“ოცნებას” გამოყოფილი ვიქტორ ჯაფარიძე საკუთარ სიტყვებს არ ნანობს და იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ეცოდება. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის სიკვდილი “არ ეწყინება”:
“მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება, მიშა სააკაშვილს შეიძლება ვაპატიო მე რაც… მიშას ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერ გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერს აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს.
მიშა არ მეცოდება… ნუ წაიღეთ ტვინი ამ მიშათი, შეეშვით ამ ხალხს, მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან ციხეში, ესეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ არ გრცხვენიათ? მე მრცხვენია ეგეთი ლაჩარი რომ გვყავდა. გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს, ვინ ტიროდა ასე? ესეთი მტირალა… ვაიმე დედიკო მიშველე, სტრასბურგში წავიდა…”, – ამბობს ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. მას ხელისუფლების მისამართით პრეტენზია აქვს, ვინაიდან მესამე პრეზიდენტი დღეს საავადმყოფოშია და არა საპყრობილეში.
“ჩემი უფლებაა, რას ვუსურვებ, არ მეცოდებათქო…მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშვე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. უხერხულია ის, მე რომ ქვეყნიდან ვიყავი გაქცეული და ჩემი შვილები უმამოდ იზრდებოდნენ… დედას ბიჭი გახდა ხო?”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მეორე მხრივ, მან თქვა, რომ არავის სიკვდილი არ გაუხარდება:
“ღმერთმა დაიფაროს რომ ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს, მაგრამ არ მეცოდება… არ მეწყინება ყოველ შემთხვევაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის სხდომიდან გავრცელდა კადრები, სადაც დეპუტატ პაატა მანჯგალაძესთან საუბარში „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ასეთ ფრაზას ამბობს: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე!“ .