საარსებო მინიმუმი 3,4 ლარით გაიზარდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256,9 ლარით განისაზღვრა, გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 253,5 ლარი იყო.
წინა წელთან შედარებით, 2023 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 30,7 ლარით არის გაზრდილი. (2022 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 226,2 ლარის დონეზე იყო).
ოფიციალური მონაცემების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდილია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც (224,5 ლარის ნაცვლად, 227,5 ლარი გახდა).
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 200,4 ლარს შეადგენდა. გამოდის, რომ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა, და 27,1 ლარი შეადგინა.