რას მალავს სამყარო ეპიფიზში ანუ ადამიანის ფიჭვისებურ ჯირკვალში.
ეპიფიზი ანუ ფიჭვისებური ჯირკვალი ანუ გირჩისებური ჯირკვალი ანუ ჯალღუზისებრი ჯირკვალი ანუ სულიერი და მატერიალური სამყაროს გადაკვეთის ღერძი
სექსუალური ცხოვრების რეჟიმის დისფუნქციას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ , კაცებში ლიბიდოს საბოლოო მოშლა , მთლიანად უკავშირდება პრობლემურ ფიჭვისებურ ჯირკვალს.
ყველა საუკუნის უდიდესი ფერმწერები, ღმერთს, ადამიანის თავის ქალას სილუეტში ——- ეპიფიზის ლოკაციაში ხატავდნენ.
ქვიშებს, რომლებიც ტვინის საზრდოს წარმოადგენენ——— ჯვრის ფორმა აქვთ.
ფიჭვის ჯირკვალი—–ეპიფიზი შუა ტვინშია . ბრინჯის მარცვლის ზომის ფიჭვისებური ჯირკვალი ეპითალამუსის ნაწილია და ტვინში მესამე პარკუჭის უკან მდებარებს. ის ტვინის ოთხგორაკა სახურავის ზედა გორაკებს შუაშია —ღარში და ფიზიკურად ეხება ტვინს. ფიჭვის ჯირკვალი ანუ ეპიფიზი ანუ გირჩისებური ჯირკვალი ანუ ჯალღუზისებრი ჯირკვალი ორ სისტემას წარმოადგენს——-ნერვულს და ენდოკრინულს. ზოგი, ეპიფიზს , დაბრტყელებულ კვერცხის ფორმად აღიქვამს. ზოგი კი, ფიჭვის გირჩის ფორმად. ის მუქი წითელია, ნაცრისფერი ელფერით. სანამ ფუნქციებზე გადავალ, ჯერ ამ ჯირკვლის მისიაზე ვიტყვი. მიუხედავად რეგრესისტების მიერ მკვეთრი გასაიდუმლოებისა, ამ ჯირკვალზე კვლევა და დაკვირვებები მედიცინის მეცნიერებაში საუკუნეები მიდიოდა და ახლა, მითუმეტეს, ინტენსიურად გრძელდება. ფიჭვის ჯირკვალი ისევე ამოუცნობია ბოლომდე, როგორც ეს სამყარო. თეოლოგიის მსოფლიო ექსპერტები მას უკვე ხიდად თვლიან უფალსა და ადამიანების სამყაროს შორის. ამერიკული და ევროპული მედიცინის მეცნიერების ელიტარული ექსპერტების და ექიმების მიერ ჩატარებული ხანგრძლივი დაკვირვებებით და შესწავლით , რომლებიც უკვე საუკუნეებია არ წყდება, ასეთი დასკვნაა გამოტანილი ————ფიჭვის ჯირკვალი დამაკავშირებელია საზღვარია –სულიერ და ფიზიკურ სამყაროს შორის. პლატონს ნაშრომები აქვს, სადაც ეპიფიზის სულიერ მისიას აღწერს. ფილოსოფოსი დეკარტი მას სულის სავარძელს უწოდებდა, სადაც ფსიქოლოგიური აზრები, წარმოსახვები, სიზმრები, ტელეპატიური უნარები, მედიუმური შეგრძნებები იბადება. ფილოსოფოსები და მედიცინის მეცნიერები თამამად უწოდებდნენ და უწოდებენ მას——–ადამიანის მესამე თვალს. ამ ჯირკვლიდან კონტროლდება ენდოკრინული და ნერვული სისტემა. მედიცინის მეცნიერები, ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები უკვე ღიად ამტკიცებენ , რომ აქ ცხოვრობს ადამიანის სული. დეკარტი ამბობდა ——-ამ ჯირკვლიდან მართავს სული ——გრძნობებს, ემოციებს, წარმოსახვებს, წინათგრძნობებს. არა მარტო დეკარტი, ასევე წინა საუკუნეების მსოფლიოში ცნობილი ნევროლოგები და ფსიქიატრები, ყველა ფსიქიკურ აშლას და ფსიქიკურ დაავადებებს ამ ჯირკვლის პრობლემას უკავშირებდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ის მედიცინამ უკვე დაასტატუსა, როგორც ენდოკრინოლოგიური ჯირკვალი. ყველა განმანათლებელი, დიდი ფილოსოფოსი და ფსიქიატრი , მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოებებით მოცული იყო ეს ორგანო , მაინც თამამად თვლიდნენ მას——-ინტუიციის , წარმოსახვის დაბადების, სულიერი ფუნქციების , ინტელექტის, თავისუფალი აზროვნების, სწორი გადაწყვეტილებების ცენტრად. ძველი აღმოსავლური ფილოსოფია ამ ჯირკვალს ნათელმხილველთა არეალად თვლიდა. ზოგი ქვეყნის ფილოსოფიაში სამოთხის კარს უწოდედნენ . ამის გამო ზოგ ქვეყნებში და ხალხებში უამრავი საკულტო თაყვანისცემა იმართებოდა ამ ჯირკვლის ფორმებით გამოხატული. მეცნიერებმა აიტაცეს მესამე თვალის სახელწოდება. მაგრამ, პირველად, საუკუნეების წინ , ამ ჯირკვალს მესამე თვალი ინდოელებმა უწოდეს. რადგან, ამ ჯირკვალს უკავშირებდნენ წარსულის აღქმას და მომავლის პროგნოზებს. გალენიუსმა ჯირკვალს ჯალღუზისებრი უწოდა და ამტკიცებდა , რომ ის თავზურგტვინის სითხის ნაწილი იყო. ბოლო წლებში ფიჭვისებური ჯირკვალი, როგორც ფიზიკური და სულიერი სამყაროს კონტაქტის კვანძი, მეცნიერთა მიერ კიდევ უფრო ღრმა სერიოზულობით და რეალურად აღიქმება. ეს განაპირობა ენდოკრინოლოგიის უფრო მეტად განვითარებამ . ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ,როცა ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიის კურაცია გვქონდა, შემოიყვანეს სრულიად ჯანსაღი და ადექვატური გოგონა, რომელსაც ექსტრასენსული მონაცემები ჰქონდა, მაგრამ , ამის გამო სისტემამ სამკურნალოდ ფსიქიატრიულში დააწვინა. მსგავსი განსაკუთრებული შესაძლებლობები ამ ჯირკვლის მაღალგანვითარებული ვარიანტებიდან მოდის. ყური ყველას აქვს , მაგრამ , კომპოზიტორები სხვა სიღრმით აღიქვამენ მუსიკას. დეტექტივი ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული ალღოთ მხოლოდ, ზოგი გამოირჩევა. ექიმის დიპლომი ბევრს აქვს, მაგრამ დაავადებების სიღრმისეულად დანახვა, მხოლოდ იშვიათ ექიმებს შეუძლიათ. ალღოიანი ადამიანები ამ ჯირკვლის სიმკვეთრით გამოირჩევიან და განსაკუთრებით მაღალი რანგის პროფესიონალები არიან სხვადასხვა დარგში . ყოფილა შემთხვევები პაციენტებისთვის მითქვამს———–ძალიან მაგარი ექიმი იქნებოდი. ეს ჯირკვალი თუ ფუნქციურად ნორმაშია, დაავადებული ადამიანი ადრე ჯანმრთელდება. ასეთი ადამიანი მყარი მენტალობისაა და ნეგატიურ განცდებს უფრო იშორებს. მეცნიერთა დასკვნებით——–ხილვები, სიზმრები, სრულყოფილი მედიტაცია, იოგას შედეგი ამ ჯირკვლით ხორციელდება. მეცნიერები ადამიანის თვალებს ასოცირებენ ამ ჯირკვალთან და ეზოთერიზმთან. ისინი ამბობენ -მარცხენა თვალი ეს ადამიანია, მარჯვენა კი სული. ამიტომ დაერქვა ამ ჯირკვალს მეცნიერთა, ფილოსოფოსთა, ფსიქიატრთა მიერ სხვადასხვა სახელწოდებები————-მესამე თვალი, ვარსკვლავური კარიბჭე, აჯნა ჩაკრა, სულის ადგილსამყოფელი, რომელიც დეკარტმა შეარქვა; მეოცნებე თვალი, რომელიც შოპენჰაუერმა შეარქვა. ასევე, სხვა ფილოსოფოსებმა, ფსიქოლოგებმა და მედიცინის მეცნიერებმა მას უწოდეს——ციკლოპის თვალი, შივას თვალი, მარადისობის თვალი და სხვა. დადასტურებულია, რომ ტრანსი, ასტრალი და ჰიპნოზი, მხოლოდ ეპიფიზის გზით ხდება.
ფიჭვისებური ჯირკვლის უჯრედებია——სასიცოცხლო, ღეროვანი უჯრედების წამომქმნელი, ნეიროგენეზის მასტიმულირებელი -ასტროციტები, რომლებიც დეტალურად ავღწერე გარე მატრიქსის დახასიათების დროს. ა ნუ გლიოციტები ——–ტვინის გლიის შექმნელი უჯრედები. ასევე—-პინეალოციტები. ასაკის მატებასთან ერთად ჯირკვალში კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის მარილები გროვდება და კრისტალდება. მაგრამ, ეს კეთილშობილი, ადექვატური კრისტალებია და სულ არ გვანან ცისტეინის და სხვა ამინომჟავების მოშლის შედეგად მიღებულ, მაგალითად, თირკმლის კენჭებს. ამ კრისტალებს მედიცინაში ტვინის ქვიშა ჰქვია. ანუ ფიჭვის ჯირკვლის უჯრედები ტვინის ქვიშაა. სწორედ აქ ხდება აზრების დალაგება .თანამედროვეობის ყველაზე ავტორიტეტულ -ევროპელ და ამერიკელ მეცნიერთა დასკვნებით, ფიჭვის ჯირკვალი ადამიანის ცენტრია, სადაც იკრიბება ინფორმაციები, ლაგდება გეგმები და ხდება გონებრივი ანალიზი . ბევრი ცდებით დადგენილია, რომ ტვინის ქვიშა არა აქვთ გონებაშეზღუდულებს და ფსიქიკური დაავადების მძიმე ფორმებით დაავადებუ ლებს. ასევე არა აქვთ—– 7 წლამდე ბავშვებს და ადამიანებს ტვინის ძლიერი გამოფიტვის დროს, როცა მძიმე ნევროლოგიური დაავადებებია. ამ ჯირკვლის— ფოსფორის, მაგნიუმის და კალციუმის მარილებიანი ქვიშა, არის ტვინის საზრდო. ამ ქ ვიშებს ჯვრის ფორმა აქვთ. ის არის ტვინის მთავარი საზრდო. მედიცინის მეცნიერთა დასკვნებით, ამ ჯირკვლის ანუ ტვინის ქვიშა არის———– ფსიქიკური, სულიერი ენერგიის მარაგი. ვფიქრობ, ეს მარაგი აქვს ამოწურული ფსიქიკურად მძიმედ დაავადებულს. შეიძლება მას ჰქოდეს დარჩენილი სრულიად საღი აზროვნება , მაგრამ ფსიქიკური მარაგის ამოწურვის გამო ვერ ახერხებს ადექვატურ ურთიერთობას ამ სამყაროს ბინადრებთან .რადგან, ჩემი აზრით, ფსიქიკური მარაგი განაპირობებს ადექვატური აზროვნების და ადექვატური ქცევის რეალიზაცია ს. არ დასცინოთ, არ ეუხეშოთ , თუნდაც უცნობ ფსიქიკურად დაავადებულს . ესაუბრეთ მათ, როგორც თქვენს გონებასთან თანასწორს . მას თქვენი ზუსტად ესმის და გრძნობს. მაგრამ ტვინის ქვიშის გაქრობის გამო, სულიერი ენერგია არ ყოფნის ადექვატურ კონტაქტში შემოვიდეს.
წინა საუკუნეების დიდი განმანათლებლების და ფილოსოფოსების მიხედვით, მესამე თვალი ღმერთის ნიშას წარმოადგენდა. ქვეწარმავლებს ორი აქვთ ფიჭვის ჯირკვალი . მეცნიერები , ადამიანის ფიჭვის ჯირკვალს ამსგავსებენ ქვეწარმავლების უკანა ფიჭვის ჯირკვალს. ხალხშიც გავრცელებულია ასეთი გამოთქმა, ძალიან ჭკვიან ადამიანზე——–გველის ტვინი აქვსო. სულიერი ცნობიერება იწყება ამ ქვიშიდან. ეს ქვიშა არის გონება და ინტელექტი . მეცნიერები ამბობენ-, რომ ეს ქვიშა სულიერების ცენტრია. ოღონდ მხოლოდ იმათთვის, ვისაც ამის მოხმარების გონებრივი მანერა და პოტენციალი აქვთ. ფიჭვის ჯირკვლის —–ეპიფიზის ქვიშა მსოფლიო მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. ბოლომდე ამოუცნობია და დაკვირვებები გრძელდება. ზედმეტი გონებრივი ა ნ ფიზიკური შრომით გადაღლილ და ძალიან გამოფიტულ ადამიანებში ან იმ ადამიანებში, რომლებსაც ინდივიდუალური მინერალური , ვიტამინური და სხვა ნივთიერებების დეფიციტები აქვთ——–ეს ქვიშა ქრება. მაგრამ, საბედნიეროდ , მისი აღდგენა მათში ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური რეაქციების სტაბილიზაციით ხდება. ეს ქვიშა სულიერი და ფსიქიკური ენერგიის საწყობია. დღეს უკვე მსოფლიოს მაღალი რანგის მეცნიერები -ფსიქოლოგიის და მედიცინის მაღალი კლასის ექსპერტები დასკვნის სახით ამბობენ ———–ეპიფიზი ანუ ფიჭვისებრი ჯირკვალი—-სულიერ და მატერიალურ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს.
ყველა დაავადება ს აქვს ადგილობრივი და სათავო მიზეზები. ბუნებაში არ არსებობს პათოლოგია ჰორმონული სისტემის რომელიმე შტრიხის დაზიანების გარეშე. მაგალითად, არც კი გაცივდებით, თუ თირკმელზედა ჯირკვლის რომელიმე ჰორმონის , თუნდაც ლატენტური პრობლემა არ არის. ჰორმონული სისტემის საშუალებით ხდება, ადამიანსა და სამყაროს შორის ენერგიის გაცვლა. მედიცინაში ასეთი გამოთქმაა——-ჰორმონების საშუალებით ადამიანის უჯრედები და ორგანოები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ხოლო ადამიანის ქცევით, მოქმედებით, საუბრის მანერით და წერის სტილით, მისი ჰორმონული სტატუსის დადგენა შეიძლება. ფიჭვისებური ჯირკვალი ,როგორც ქმნის, ისე აკონტროლებს მნიშვნელოვან ჰორმონებს. ჰორმონებით ადამიანი ქმნის საკუთარ ენერგიას. ჰორმონების საშუალებით ადამიანი გასცემს ჭარბ, უვარგის ენერგიას. ჭარბი და არასაჭირო ჰორმონი გადის და საჭირო იქმნება. აბსურდია ნებისმიერი დაავადების მკურნალობა , ჰორმონალური მიზეზის დადგენის გარეშე. ნებისმიერი დაავადების უკან, ერთ-ერთი დიდი მიზეზი——ჰორმონული პრობლემა დგას. ენდოკრინული სისტემის კარდინალური ორგანოებია—1——-ჰიპოფიზი 2—–ჰიპოთალამუსი 3—-ეპიფიზი ანუ ჯალღუზისებრი ჯირკვლი, რაზეც ახლა ვასაუბრობ. შემდეგ მოდის მათი ქვემდებარე ჰორმონალური ჯირკვლები და ეტაპები. რომლებიც უამრავჯერ მაქვს დეტალურად ახსნილი. მაგალითად, ჰიპოფიზზე დაყრდნობილია ——–ფარისებრი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილი და სასქესო ჯირკვლები . ადამიანი საფუძვლიანად ვერასოდეს ვერ მოირჩენს ფარისებრის დაავადებებს , სასქესო ჯირკვლის პრობლემებს და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნაწილზე ჩამოკიდებულ უამრავ დაავადებას — წნევის ჩათვლით ——თუ ჰიპოფიზის და ეპიფიზის კონტროლი და მკურნალობა არ მოხდება .ყველა , დარღვეული ჰორმონული პროცესის უკან დგას ამინომჟავების დისბალანსი და რღვევა. უკიდურესი აბსურდია , საერთოდ, მაგალითად, ჩიყვზე ან დიაბეტზე ან ჭარბ ქოლესტერინზე ან ჭარბ წონაზე ან ინსულინრეზისტენტობაზე ან ღვიძლის დაავადებაზე და კიდევ უამრავ დაავადებაზე , მკურნალობა კი არა საუბარიც კი, ამ სამეულის ——-ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის და ფიჭვისებური ჯირკვლის და მათი ქვემდებარე ეტაპების სხვა ჯირკვლების და მათგან წარმოებული ნივთიერებების გააზრების და მკურნალობაში ორიენტირის გარეშე.
განვიხილავ ფიჭვისებური ჯირკვლის ფუნქციებს. თუ ზედმეტად გააქტიურებულია ეს ჯირკვალი, სქესობრივი მომწიფება დაქვეითებული და დაგვიანებულია. ფიჭვისებური ჯირკვალი მთლიანად კურირებს მენსტრუალურ ციკლს. ის მთლიანად აკონტროლებს ჰიპოფიზის წინა წილში გამომუშავებულ გონადოტროპულ ჰორმონებს ,კონკრეტულად—–პროლაქტინს და ასევე—– მალუთეინიზირებელ და ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონებს. ფოლიკულომასტიმულირებელი ავითარებს——-საკვერცხეს და სპერმატოზოიდებს. კაცებს ეს ჰორმონი სულ ყოველთვის აქვთ. ქალებში კი, მხოლოდ მენსტრუაციის დროს გამოჩნდება. ასევე, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, კაცებში მუდმივადაა, ქალებშიკი, მენსტრუაციის დროს იჩენს თავს. ეს ჰორმონი წარმოქმნაში ეხმარება კაცის მთავარ ჰორმონს———-ტესტოსტერონს. კაცების არა მარტო მამაკაცური პოტენციის პრობლემა, არამედ ყველა პათოლოგია ტესტოსტერონის დარღვევით იწყება. ეს რომ არ მოხდეს , ამისთვის ეპიფიზი ჯანმრთელი უნდა იყოს. გამრავლება, განაყოფიერება, სექსუალური შესაძლებლობები ორივე სქესში გონადოტროპულ ——ამ ჰორმონებზეა დამოკიდებული . ისინი კი პრობლემური ეპიფიზის დროს ვერ ან ცუდად ფუნქციონირებენ. პედიატრიული კონტიგენტის სრულფასოვანი განვითარება ეპიფიზზეა დამოკიდებული. პედიატრი ამასთან დაკავშირებულ ვარიაციებს ხშირად უნდა არკვევდეს მშობელთან. ბავშვის ეპიფიზის ანუ ჯალღუზისებრი ჯირკვლის ანუ ფიჭვისებური ჯირკვლის ჰიპოფუნქცია იწვევს პათოლოგიებს და ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას. ჰიპერფუნქცია კი იწვევს ბავშვების ზედმეტად გასუქებას .ფიჭვისებური ჯირკვლის ფუნქციის სულ მოსპობა კი , იწვევს როგორც ბავშების ისე ზრდასრულების ძლიერ გახდომას. ზედმეტად მსუქანი ბავშვით აღფრთოვანება, უცოდინარობა და ჩამორჩენილობაა. ეს როგორც თიმუსის ფუნქციის დარღვევა და ლიმფატიკურ— ჰიპოპლასტიკური დიათეზია, ასევე, საწყისი მიზეზი და დარღვევაა ფიჭვისებურ ჯირკვალში. რაც 40 წლიდან მაინც, აუცილებლად გამოვლინდება ჰორმონული მოშლით და სხვადასხვა , რთული დაავადებით. ერთ-ერთი ეს ჯირკვალია, რაც ჭარბად ქმნის ენდორფინებს——-ბედნიერების ჰორმონებს . ენდორფინები ასევე არეგულირებენ ტკივილებს. თუ ეს ჯირკვალი ნორმაშია, ადამიანს ადვილად არ ატკივდება არც კბილი, არც გული და არც სხვა რამ, თუნდაც წელი ან თავი. სწორედ ჯალღუზისებრი ჯირკვალი ანუ ეპიფიზი ანუ ფიჭვის ჯირკვალი გამოყოფს მელანინს. ანუ კანის პიგმეტაციაც ბევრად არის დამოკიდებული მასზე და ვიტილიგოს და ალბინიზმის განვითარება-არგანვითარების ეტაპებიც. ფიჭვისებურ ჯირკვალთანაა მექანიზმით სრულად მიბმული———-ტემპერატურის პრობლემა, კონცენტრირება, მეხსიერება, გონება, ინტელექტი, შემეცნება . ფიჭვისებური ჯირკვლის მთავარი სამუშაოა ჰორმონების———-სეროტონინის და მელატონინის შექმნა. მელატონინი უმნიშვნელოვანესი თემაა და ქვევით ვისაუბრებ. ძალიან უხერხულიც კია, თანამედროვე ადამიანმა მეტი არ იცოდეს მელატონინის საოცრებების და ფიჭვისებური ჯირკვლის , საერთოდ, არსებობის შესახებ. სეროტონინი ქმნის ენერგიას და კუნთების ტონუსს. მელატონინი კი ამშვიდებს და ქმნის სექსუალური შესაძლებლობების ბალანსს. ვიცი ბევრს მელატონინი, პრიმიტიული აღქმით, მხოლოდ, საძილე საშუალება ჰგონია . სექსუალური ცხოვრების მოშლა მთლიანად უკავშირდება დაზიანებულ ფიჭვისებურ ჯირკვალს .ეს ჯირკვალი მთლიანად აკონტროლებს სასქესო ჯირკვლების განვითარებას და მათ ჰორმონებს. ეპიფიზი აკონტროლებს სასიცოცხლო გლობალურ პროცესს————–თირკმელზედა ჯირკვლის მიერ კორტიკოსტეროიდების გამოყოფის მექანიზმებს .საუბარია-გლუკოკორტიკოიდებზე და მინერალოკორტიკოიდებზე————კორტიზოლზე, ალდოსტერონზე, დექსამეტაზონზე, კორტიკოტროპინზე, ჰიდროკორტიზონზე და სხვა. ანუ საუბარია მთელს ენდოკრინოლოგიაზე , ნერვულ სისტემაზე და ყველა ორგანოს მუშაობაზე. ამათგან, მაგალითად, მარტო კორტიზოლი რომ ავიღოთ. ჭარბწონიანი თუ გამხდარი ადამიანების ცხოვრება, თავისი ჯანმრთელობის პრობლემებით, მოშლილი ინსულინრეზისტენტობით, ჭარბი ქოლესტერინით, დიაბეტით, გულის თუ კუჭ-ნაწლავის, ასევე სახსრების და კიდევ უამრავი დაავადებებით ,მთლიანად არის დამოკიდებული კორტიზოლის მდგომარეობაზე. ფიჭვისებურ ჯირკვალთანაა დაკავშირებული———–მხედველობა, კოორდინაცია, დამბლები, მეტყველება, ანთებები, თრომბის წარმოქმნის სისწარაფე, როგორ გაუმკლავდება ადამიანი სტრესს . აღელვებისას მიიღებს თუ არა ინსულტს ან ი ნფარქტს, ეს მთლიანადაა დამოკიდებული ეპიფიზზე.
საუბრობ მელატონინზე , ეს ნიშნავს საუბრობ ეპიფიზის ანუ ფიჭვისებური ჯირკვლის ანუ ჯალღუზისებრი ჯირკვლის მთავარ ფუნქციაზე. მელატონინს——- ქმნის ეპიფიზის უჯრედები-პინეალოციტები. მელატონინი განსაკუთრებით კურირებს საშვილოსნოს და სათესლე ჯირკვლებს. ძილი და გაღვიძება მასზე ა დამოკიდებული. როცა მოზარდებში მელატონინის პრობლემაა, მაშინ სიმსივნეები სასქესო ჯირკვლებშია. მასზეა დამოკიდებული როგორ მომწიფდება ადამიანი სქესობრივად. აკონტროლებს ——მენსტრუაციას, სექსუალურ ქცევებს, ხასიათებს, ემოციებს, განწყობებს .მელატონინის შესწავლის შემდეგ მედიცინის მეცნიერებამ, ეპიფიზს თამამად უწოდა —— ნეიროენდოკრინული გადამცემი. ის მართავს ადამიანის ბიოლოგიურ დროს. დავაკონკრეტებ, ფიჭვის ჯირკვლიდან გამოიყოფა———–მელატონინი, ნორეპინეფრინი, სეროტონინი, ვაზოპრესინი, ჰისტამინი, ოქსიტოცინი, სომატოსტატინი, პროლაქტინი. ესენი არიან გრანდიოზული სასიცოცხლო ფენომენები. სომატოსტატინზე ხშირად ვსაუბრობ. ყველა დაავადების გართულების დროს, ასევე სიმსივნების დროს , სიცოცხლე შენარჩუნდება მისი დასტაბილებით . როგრც ხედავთ ფიჭვისებური ჯირკვლიდან გადაიშლება მთელი ენდოკრინოლოგია .რადგან , ეს ჩამოთვლილები ახორციელებენ სასიცოცხლო , ყველაზე მნიშვნელოვან ბიოქიმიურ ოპერაციებს———–ჰიპოფიზში, ჰიპოთალამუსში, სასქესო ჯირკვლებში, ფარისებრში. ეს სასიცოცხლო ფენომენები ბევრჯერ დამიხასიათებია დეტალურად. ძალიან მოკლედ ისევ ავღწერ. ეპიფიზი—————– ჰიპოფიზთან, ჰიპოთალამუსთან , თირკმელზედა ჯირკვალთან და ღვიძლთან ერთად , კარდინალურ სასიცოცხლო ფაქტორებს ასინთეზებს, აკონტროლებს და მართავს. ეს ფაქტორები უძღვებიან ადამიანის სიცოცხლეს.
კორტიზოლი———-თუ ის მომატებულია———————–მაშინ წონა ჭარბია, პულსი აჩქარებულია, არტერიები შევიწროებულია და თრომბწარმოქმნას დიდი შანსი აქვს; კაცის პოტენცია დაქვეითებულ;ია; კუჭ-ნაწლავის პრობლემებია, შებერვა და გაზები დ ა ოფლიანობაა, დეპრესია და უძილობაა. ; ღვიძლი დაზიანებულია; დიაბეტის გაჩენის უდიდესი შანსია, რადგან ის აკონტროლებს შაქარის ცვლას; წნევის მატებაა, ქალებში ჭარბთმიანობაა. მეტი კორტიზოლი —– ინსულტის მეტი შანსია. მენსტრუაციის დ არღვევაა, ოსტეოპოროზია. შეიძლება , ყველა ჩივილი ერთ ეტაპზე და ერთად არ იყოს.
სომატოსტატინი————მხოლოდ მას შეუძლია შეაჩეროს სომატოტროპინის მავნეობები. დაქვეითებული სომსტოტროპინი უამრავი დაავადებებია, მომატებული კი სიმსივნეებია. ნორმდან გადახრილ სომატოსტატინს ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის დაავადებები სიმსივნეებამდე მიჰყავს.
პროლაქტინი—————-მომატებული პროლაქტინი————————- წარმოშობს აუტოიმუნურ დაავადებებს. ადამიანი სუქდება ,მხედველობა ქვეითდება, ჰოპოფიზში ადენომა ჩნდება; ჰიპოთირეოზია, საკვერცხეების პოლიკისტოზია ,მენჯის ღრუს ორგანოების ანთებებია ;თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაა ,რომელიც სიცოცხლის წლებს ამცირებს; მენსტრუაციის დარღვევაა; უნაყოფობაა, კაცების ლიბიდოს დაცემაა, ღვიძლის დაზიანებაა.
ალდოსტერონი——-ალდოსტერონის ნორმა ნიშნავს ნორმალურ წნევას. დაზიანებული თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს ბევრ ალდოსტერონს. მაღალი, დაუმორჩილებელი წნევის მიზეზი ალდოსტერონია. მისი მომატების დროს ნატრიუმი და სითხე შეკავდება, კალიუმი იკარგება და შეშუპებაა. ალდოსტერონის მომატება მაღალი წნევის ყველაზე ხშირი მიზეზია.
აკატეჰეზე —————-ანუ ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონზე სულ ვსაუბრობ. კლიმაქსს და მის ფონზე განვითარებულ დაავადებებს ვერ მართავ ამ ჰორმონის კონტროლის გარეშე. კორტიზოლს ვერ დაარეგულირებ . შესაბამისად ,ვერ დაარეგულირებ-დიაბეტს, სიმსუქნეს, ფარისებრს და ბევრი ორგანოს დაავადებას. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობებს და მის დაავადებებს ვერ შეაკავებ .ბევრი კიბოს წინ, მათ შორის ფილტვის , პანკრეასის, ფარისებრის კიბოს წინა ეტაპზე აკატეჰე ყოველთვის მომატებულია ნორმის ზევით. მისი კონტროლით სიმსივნეების აცილება შეიძლება.
როგორც ვთქვი, ეპიფიზი ქმნის ჰისტამინს. ეპიფიზის სიმტკიცეზეა დამოკიდებული ჰისტამინი დარჩება ალერგენად და ალერგიულ დაავადებად ორგანიზმში, თუ გამოძევდება ღვიძლის მიერ. ანუ ეგზემა ან ასთმა ან რინიტი ან სხვა ტიპის ალერგია, გაუგრძელდება ადამიანს ქრონიკულად ან თუ მორჩება სამუდამოდ. ანუ ეგზემა ,ასთმა ან ქრონიკული რინიტი ან ასთმური ბრონქოსპაზმები რომ გაქვს, ეს——————————-სხვა პრობლემებთან ერთად, უპირველესად ,ეპიფიზის დაზიანებაა. თუ არ მოხდება ამ დაავადებების სიღრმისეული გაანალიზება , ჰორმონების და ჯირკვლების გლობალური გააზრება ,სულ მხოლოდ ანტისჰისტამინურების და ანტიბიოტიკების გამოყენებით ———–ციტოკინური ლეიკოტრიენების მეტი გადახრა განვითარდება და საბოლოოდ ზიანდება სომატოსტატინი და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. თუ სიმსივნეს აცდება ადამიანი ამ დროს, თირკმლეზედა ჯირკვალი მაინც ზიანდება გამოუსწორებლად და ორგანოების თანდათან გადაგვარება ხდება.
მელატონინი როცა სისხლში შეაღწევს ადამიანს ეძინება. ის ასტიმულირებს იმუნიტეტს და კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებების ჩამონათვალშია. მელატონინის წარმოქმნაზე მუშაობენ ეპიფიზის უჯრედები და მას ქმნიან ამინომჟავა ტრიფტოფანიდან. ტრიფტოფანი, სეროტონინის ნეირომედიატორსაც ქმნის. მელატონინი სეროტონინის ინდოლური პროდუქტია. მელატონინი სეროტონინის შუალედური რგოლია. ის არის ენ აცეტილ -5მეთოქსიტრიპტამინი. მელატონინი გამომუშავდება ასევე——-თვალის ბადურაში ,კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში. სავარაუდოდ, ამ ცენტრებში ეპიფიზის რეცეპტორების სიჭარბეა. ყველა ეს მეტაბოლიზმის რეაქციები ღვიძლში მიდის. ეპიფიზი მელატონინის საშუალებით აკონტროლებს—————-წნევას, ძილს, ტკივილებს, კუჭ-ნაწლავს; აჩერებს დაბერებას ,აძლიერებს იმუნიტეტს, ბლოკავს სიმსივნეებს. მელატონინის შემცირება იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გაზრდას, შედეგად პოლიკისტოზურ საკვერცხეს და ჰიპერესტროგენიზმს. ამ ფონზე ჩნდება საშვილოსნოს ფიბრომა .ხოლო თუ ეპიფიზის ჰიპერფუნქციაა, ეს იწვევს ჰიპოესტროგენიზმს და შესაბამისად ფრიგიდულობას, ოსტეოპოროზს, ძვლის ადვილად ტეხვას, ხერხემლის დაზიანებას. ესტროგენების რიცხვის მერყეება და მისი პრობლემა ეპიფიზიდან მოდის. უარავი ქალის ბევრი პრობლემის სათავე ესტრგენებშია. ეპიფიზის პრობლემის გარეშე ქალის ესტროგენები პრობლემური არ გახდება. შესაბამისად, ქალი ვერ მიიღებს ვერც ჩიყვს, ვერც ოსტეოპოროზს, ვერც სახსრების დაზიანებას. გაურკვეველ და არასაჭირო ვითარებებში არ უნდა ჩავიკარგოთ. ამ მექანიზმების უცოდინარობას ძალიან ბევრი ადამიანი მიუყვანია კიბომდე და სიკვდილამდე. შველა და ამ პროცესების მართვა ნამდვილად შეიძლებოდა. ამ დროს სამკურნალო ვითარების განხილვა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ბრძოლა ეპიფიზიდან უნდა დაიწყოს. თუ ეპიფიზზე არ იქნება აზროვნება და კორდინაცია , ძალიან ბევრი ტიპის კიბოს აცილება ვერ მოხდება. მითუმეტეს, ვერ მოხდება ისეთი დაავადებების გართულებების შეჩერება როგორიცაა—–სახსრების,დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის, ხერხემლის, ოსტეოპოროზების, ქოლესტერინის სიჭარბის, ინსულტ-ინფარქტის, მხედველობის პრობლემების, დეპრესიის, სკლეროზის, კიბოს და სხვა. მაგალითად, ჩიყვის დროს მარტო ფარისებრში არ უნდა გავეჭედოთ აზროვნებით. რადგან ,ფარისებრი ჯირკვალი ————-ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის და ეპიფიზის ქვემდებარე, ქვედა ეტაპის ჯირკვალია. სწორი მკურნალობა როგორ შედგება , თუ სისტემა მთლიანად არ გავაკონტროლეთ და სათავო მიზეზები არ გავითვალისწინეთ.
მელატონინის პირდაპირ მიღება დაუშვებელია ექიმის გარეშე. რადგან, არ იცით ეპიფიზის ჰიპოფუნქცია გაქვთ თუ ჰიპერფუნქცია. როდის უნდა გამოიკვლიო მელატონინი?———ძილის დარღვევა, დეპრესია, იშემია, ,მენსტრუაციის დარღვევები, სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, შფოთვა, აფექტური აშლა ფსიქიკის. თუ მისი მიღება საჭიროა და ვერ იღებთ, იმუნიტეტი ვერ გაძლიერდება, წნევას ვერ დააბალანსებთ, კიბოსგან თავს ვერ დაიცავთ, მაგნიტური დღეების დროს ინსულტის აცილება გაჭირდება. თუ ეპიფიზი ჯანმრთელია და მელატონინს რითმულად ქმნის ,მაშინ ის აუცილებლად შეაჩერებს ———-სიკვდილს,დაბერებას, მძიმე დაავადებას; აამაღლებს იმუნტეტს, შთანთქავს და ანეიტრალებს კიბოს უჯრედებს; აჩერებს ალცჰაიმერს. მელატონინის შემცირების დროს ,ღვიძლი კარგავს უნარს, ალბუმინის სრულყოფილად წარმოქმნის. ცილა ალბუმინი, მინერალების და ვიტამინების იონების გადამტანია. ღვიძლმა უნდა შეიწოვოს ეს იონები , ალბუმინმა გადაიტანოს და მიიტანოს იმ უჯრედებში , სადაც ამ მინერალების დეფიციტია. თუ ეპიფიზის ჰიპოფუნქციაა მელატონინის პროდუქცია შემცირებულია და მინერალებისგან და ვიტამინებისგან ორგანოები იფიტება და თანდათან კვდებიან. მიუხედავად იმისა, კარგად იკვებება თუ არა ადამიანი ამ დროს . რადგან, ამ დროს ღვიძლის ბევრი ფუნქცია პარალიზებულია და ღვიძლი ვერ აწვდის იონებს ალბუმინს , რომ მან უჯრედებში გადაიტანოს . შეიძლება ამ დროს ექოს დასკვნის, მხოლოდ, ზედაპირული გააზრებით გითხრან ,რომ ყველაფერი წესრიგშია ,მათ შორის ღვიძლიო. ამიტომ ვერ იქნება მკურნალობა ხარისხიანი, თუ ყველა შემთხვეავში ჰორმონების და მათი შემქმნელი ჯირკვლების გააზრებით არ ვმართავთ დაავადებებს. ღვიძლის რეალური მდგომარეობის ამსახველი რეტროსპექტული ბიოქიმია და ფიზიოლოგია, სწორედ ჰორმონალური პროცესების დეტალური გააზრებით მეტად აღიქმება.
. დეპრესიის სწორი მკურნალობა იწყება ეპიფიზის ფუნქციების გაშიფრვით , მის ჰორმონებზე გადევნებით და დაბალანსებით და არა ანტიდეპრესანტ——–ანტიფსიქოტიკებით, რომლებიც თავად არიან ეპიფიზის სულიერი და ფიზიკური სიცოცხლის გამომწოვები. დეპრესიის სათავე ფიჭვისებურ ჯირკვალშია. ყველაფერი რაც სულიერებას უკავშირდება ამ ჯირკვალზე გადის.
არ გამოიყენოთ მელატონინი ექიმის გარეშე. ის რეალურად სასიცოცხლოა . ასევე ძალიან საშიშიც, თუ საჭიროება არ არის მისი. მითუმეტეს , არ გამოიყენოთ ექიმის გარეშე ახალგაზრდებში. რადგან, თუ ზუსტად საჭირო არ არის ახალგაზრდაში, შეიძლება, სასქესო ორგანოების სიმსივნე გამოიწვიოს. ხოლო თუ საჭიროა სიცოცხლეს იხსნის, რადგან ბლოკავს ძალიან ბევრ სიმსივნეს .არცერთი მედიკამენტი არ გამოიყენოთ ექიმების გარეშე. გაუაზრებლად მიღებული, ინტერნეტში მოწონებული, ვიღაცისგან გადმოწერილი ან ნაცნობისგან ნასწავლი წამალი ერთი ადამიანისთვის ელექსირიც რომ იყოს ჯანმრთელობის , მეორე ადამიანისთვის ,შეიძლება , ძლიერი შხამი აღმოჩნდეს. არ გააპრიმიტიულოდ მედიცინა,ის ურთულესი მეცნიერებაა სიცოცხლის შესახებ. .მედიცინა სამყაროს ამოცნობის დიდი ხელოვნებაა. უკიდურესად პრიმიტიულია შეკითხვა———ეს წამალი რას უხდება.
ეპიფიზი გამოყოფს დიმეთილტრიპტამინს. ის გამოიყოფა თვალების ინსტიქტურად და არა გამიზნულად სწრაფი მოძრაობის დროს , ასევე ძილის დროსაც, სიზმრების პერიოდში .იქმნება, ასევე სპაზმის დროსაც. დიმეთილტრიფტამინი ნარკოტიკია .სხვადასხვა ქვეყანაში , წარსულში სარიტუალოდ იყენებდნენ .მას სულის მოლეკულას ეძახიან. ამერიკულ სამეცნიერო ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, ბევრგანაა აღწერილი მისგან გამოწვეული ჰალუცინაციის მრავალი ვარიანტი. ეს ნივთიერება არის ჰალუცინოგენი. ანუ ფანტასტიკანტი. ადრე ფსიქიატრიაში გამოიყენებოდა იშვითად— თერაპიისთვის. ახლა კანონით აკრძალულია. მას ეპიფიზი ჭარბად გამოყოფს ადამიანის დაბადების და სიკვდილის მომენტში. რომ ის უმტკივნეულოდ გადავიდეს სხვა განზომილებაში. გამოიყოფა ნარკოტიკით კაიფის დროს. პლანის მოწევის ან ნარკოტიკით კაიფის დროს, ადამიანის ტვინი ხელოვნურად გადადის სხვა განზომილებაში. რაც იწვევს ეპიფიზის გამოუსწორებელ დაზიანებას და სასიცოცხლო ფსიქიკური,სულიერი ენერგიის ძლიერ შემცირებას . ეს ნივთიერება , ჯანმრთელი ეპიფიზის ფონზე რაც მეტი გამოიყოფა—–ჯანსაღი ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია. ნარკოტიკის მიღების ან პლანის მოწევის დროს გამოყოფილი კი, პირდაპირ ხელისმომწერია ადამიანის სიკვდილის სამზადისზე. არანარკომან , ჯანმრთელი ეპიფიზის ფონზე გამოყოფილი ეს ნივთიერება , ჯანსაღი სიცოცხლის გარანტია. ხოლო ნარკომანში ხელოვნურად გამომუშავებული ეს ნივთიერება ღვიძლს შლის და სიკვდილს აჩქარებს. ნარკოტიკისგან დაზიანებულ ღვიძლში შეუქცევადი პროცესები მიდის, რადგან ეპიფიზში სულიერი, ფ სიქიური ენერგია მინიმალური რჩება. რაც მეტხანს შეძლებს ეპიფიზი დიმეთილტრიფტამინის გამოყოფას , მით მეტს იცოცხლებს არანარკომანი ადამიანი . რადგან, მას ექნება ბუნებრივი სულიერი და ფსიქიკური ენერგია. ადამიანი ცოცხლობს და აზროვნებს მხოლოდ , ეპიფიზიდან მიღებული ბუნებრივი სულიერი , ფსიქიკური ენერგიით. რასაც სამყაროდან ეპიფიზის საშუალებით იღებს. სანამ ადამიანს აქვს სამყაროდან ეპიფიზის გზით მიღებული ფსიქიკური—–სულიერი ენერგია, მანამდე ცოცხლობს, ჯანმრთელობას ინარჩუნებს და აზროვნებს. როცა იწურება ფსიქიკურ-სულიერი ენერგია მთავრდება ადამიანიც .ამოწურულია ეს ენერგია ფსიქიკური დაავადების მძიმე ფორმების დროს. შემცირებულია დეპრესიის დროს. დეპრესია სწორი მიდგომებით წარმატებით იკურნება. მაგრამ, სწორი მკურნალობა არ არისის ანტიდეპრესანტები, გარდა მწვავე ხანმოკლე პერიოდისა. ბოლომდე გარკვეულია ,დეპრესიის დროს რა ნივთიერებების დეფიციტია და რომლების სიჭარბე. დასადგენია, მხოლოდ , ნივთიერებათა ინდივიდუალური გადახრები .
ადამიანის ნებისმიერ პათოლოგიაში , საწყისი არასოდეს არ არის ანატომია . ყველა პათოლოგია იწყება ცნობიერებაში ბზარით, რაც მაშინვე აისახება ჰორმონულ ცდომაზე. ანატომია— ფიზოლოგიურ პათოლოგიურ ცდომას წინ უძღვის სულიერი პროცესების გაუარესება. გამოფიტული ეპიფიზით რამდენადაცაა დაზიანებული ადამიანის სული ,იმდენად ძლიერია დაავადებები. შინაგნად შემკრთალი, შეშინებული ადამიანი ვერ მორჩება დაავადებებისგან. შფოთვიდან დაწყებული, ფსიქიკის უფრო ბევრად რთული პრობლემების გადაწყვეტა ეპიფიზის არეალში ხდება.
ამ ქვეყნად ადამიანის ვალდებულებაა ——იყოს კარგი ,კეთილი, მოაზროვნე პიროვნება. თუ ადამიანი ——————————რეალურად ვერ აზროვნებს, ტყუილებს ამბობს, არასამართლიანია, შურიანი და ბოროტია, ტენდენციურია, ჰიპერტროფირებული ეგო აქვს და მხოლოდ თავის განდიდებაზე ფიქრობს; სიკეთის კეთება არ შეუძლია ;მდიდრდება და სხვის სიღარიბეს ვერ ხედავს; ელიტარული არჩევანით ჭამს და სხვისი შიმშილი არ ედარდება; სხვა ადამიანში კარგ თვისებებს ვერ ხე დავს ;სხვისი სიბრალული არ შეუძლია; პრობლემური ადამიანები არ ეცოდება; მადლიერების შეგრძნება არა აქვს ; სხვისი შრომის დაფასება არ შეუძლია ————-ასეთ ადამიანს მესამე თვალის ჩაკრები დაკეტილი აქვს და ის ცნობილი პიროვნებაც რომ იყოს, სულიერი იდიოტიის მაგალითს წარმოადგენს . გოეთესეული გონების თვალი დახშული აქვს და სულიერი ინტერპრეტაციის სიბრმავე ს განიცდის . დაკეტილი სულიერი ჩაკრების გახსნა, ამ ადამიანის გზაა საკუთარი ჯანმრთელობისკენ. რადგან , სამყარო ბალანსის თეორიას მყარად იცავს———-თუ არ იქნები კეთილი ვერც სიკეთეს მიიღებ. ფიჭვის ჯირკვალს ——–მესამე თვალის ჩაკრებს, ყველაზე მეტად აჯანსაღებს სიკეთის მატერიალური გაცემა და დადებითი მუხტების გადაცემა თბილი სიტყვებით.
ფიჭვის ჯირკვალს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის მკაფიოდ ამუხრუჭებს ეს კატეგორიები———-ნეგატიური მეხსიერება, ნეგატიური აზრები; დაცინვა ,რომლის დროსაც ეპიფიზი ეყინება ——–როგორც დამცინავს , ისე შეურაცხყოფილს. ყველა პრობლემის დროს ქვეითდება სულიერი ენერგია, მაგრამ , დაცინვის დროს სულიერი , ფსიქიკური ენერგია მყისიერად დადის მინიმუმზე. ასევე ფიჭვის ჯირკვალს ამუხრუჭებს——– შური, სიძუნწე, შურისძიების გრძნობა, მადლიერების გრძნობის დეფიციტი, გულთბილი მეგობრების ნაკლებობა .მითითებულია, რომ მას განსაკუთრებით ა ზიანებს ბე ჯგუფის ვიტამინები ს შიმშილი. ა მიტომ ჰქვია ბე ჯგუფის ვიტამინებს ნევროლოგიური . ფსიქიკის სიჯანსაღისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ბალანსის ზუსტად დაცვა .რადგან ვიტამინების ნაკლებობა ასუსტებს და დაავადებებს იწვევს, ხოლო მეტობა ხშირად სიმსივნის წინაპირობაა.
ეპიფიზს ასტიმულირებს——————-მზე, მეტი სინათლე, ნათელი შუქები, ბევრი ფანჯრები, გახსნილი ფარდები, ნათელი ოთახები .საწოლს აუცილებლად უნდა ეცემოდეს ბევრი მზის სხივი. განსაკუთრებით, ბავშვების და ხანდაზმულების საწოლებს. ამ ეტაპზე ეპიფიზის სტიმულირება განსაკუთრებით აუცილებელია ორგანიზმისთვის და რატომ? სამყაროში 2002 წელს, მეცნიერთა ცნობით კვანტური გადასვლა დამთავრდა . ახლა ვართ დასკვნით, ურთულეს ეტაპში. მას ახასიათებს ფიზიოლოგიური და სულიერი ძლიერი რყევები. ა მიტომაცაა ამდენი რიცხვი დეპრესიების, ფსიქიკური აშლილობების და სხვა დაავადებების. ამას უარყოფითად ერთვის დაცემული ეკონიმიკა. ორგანიზმები ანატომიურად და ფსიქოლოგიურად უკიდურესად დაბინძურებულებია. გაწმენდა რეალურად ,ექიმის მიერ ხდება ფიზიოლოგიის დაბალანსებით. მაგრამ , ამისთვის ინდივიდუალურადაც უნდა იმოქმედონ ადამიანებმა მეტი სიცოცხლისათვის. ადამიანი უნდა გაიწმინდოს , როგორც ფიზიკურად ზედმეტი ქიმიისგან, ასევე სულიერად ნეგატიური გრძნობების და აზრებისგან. ისედაც არ არის მედიცინა ისე დახვეწილი ჩვენთან ,რომ ეპიფიზის დონეზე კონტროლდებოდეს ადამიანი. ეს მძიმე ეტაპი კვანტური გადასვლის კი, ყველაზე მეტად ეპიფიზს აწვება. რადგან, მსოფლიოს აღიარებული მეცნიერ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კვანტური გადასვლის ეტაპი ეპიფიზის გზით ხორციელდება ადამიანში. მსოფლიოს ცნობილი ფიზიკოსი ექსპერტები ამ ეტაპის, ადამიანზე სამყაროდან დიდ ზეწოლაზე საუბრობენ. ამიტომ გამოიკვეთა ახალგაზრდების და ზრდასრულების სწრაფი სიკვდილების მაგალითები, რაც წინა საუკუნეებს არ ახასიათებდა, სანამ ბოლომდე არ დაუძლურდებოდა ადამიანი. სწორედ კვანტური გადასვლის სიმპტომებია————ასე მომრავლებული დეპრესია, თავბრუხვევა, ტინიტუსი——–ყურებში შუილი, პულსის სიჩქარე, ცხელებები, კუნთოვანი ჩხვლეტები და დაჭიმვები, ალერგიები, ქაოლესტერინის პათოლოგიური სიჭარბეები, გულის დაავადებები, წონის სიჭარბეები, ადამიანთა წარმოუდგენლად დიდი რიცხვი დიალიზზე , ფარისებრის დაავადებების ბუმი , შაკიკის გაძლიერება და გახშირება, ღვიძლის დაზიანება ,თრომბირებები, ეგზემები, ფსორიაზების გახშირება, ვიტილიგო, კუჭ-ნაწლავის და სახსრების დაავადებების განსაკუთრებული სიუხვე და სხვა. ჯანმრთელად და ფიზიოლოგიურად ვერ გადაიტანს კვანტურ გადასვლას ადამიანი————წყენის, შიშის, შურის, დეპრესიის, სიხარბის, შურისძიების სურვილის, ბოღმის——— ფონზე. თავის გადასარჩენად ჩაეჭიდეთ ფიჭვისებური ჯირკვლის ჯადოსნურ შესაძლებლობებს. მაგრამ, იარაღად გამოიყენეთ ——————თქვენს მიერ სხვა -ადამიანების სიყვარული, მადლიერება, სხვისი შრომის დანახვა და დაფასება; სიკეთე და სიმშვიდე დ ა იყოლიეთ ბევრი გულთბილი მეგობრები . ამით იხსნით თავსაც და სხვებსაც. თითოეული ბოღმა, თითოეული სიძუნწე, საკუთარი ფსიქიკის და ჯანმრთელობის უკანდახევაა. სამყარო ეპიფიზის საშუალებით გაკონტროლებს. მეცნიერება ეპიფიზს უწოდებს თვის ტვინში კვანტური კომპიუტერის ნაწილს. დაუსრულებელი ბოღმა მდაბიოთა სენია და დაბალგანვითარებული ა ზროვნების და გაბზარული ფსიქიკის ნიშანია. გაბზარული ფიქიკიდან იწყება ყველა დაავადება.
თუ პირადი ექიმის მეთვალყურებს ქვეშ არ ხართ , რაც ამ ეტაპზე სასიცოცხლოა, თავად შეეცადეთ გაწმენდის მეთოდებს. ხშირად გამოიყენეთ ჭარხალი. მასში შემავალი ბეტაინი ს გადამწყვეტად სასიცოცხლო თვისებებზე ვრცლად ვისაუბრე. არ არსებობს პრობლემური დაავადება, ბეტაინის დეფიციტის ან მისი ცვლის მოშლის გარეშე . ეპიფიზის გადასარჩენად სასიცოცხლოა ნატურალური კვება. ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე——-შაბლონური, დროს ჩამორჩენილები გირჩევენ შაქრის და ნახშრწყლების სულ ამოღებას და ამაზეა ბევრი საუბრები, რაც დღეს ძველი სტილის ენდოკრინოლოგიის თეორიული ტრენდი გახდა. კვანტური გადასვლის მძიმე ეტაპის გადასატანად, ამერიკული ენდოკრინოლოგიის და ნუტრიციოლოგიის თანამედროვე ექსპერტები გვირჩევენ——–აუცილებელია ნახშირწყლების გამოყენება. მეცნიერები , რთული კვლევების შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე ამბობენ , რომ ძილის წინა საათებშიც კი, განსაკუთრებით აუცილებელია ნახშირწყლების მცირე დოზით მიღება. რომ ეპიფიზმა ძილის დროს მეტი სასიცოცხლო ფსიქიკური , სულიერი ენერგია შექმნას. ყველაფერი ხარისხიანი და ნატურალური აუცილებელია, ოღონდ ზომიერად და ბალანსირებულად. უშაქრო ყავის უმიზნო დამკვიდრებაზე, ამიტომ ვამახვილებ ხშირად ყურადღებას. რადგან , შაქრის დაგვიანებისას და ნაკლებობისას მილიონობით ნეირონი იღუპება ტვინში. მითუმეტეს, რომ უამრავი კეთილშობილი შაქარი არსებობს, რომლებიც დიაბეტისთვისაც კი აუცილებელია . მაგალითისათვის—– სტევია. რომელიც, პირიქით წონის დაქვეითებაზე მუშაობს. თუ მედიტაციას და იოგას ვერ ახერხებთ, მსუბუქი, დაბალ ხმაზე სასიამოვნო მუსიკა იმავე შედეგებს აღწევს. თუ ადამიანს ძალიან მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა მოსწონს, ეპიფიზის და ფსიქიკის პრობლემა დგას . მუდმივად აძლიერეთ და აკეთილშობილეთ ეპიფიზი ——-სიკეთის გაცემით, მადლიერებით ,სხვისი დახმარების კეთილი სურვილებით . გაიკონტროლეთ ამინომჟავები და ჭამეთ ის საკვები, რასაც მათი ბალანსის დიაგრამა მოითხოვს უფრო მეტად. რადგან , ამინომჟავების გრაფიკულ ფორმულებში წინასწარ არის ჩაწერილი, თქვენი სიცოცხლის ისტორია დაბადებიდან სიკვდილამდე . მსოფლიოს ყველა გენიოსმა ყველა დროში დაასკვნა, რომ ეპიფიზი არის კარიბჭე ,საიდანაც სამყაროს და უფლის სურვილები და კეთილი საწყისები შემოდის ადამიანში. ნუ მოდუნდებით .იყავით კრეატიული . გქონდეთ მუდმივი გეგმები და სურვილები საქმის კეთების და სიახლეების გაცნობის. მთავარია, ტვინი სულ გეგმავდეს და მუშაობდეს. დიდ ბიზნსმენებთან შეხვედრის დაანონსებაც და ბოსტანში ნიახურის კვალის გაკეთების დაგეგმვაც გეგმაა . ამ დროს, ორივე შემთხვევაში მუშაობს ეპიფიზი ჰარმონიულად. რისი შედეგიც ჰორმონების ადექვატური ბალანსია. ეს კი ნიშნავს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
ეპიფიზის გაჯანსაღებისთვის მელატონინის შემცველი საკვები არ უნდა დავივიწყოთ——–პომიდორი, პარკოსნები, კენკროვანი ხილი, ,ბანანი, ფხალეული, თხილეული, მარცვლეული ,სუფთა წყალიდა სხვა.
ეპიფიზს განსაკუთრებით აკნინებს————————- ფტორის და საერთოდ, მძიმე მეტალების დაგროვება ;გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინები ,პირის ღუს სავლები სითხეები ,ნარკოტიკი, მარიხუანა, ზედმეტი ალკოჰოლი, აგრესიები, კამათი, ბრაზი, ფსიქოტროპული მედიკამენტები ,განცდა, ადამიანების დავიწყება, გულისმკვლელი სიტყვები შენკენ და შენი მხრიდანაც; ხელონური კვება ,ელექტრომაგნიტური ტალღები მაღალ ხმაზე———-ტელევიზორის მაღალი ხმა, ტელეფონის მუდამ ტარება და საძინებელში დატოვება.
ისევ დავუბრუნდები ეპიფიზის მიერ ნატურალურად გამოყოფილ დიმეთილტრიფტამინს, უფრო რომ აღიქვათ. ეპიფიზს ბუნებრივად , სულიერად სისხლსავსე ცხოვრების სტილი ააქტიურებს. სწორედ ადამიანების სიყვარულით გაჯერებული აქტიური ცხოვრების ფონზე , მეტად გამოიყოფა ეს ნივთიერება. ფსიქიატრმა სტრასმანმა დაამტკიცა, რომ ეს ნივთიერება ქმნის სიცოცხლის ძალას , რომლის გამოცაა ადამიანი ცოცხალი და აქტიური . მას კი მხოლოდ, ფიჭვისებური ჯირკვალი გამოყოფს . რაც უფრო ჯანმრთელია ჯირკვალი, მით მეტ წლებს იცოცხლებს ადამიანი. .ანუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ ნივთიერების გამოყოფაზეა დამოკიდებული . რისი პროდუქცია მხოლოდ ეპიფიზიდან ხდება. მსოფლიო მეცნიერები დიდი და ხანგრძლივი ცდებით შეეცადენ ამ ნივთერების გააქტიურებას ანუ ინტუიციის და წარმოსხვის ხელოვნურად გაძლიერებას. რადგან , ამ ნივთიერების არეალში ძლიერდება ინტუიცია. მაგრამ, დამტკიცდა, რომ DMT-ს ვერ გააძლიერებ. ის უცებ იშლება ამონიუმოქსიდაზას მიერ. ამიტომ მისი დაგროვება ვერ მოხდება. ის ხელოვნურად, მხოლოდ, პლანის მოწევის და ნარკოტიკით კაიფის დროს გამოიყოფა, რაც ეპიფიზისთვის და მთელი ორგანიზმისთვის მკვლელი პოზიციაა. ის ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად უნდა გამოყოს საჭირო რაოდენობით , ჯანმრთელმა ფიჭვისებურმა ჯირკვალმა. ის სულის მოლეკულაა, როგორც მეცნიერებმა უწოდეს და სულიერად ჯანმრთელ ადამიანებში ადექვატურად გამოიყოფა. ბოროტი ადამიანი ვერც სულიერად და ვერც ფიზიკურად სრულფასოვანი ჯანმრთელი ვერ იქნება. -ადამიანი მანამ არის ჯანმრთელი და იმდენ ხანს ცოცხლობს, სანამ ეპიფიზს მეთილტრიფტამინის ბუნებრივად გამოყოფის უნარი აქვს. ის უნდა გამოიყოს ბუნებრივად ,ჯანსაღი ა,ქტიური კეთილშობილური ცხოვრების წესით. ამიტომ არსებობს პირადი ექიმები, რომ ისინი ამ ნივთიერების ფიზიოლოგიურ წრეს აკონტროლებენ. მეცნიერთა მიერ ამ ნივთიერების ხელოვნურად გამოყოფის მცდელობები კრახით დამთავრდა. პლანის მოწევის ან ნარკოტიკით კაიფის დროს გამოყოფილი ეს ნივთიერება, ყველაზე ძლიერი შემზღუდველია სიცოცხლის წლების . რადგან კაიფის დროს ადამიანი სხვა განზომილებაში გადადის და ეს ამ სამყაროს წესებს უგულვებელყოფს. ამას კი , ამ სამყაროს კანონები არ გაპატიებენ. ყველა ნარკოტიკი სასიკვდილოა. შეიძლება ერთხელ გასინჯულმა ნარკოტიკმა , სამუდამოდ დააზიანოს ეპიფიზი და მასზე სულიერად და ბიოქიმიურად დამოკიდებული ღვიძლი გამოსწორებას აღარ დაექვემდებაროს. ნარკომანის ნაადრევ სიკვდილს, სწორედ ეს ნივთიერება აჩქარებს. რადგან, მისი ხელოვნურად გამოყოფა ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.
ეპიფიზი ბატონობს ჰორმონებს . თუ ეპიფიზი ჯანსაღი ვერ იქნება, ვერცერთი დაავადება სრულყოფილად ვერ მორჩება. რადგან, ადამიანს მართავს ჰორმონები. ჰორმონული ცდომის გარეშე არ არსებობს გაციებაც კი. ჰორმონების კონტროლის გარეშე არცერთი დაავადება ვერ მორჩება სრულყოფილად. რადგან, დაავადებებს მხოლოდ ნაცდური ან დაზიანებული ჰორმონები იწვევენ. ყველა დაავადების მკურნალობის დროს პირველი სამიზნე ჰორმონების ბალანსის აღდგენა უნდა იყოს. ჰორმონებზე აქცენტი მარტო მაშინ კი არ უნდა გავაკეთოთ, როცა კაცს ლიბიდო ჩაუკვდება ან ქალს მკერდი დაუზიანდება ან ბეწვის ბუჩქნარი მოეფინება ნიკაპზე. არამედ მკურნალობის მუდმივი ორიენტირი უნდა იყოს.
ფიჭვის ჯირკვალი თუ ჯანსაღად ვერ არის, ის ახდენს ზედმეტი ფტორის დაგროვებას. ზედმეტი ფტორი თუ რა სასიკვდილო ზიანს აყენებს ადამიანს, ამაზე იყო ჩემი ვრცელი რეკომენდაცია . დადგენილია, რომ ფტორის მატება იწვევს ეპიფიზის სრულ დეგრადირებას. ფტორი ჩაკირავს ეპიფიზს და ხშირადად ძილის მოშლა ხდება. ძილის დარღვევით —— ადამიანების უმრავლესობას ეს პრობლემა აქვს. მეცნიერთა ბევრი უახლესი სამედიცინო შრომა არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჭარბი ფტორი ფიჭვსებურ ჯირკვალს აკალციფიცირებს. ამის გამო მასიურად არის სქესობრივი სფეროს დაავადებები. კალციფიკაცია რა ზიანს აყენებს ადამიანებს ამას ხშირად ვხსნი. მაგალითად სტატისტიკურად, ინსულტის 95პროცენტიან მიზეზად დადასტურებულია გულის მიტრალური სარქვლის კალციფიკაცია. მსოფლიო მეცნიერთა ცდები ამტკიცებენ, რომ ისედაც სამყაროში ,ამ ეტაპზე ფიჭვისებური ჯირკვლის პრობლემას მასიურად აქვს ადგილი . სტატისტიკურად, მსოფლიოში ბავშვების დიდი პროცენტი განიცდის ფიჭვისებური ჯირკვლის კალციფიცირებას. მათ შორის პედიატრიული კონტიგენტი სამ წლამდეც კი. ეს იწვევს სასქესო ორგანოების და ძვლების პათოლოგიებს .მკაცრად ამიტომ ვრეაგირებ , თითქმის, წესი რომ გახდა პედიატრიულ კონტიგენტში ფტორით დატვირთვა ანალიზის გარეშე. ფტორის მცირე სიჭარბეც კი , ბავშვის მდგომარეობას დაამძიმებს. ზრდასრულებში ფტორის სიჭარბისას რეპროდუქციული ჯირკვლების მომწიფება ფერხდება ან ჩქარდება პათოლოგიურად . თანამედროვე ცდები და შესწავლები ამას ამტკიცებს , რომლებიც ევროპაში ბევრი ტარდება. მეცნიერულად დადასტურდა ———-ზრდასრულებში ფიჭვისებური ჯირკვლის კალციფიკაცია ერთი დიდი მიზეზია ალცჰაიმერის და შაკიკის. დამტკიცდა, რომ ამ ჯირკვალში პათოლოგიურად შეიძლება კუმულირდეს როგროც ფტორი ასევე———-ბრომი, კალციუმი, ფოსფორი, ქლორი. ამიტომ მინერალური ბალანსის ნორმის დამყარება სასიცოცხლოა.
როცა დე ვიტამინი დაქვეითებულია კალციუმი აღარ შეიწოვება და იკირება ყველაგან—-ამ ჯირკვალშიც, გულის სარქველებშიც. ამ გზით ხდება ფტორის ჩაკირვაც .განსაკუთრებით, ეპიფიზში ხდება მკეთრად ჩაკირვა. ევროპაში პედიატრიული სტანდარტია ——–მკაცრი გაფრთხილება ზედმეტი ფტორის არიდების შესახებ. განსხვავებით ჩვენგან, როცა მისი გამოყენება სამ წლამდე , ანალიზის გარეშე ხდება. ევროპაში ,ბავშვებში ფტორიანი კბილის პასტაც კი იკრძალება.
მსოფლიოს თეოლოგ ექსპერტები ამტკიცებენ , მაგრამ ჩვენ არ ვიცით , მართლაც იყრის თუ არა ——– -თითეული ადამიანის-ფიქრი,ოცნება, საუბარი, მიზანი , ქმედება თუ ყველა განზრახვა , სამყაროს აკაშაქრონიკის ცენტრში. მაგრამ, ცხოვრება იმას ნათლად აჩვენებს, რომ წესიერი და პატიოსანი ადამიანის უმიზეზოდ დაჩაგვრა და შეურაცხყოფა ჯერ არავის შერჩენია. ამის დასტურ მაგალითებს ხშირად ვნახულობთ. სამყარო ყველაფერს აბალანსებს. უსამართლოდ ნათქვამი ცუდი სიტყვის შედეგიც ისევე უბრუნდება ადამიანს, როგორც ცუდი ქმედების შედეგი. სამყაროსთან ამ ყველაფრის დამაკავშირებელი, ზემგრძნობიარე , გრძნობების მიმღები და გამტარებელი——— ადამიანის ფიჭვისმაგვარი ჯირკვალია. –როგორც გაუფრთხილდები და უპატრონებ საკუთარ სხეულს და ჯანმრთელობა ს ისე გამოგყვება ბოლომდე; როგორც მოერიდები და გაუფრთხილდები ადამიანებთან ურთიერთობებს, ისევე ჯანსაღად გადარჩება ფსიქიკა, რომელიც მთლიანად მართავს შენს ჯანრმთელობას. ამ გაცვლა გამოცვლას და სიცოცხლის ხანგრძლივობას მართავს ფიჭვისებური ჯირკვალი. ის მით უფრო მეტს გაცოცხლებს, რაც უფრო გონიერად და თბილი გულით იქნები ყველასადმი.
მანანა ტოტოჩავა