“გაერთიანდით NATO-ს წინააღმდეგ” – ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსახლეობას. მისი მიმართვა ჩინურ ენაზე მისსავე Telegram-არხზე გავრცელდა. მისივე თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს არსებობას.
“ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ევროპას მოაწყეს ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და შემოსევა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი. თუმცა ახლა ისინი კიდევ უფრო საშინელ საფრთხეს წარმოადგენენ, ანადგურებენ ყველა მორალურ ფასეულობა,
რომელიც ჩამოყალიბდა ყველა ქვეყნის ხალხის მიერ კაცობრიობის არსებობის მანძილზე”- დაწერა კადიროვმა.