Forbes-ის, IMDb-ისა და სხვადასხვა ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით, ცნობილი დიზაინერის, გვასალიას ქონება 38 წლის ასაკში 1-დან 5 მილიონ დოლარამდეა. მან ფული მოდის სფეროში წარმატებული პოზიციონირებით გამოიმუშავა“ – წერს Popular Bio.

biowikis.com –ის მიხედვით კი, დემნა 2022 წლის მონაცემებით 1.5 მილიონ დოლარს ფლობს. იგი ოფიციალურად მილიონერია.

აღსანიშნავია, რომ დემნა მის შემოსავალზე საჯაროდ არ ლაპარაკობს და პირად ცხოვრებასაც მედიისგან აქტიურად მალავს. ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ მას მეორე ნახევართან შვეიცარიაში, სიწყნარეში ცხოვრება ხიბლავს და მოსწონს, როდესაც მისი როგორც შემოსავლები, ასევე პირადი ცხოვრება ჩრდილში რჩება.

 

აღსანიშნავია, რომ წარმატებული დიზაინერის ცხოვრება საკმაოდ ბევრი დაბრკოლებებით არის სავსე. ცოტა ხნის წინ Balenciaga სკანდალში გაეხვა. ბრენდი ორი სარეკლამო კამპანიის გამო, რომლებიც 16 და 21 ნოემბერს გამოვიდა, პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

ფაქტს დემნა გვასალია საჯაროდ გამოეხმაურა და ბოდიში მოიხადა:

“მინდა, პირადად მოვიხადო ბოდიში არასწორი შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების გამო — საჩუქრების კამპანიის კონცეფციაში ბავშვების მონაწილეობისთვის. ვიღებ პასუხისმგებლობას მომხდარზე. შეუსაბამო იყო ბავშვების მიერ იმ ნივთების პოპულარიზაცია, რომელთაც მათთან არაფერი აკავშირებთ.

რამდენადაც მე ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით, ამა თუ იმ საკითხზე დაფიქრებისკენ მოვუწოდო ადამიანებს. ამას გამიზნულად არასოდეს გავაკეთებდი ისეთი საშინელი ფორმით, რასაც ბავშვზე ძალადობა ჰქვია — ამას ვგმობ. მორჩა.

მე ამისგან უნდა ვისწავლო. უნდა მოვუსმინო და დავუკავშირდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რათა გავიგო, როგორ შემიძლია მათ დავეხმარო ამ შემზარავ პრობლემასთან გამკლავებაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო კამპანიის გამო.“ – ანაცხადა გვასალიამ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ავლენას მოახდენს აღნიშნული ფაქტი ბრენდისა და უშუალოდ დემნას შემოსავალზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share