გავლენიანი ამერიკელი დიპლომატის გზავნილი და მიმართვა მსოფლიო ლიდერებს. უკრაინის სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავისუფალ სამყაროს მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
დიპლომატი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა და კარგად იცნობს პუტინის რეჟიმს ვასინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ “მსოფლიომ მიხიელ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას – ეს იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა”.
მაიკლ მაკფოლის ინიციატივას უკვე მოჰყვა შეფასებები. ერთ-ერთი პირველი ამერიკელი იურისტი და მესამე პრეზიდენტის კრიტიკოსი ტედ ჯონასია, რომელიც დღეს აცხადებს, რომ “ოცნების” ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს გაასამართლოს მიხეილ სააკაშვილი. უპასუხოდ მაკფოლის გაფრთხილება არ დარჩენილა არც ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ოპოზიციის დიპლომატების და ექსპერტების საერთო პოზიციისგან, რომ მაიკლ მაკფოლის მკაფიო გზავნილი პირდაპირი ნიშანია რომ მალე მას რეაგირება მოჰყვება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და მსოფლიოს სხვა ლიდერების მხრიდან.