გაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გაიმართება 2022 წლის 21 დეკემბერს.
თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა:
2022 წლის 21 დეკემბერი15:00 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვის ორგანიზატორიც გარემოს ეროვნული სააგენტო.
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 20 ოქტომბერს და სააგენტოს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 14 ნოემბერს.
გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1048
კომპანიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა საჯარო განხილვის პროცესში, შესაბამისად მთისპირის თემის მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მიერ.