500 მილიონი დოლარი ერთი წლის განმავლობაში. სწორედ ამ რაოდენობის ვალუტა ამოიღო ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან გასულ წელს სახელმწიფო რეზერვების შესავსებად. ამ ჩარევამ კი ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ეროვნული ბანკის ოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო პესიმისტურია ექსპერტების პროგნოზი, რომელიც თავს უახლოეს თვეებში იჩენს. მომდევნო კვირებში ეკონომისტები ლარის გაუფასურებას ელოდებიან და არ არის გამორიცხული ეროვნული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად დაეცეს.