საქართველოს ფუფუნება არ აქვს კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომ ზურაბიშვილი Oxford Union-ში სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აწუხებს, თუმცა ახლა კანდიდატის სტატუსზე მეორედ უარის მიღების ფუფუნება არ აქვს.

„საბოლოოდ, და ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც ჯერ, ვფიქრობ, სრულიად არ არის დაფასებული არც საქართველოს მოსახლეობის, არც, შეიძლება, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მიერ, ვინც მოგვცა. ევროპული პერსპექტივის მიღება, დიდი ნაბიჯია.

რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ფორმის იმედგაცრუება გააჩინა, რადგან გვესმოდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული.

ასე რომ, გარკვეული იმედგაცრუება მოსახლეობაში [გაჩნდა], მაგრამ ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც უკრაინული მოსახლეობა აწარმოებს. ამ მხრივ გარკვეული პოლიტიკური მიზეზი იყო იმ ფაქტის მიღმა, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ამ დროს ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, სხვა დამსახურებების მხრივ შეფასდა და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული…

ვფიქრობ, ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თვალსაზრისით და არა აუცილებლად წმინდად პოლიტიკური კრიტერიუმებით, რასაც ევროკავშირი აქამდე იყენებდა. ერთი რამ ის არის, რომ, ეს ჩემი რწმენაა. მე ერთ-ერთი კრიტიკოსი ვარ შიდა რეფორმების ნაკლის ან სწრაფი მოძრაობის ნაკლებობის იმ მიმართულებებით, რითაც უნდა მივდიოდეთ წინ. ნათელია, რომ ჩვენ უნაკლოები არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ფუფუნება არ აქვს კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს და რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ, რადგან ეს რუსეთისთვის გაგზავნილი, სტრატეგიული მესიჯია”, – განაცხადაზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share