ვის ინტერესში იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება. ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის გაყინვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამერიკელმა გენერალმა პირადად ბადრი ჯაფარიძისგან მიიღო.
ბენ ჰოჯესი თვლის, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას ისტორიული შანსი დააკარგვინა. მანამდე კი იყო შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, სადაც ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობის ყოფილმა მეთაურმა ღიად გააკრიტიკა “ქართული ოცნება”.
“რატომ არის მიჯაჭვული საქართველოს ხელისუფლება გვამს – ანუ რუსეთს” – ეს კითხვა აქვს ბენ ჰოჯესს საქართველოს ხელისუფლებასთან.