ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას უკრაინულ ენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამაყობს უკრაინელი ხალხით, მისი პრეზიდენტით და დარწმუნებულია გამარჯვებაში.
“ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მე მინდა მოგმართოთ თქვენ – ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.