”თქვენ არასდროს, არავისთან კომუნიკაცია არ გეზღუდებათ. არც ერთ ევროპულ პარლამენტში ასე არ არის, რომ ჟურნალისტს შენობის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სიარული შეეძლოს, იქ არის გამოყოფილი სივრცეები. თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ადამიანების მიერ პასუხების გაცემა-არგაცემას, ეს უკვე იმ ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის შეფასებაში ვერ შევალ.”
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. პარლამენტი მედიას ქცევის ახალ წესებს უდგენს, რომლის თანახმადაც “დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს”.