თურქულმა საძიებო-საბურღმა გემმა “ფათიჰმა” შავი ზღვის Chaycuma-1-ს ბლოკში, 3000 მეტრის სიღრმეზე 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის შავი ზღვის გაზის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას აქვს გადაწყვეტილი, გახდეს ენერგეტიკული ცენტრი კასპიის ზღვის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვისთვის.