27- 29 იანვარს ქ. ქობულეთში თავისუფალ ჭიდაობაში ანზორ ლაზიშვილის სახელობის ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობა გაიმართა.
სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და შინ ოთხი მედლით, მათ შორის ორი ოქროთი, ერთი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთ დაბრუნდნენ.
I ადგილი
გიორგი ბერიძე ( 59 კგ)
ბადრი გუჯაბიძე ( 76კგ)
II ადგილი
გიგა ქათამაძე ( 47 კგ)
III ადგილი
მარადი ბერიძე ( 53 კგ)
მოჭიდავეები ასპარეზობისთვის დავით მაჭარაშვილმა მოამზადა.