რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, ისინი საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას – მეუფე იაკობი ევროპარლამენტარებზე

მეუფე იაკობის პოლიტიკური ქადაგება ამბიონიდან. ბოდბელი ეპისკოპოსი დასავლეთის წინააღმდეგ.  ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ეპისკოპოსი დღეს ,,ქართული ოცნების” დასაცავად თავს დაესხა  ყველას, ვინც მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, ისინი  საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას – ასე მოიხსენიებს მეუფე იაკობი იმ ევროპარლამენტარებს, ვინც ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს.

ეპისკოპოსს ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიო უკეთესი არ გახდება და ამაში დასავლეთს ადანაშაულებს.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share