”სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი” – ამის შესახებ ისაუბრა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ:
„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის, რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომების დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. სააკაშვილი ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე „ვარდების რევოლუციის” დროს იყო. ეს პირადი ამოცანა მას უკვე შესრულებული აქვს, ემოციური, მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, არამედ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია“, – აცხადებს ნიკა გვარამია.