საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ოზურგეთელმა “არწივებმა” დღეს მარნეულის “არმაზს” უმასპინლეს და მეთორმეტე მატჩი მოგებით 40:34 დაასრულეს.
გუნდი ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და წაუგებელი 12-მატჩიანი სერიით მიიწევს წინ, ფინალისკენ.
დღევანდელ მატჩში ოზურგეთელებმა 6 ლელო და 5 გარადასახვა შეასრულეს. არწივებმა წელს 12 თამაშიდან 12-ვე მოიგეს.