Euronews-ის ცნობით, სუპერმარკეტ Fris-ში პროდუქტებს ფასის ეტიკეტები არ ადევთ და მათი მოხმარება სოციალურად დაუცველ ფენას უფასოდ შეუძლია.
თუმცა სუპერმარკეტი სოციალურად დაუცველებს ერთი პირობით ემსახურება, რომ ისინი თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალისტებთან, ე.წ. Life Coach-ებთან (ცხოვრების მწვრთნელებთან) იმუშავებენ, რათა ექვს-რვა თვეში ფეხზე დადგნენ.
პროექტის ინიციატორიების განცხადებით, ამსტერდამს დღეს ასეთი სუპერმარკეტი მეტად სჭირდება, რადგან ბევრი მოქალაქე ვალშია, ყველაფერი გაძვირდა და ისინი ცხოვრებას თავს ვერ ართმევენ.
უფასო სუპერმარკეტი სტუდენტური ორგანიზაციის მიერ დაწყებული crowdfunding-ის კამპანიის წყალობით გაიხსნა, რაც პროექტების კოლექტიური დაფინანსების პლატფორმაა. სუპერმარკეტში, მათ შორის, მსხვილი საწარმოების მიერ შემოწიური პროდუქცია შედის.
სუპერმარკეტ Fris-ის პროდუქტებით უფასოდ ყოველდღიურად 200-300-მდე ბავშვი და 80 ოჯახი სარგებლობს.
ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ თითოეულ ოჯახს შეუძლია, თვეში 651 ევროს ღირებულების პროდუქცია მიიღოს. ამასთან, მომხმარებელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ამოწმებენ და ყველაფერი ნდობაზე არის დაფუძნებული.