უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
”შენ ცოტათი ხარ ჩემზე უფროსი, ამიტომ შენობით მოგმართავ…
შენზე ამბობენ, რომ დიდი ქველმოქმედი ხარ და ამაში არც მე მეპარება ეჭვი, თუმცა როცა შენ შენსას ხარჯავდი ამ ქვეყნისთვის, მეც ჩემ წილ სისხლს ვღვრიდი. მოდი სასწორზე არ დავდოთ ვისი მეტია, მგონია აქაც თანაბრად ვართ..
აღარ გავაგრძელებ გეტყვი:
ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ქართველები, ვინც ახლა უკრაინის მიწაში წვება და კიდევ ჩაწვება შენ მართლა ვიღაცის დაქირავებულად მიგაჩნია და ის სისხლი იქ რომ იღვრება არამად დაღვრილ სისხლად..
გვესმის, რომ დიდ თამაშებს აქვთ გარკვეული ჩარჩოები, რომლიდანაც ვერ გახვალ, მაგრამ ჩუმად ბევრი რამ გიკეთებია და ახლაც უნდა გააკეთო არა ჩემთვის არა სხვისთვი,ს არამედ საქართველოსთვის და შენი შვილებისათვის ..
ადექი ჩუმად შენ სათნო მეუღლესთან ერთად ღამის სიბნელეში, სადაც მხოლოდ მთვარე დაგხედავს, მიდი დაღუპულ მეომართა ოჯახებში და მიუსამძიმრე ..” – წერს არჩილ ხოფერია.