ამ სასამართლოს იმედი არ მაქვს – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროცესი გაიწელოს.

„ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ სასამართლო პროცესები გაწელონ, ხალხი დაღალონ, როგორც ყოველთვის სჩვევიათ. ამ სასამართლოს იმედი მე არ მაქვს“ , – განაცხადა მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share