სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა და მართვა სახელმწიფოს ხელში როდესაც იქნება, საქართველოში ინვესტიციები უფრო გაბედულად შემოვა. ნამახვანიჰესის მშენებლობას, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების 51% მფლობელობა, რა პერიპეტიებიც მოჰყვა, ის ყველაფერი არ მოხდებოდა“,- განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
ინჯიას თქმით, საბანკო სექტორში მოგება ორ მილიარდ ლარამდეა.
„წარმოიდგინეთ, საბანკო სექტორში 51% რომ ყოფილიყო სახელმწიფოსი, ერთი მილიარდი ლარი ხომ დარჩებოდა სახელმწიფოს? მაგრამ არის სხვა გზაც. ერთი, სახელმწიფო ბანკი მაინც შეიქმნას. გადავხედოთ, როგორ უდგება ამ მხრივ სტრატეგიულ ობიექტებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ჩინეთში ძირითადი სტრატეგიული ობიექტები სახელმწიფოს ხელშია ან მისი კონტროლის ქვეშაა. შედეგიც სახეზეა, რა ტემპით მიდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.