აშშ-ის თავდაცვის მდივანი ტალინში ესტონეთის ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძებს თავის სამხედრო პოლიტიკას რეგიონში და თუკი ეს საჭირო იქნება, დაიცავს ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს რუსული აგრესიისაგან.
„მინდა დღეს ესტონელ ხალხს ნათლად ვუთხრა ერთი რამ: შეერთებული შტატები გააგრძელებს ურყევად ერთგულებას ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ”, – განაცხადა ოსტინმა.