”სულ მარტო დარჩა ბებერი კოფაკი გამცვდარი ერთგან ჩამოტეხილი ეშვით და ყელზე ძველი ჩანგლებით რომელიც მხოლოდ იმიტომ არ იჟანგება რომ ჟამიდან- ჟამზე მოხდურის სისხლით იფერება..
ხვადი დაკარგა ახალგაზრდა ერთადერთი ხვადი მისი და ფარის იმედი ..ამჯერად ხროვამ იძალა ..და თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ, ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს და ისევ ელოდება ხროვის გამოჩენას..” – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა – არჩილ ხოფერია.