ხელისუფლების კვლევით, ხელისუფლების ომში ჩაურევლობის პოლიტიკას 81% ემხრობა

მთავრობის პროპაგანდისტული მედია იმედის დაკვეთით GORBI-მ კვლევა ჩაატარა. ხელისუფლების კვლევით, ხელისუფლების ომში ჩაურევლობის პოლიტიკას მოსახლეობის 81% ემხრობა.

იმედისა და GORBI-ს ცნობით, კითხვაზე, ემხრობა თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას “არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში”, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ვემხრობი – 81%
  • არ ვემხრობი – 16%
  • არ ვიცი – 3%

რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, მთავრობის პროპაგანდისტული მედიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 52%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 23%
  • ლელო – 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3%
  • ევროპული საქართველო – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 3%
  • გირჩი – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%
  • საქართველოსთვის – 1%
  • სხვა – 4%

ამავე კვლევის მიხედვით, 51% ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით უსამართლო იყო. 35%-ის აზრით, გადაწყვეტილება სამართლიანია, არ იცის ან პასუხის გაცემაზე უარს ამბობს 14%.

სამთავრობო მედიის ცნობით, მოსახლეობის 46% ივანიშვილის დეპუტატების, ხალხის ძალის წევრების მოსაზრებებს ეთანხმება. 45% მათ არ ეთანხმება, არ იცის ან პასუხის გაცემაზე უარს 9% ამბობს.

იმედის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი, საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა, კვლევის ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5 %-ია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share