მიხეილ სააკაშვილი 9 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესს ვერც დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაესწრება. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა:
„არ მგონია, ახლა შეძლოს [დასწრება]. ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. დისტანციურადაც მძიმეა. მთელი მენდელეევის ტაბულა აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.