უკრაინელი პოლიტიკოსი და მიხეილ სააკაშვილის მეორე ცოლი ქალი ლიზა იასკო ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გასაჯაროებას და სოციალურ ქსელში წერს:
“ქართველი აუდიტორიისთვის – სიტყვები არ მყოფნის. გაავრცელეს ისეთი ვიდეო მიხეილზე, მისი დაცინვის მიზნით… არ შემიძლია, მისი გაზიარება, ეს ძალიან მტკივნეულია. ეს ყველა თვალსაზრისით საშინელებაა. ვინმეს ეჭვი ეპარება მიხეილის მდგომარეობაში ამ “ნორმალური ვიდეოების“ შემდეგ, რაც იმის საჩვენებლად გაავრცელეს, რომ მასთან დაკავშირებით “ყველაფერი კარგადაა?“
პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია ა.წ. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით და მასში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს დამხმარე გადაასადგილებელი საშუალების გარეშე გადაადგილება უჭირს.