„სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა მისი მოკვლის ან დაინვალიდებისათვის სჭირდებათ“! როგორც ჩანს ეს სცენარი შემუშავებულია და საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ! გამორიცხული არაფერია, ამის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან ჭკუიდან გადასული მიშა არავის სჭირდება, ხოლო საქართველოს საწინააღმდეგოდ და სიტუაციის ასარევად, გარდაცვლილ ან „ბოსტნეულად“ ქცეულ სააკაშვილს ეფექტურად გამოიყენებენ.” – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
” ამ ვერსიის დამადასტურებელი ფაქტორი ის არის , რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად მისი მხარდამჭერები, მძიმე მეტალებით, დარიშხანით და გაურკვეველი ნივთიერებებით მოწამვლას ასახელებენ. ამას იმეორებენ დაინტერესებული ევროპარლამენტარები, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ევროპარლამენტის რეზოლუციებში აფიქსირებენ და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ამძაფრებენ.
კლინიკა „ვივა მედის“ ხელმძღვანელი გერმანიის ლაბორატორიაში გადამოწმებულ ანალიზებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სააკაშვილის მოწამვლის და ინტოქსიკაციის დამადასტურებელი ფაქტი არ ვლინდება, რადგანაც ხსენებულ ნივთიერებათა შემცველობა არ აღემატება დაშვებულ ნორმებს! სააკაშვილის მკურნალობის ხელშეწყობისთვის იუსტიციის მინისტრი ღიად აცხადებს, რომ უცხოელ ექიმებს ყველანაირ წვდომა აქვთ პატიმარი-პაციენტთან და ვისაც მოისურვებენ მისი ახლობლები, ის ჩამოიყვნენო.
„მომაკვდავი“ მიშას შეცოდების მედია-ტალღამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან პენიტეციალური სისტემა იძულებული გახდა სააკაშვილის სიმულანტობის კადრები გაევრცელებინა. მიუხედავად ამისა ნაც-აქტივისტები სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანას, ხსენებულ სცენარში აბრუნებენ და მის დახსნისთვის პერმანენტულ შიმშილობას იწყებენ, საქართველოს პარლამენტში.
სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც შეუერთდა, რაც პროვოკაციული სცენარის არსებობას უფრო რეალურს ხდის!თუ კი დავუშვებთ იმას , რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის და სასჯელის გადავადების სამართლებრივი საფუძვლები გამოძებნეს, მისი გაყვანა საქართველოდან , მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა მას ყველანაირი ანალიზი ჩაუტარდება და მიშას მკურნალი ექიმები , მოწვეული ექსპერტები და ადვოკატებიც ხელს მოაწერენ , რომ სააკაშვილი არ არის მოწამლული. ასევე ზედმიწევნითი კონტროლი უნდა დაწესდეს სააკაშვილის მნახველების მიერ შეტანილ ნივთებზე და საკვებზე! წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნელი სიკვდილი ელის , იმისთვის რომ საქართველოს გადააბრალონ მოწამვლა და ქვეყანაში არეულობის ახალი ტალღა შექმნან!” – წერს ლევან მამალაძე.