“იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, იმ პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება და ამას ექიმებიც ადასტურებენ.

“ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს. ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ არა სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი. იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და არავითარი გაუმჯობესება არ არის. ფაქტია, ამას თვითონ ის ექიმები ამბობენ”, – ამბობს ალასანია.შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე ნერვოლოგმა, ემანუელ ლახანმა თქვა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეიყვანეს, მას პოსტრამვული სტრესული აშლილობა განუვითარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share