ევროპარლამენტარების მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტი დუმილით პასუხობს

ბრიუსელში გუშინ, 12 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სადაც ევროპარლამენტარები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები სიტყვით გამოვიდნენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს და ასევე ხაზი გაუსვეს, იმას, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, ამის მიღწევის ერთ-ერთი ძირითად მექანიზმად, ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, შეწყალების უფლების გამოყენება, იქნა განხილული.

ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ქვეყნის პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას არ გამოხმაურებია, მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის გუშინ, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებულ განაცხადზე, პრეზიდენტს ერთადერთი პასუხი, დუმილი აქვს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share