2023 წლიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. 1-ლი იანვრიდან, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის პენსია გაიზარდა. 70 და მეტი წლის ასაკის პირთა პენსია გაიზარდა 65 ლარით. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები 438-ს, დანარჩენი პენსიონერები კი 365 ლარს აიღებენ. 35 ლარით გაიზარდა 70 წლამდე პირთა პენსიაც. მაღალმთიან დასახლებაში დანამატის ჩათვლით 354 ლარს, ხოლო დანარჩენი პენსიონერები 295 ლარს აიღებენ.
შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების დახმარების ოდენობაც, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების დახმარება 65 ლარით იზრდება, ყველა კატეგორიისთვის კი 35 ლარით.
პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში მედიკამენტებთან დაკავშირებული რეფორმაც. 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება. ჯანდაცვის სამინისტრო 15 იანვარს იმ მედიკამენტების სიას გამოაქვეყნებს, რომელიც რეფორმის ფარგლებში ეტაპობრივად უნდა გაიაფდეს. მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაა.
პირველ ეტაპზე, პრიორიტეტულია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პრეპარატები. ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება. უკვე ძალაში რეგულაცია , რომელიც მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარს განსაზღვრავს.
იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100ი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას! 1-ლი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1 000ი ლარიდან 2 000ს ლარამდე გაიზრდება. ამასთან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.
1-ლი იანვრიდან გამკაცრდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებაც. შეიცვალა გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი. კერძოდ, 2020ი წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ნორმა 0.6%-დან 0.55ტ მეასედ %-მდე მცირდება. 2023ი წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულებაც.
ფასიანი ხდება ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება – ცვლილება ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა. მსუბუქი ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო მიკროავტობუსების, სატვირთო ავტომობილების განმეორებითი ინსპექტირების საფასური 30 ლარი იქნება.
1-ელი იანვრიდან ამოქმედდა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიც.” კანონის თანახმად, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200ი ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
რეზონანსი