მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მარია ზახაროვას გუშინდელმა განცხადებამ ცხადჰყო, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, რეალურად, არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ მოსკოვი იღებს.
“შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი, რომლის მეშვეობითაც საქმე და მისი მასალები გადაიგზავნება თბილისის სააპელაციოში და იმედია, კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში უკვე გვეცოდინება მოსამართლეები, ვისაც დაეწერება ხსენებული საქმე, შემდგომ მათ აქვთ ორკვირიანი ვადა ამ საქმის განხილვის. მოგეხსენებათ, ეს დაჩქრებული წესით ხდება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ გუშინდელი მარია ზახაროვას განცხადების მერე მოსამართლეებმა სხვა გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ალბათ მოსამართლეებსაც და ჩვენს ხელისუფლებასაც ამოუჯენენ სააკაშვილს გვერდში. სხვა ვერაფერი წავიკითხე მე გუშინ მარია ზახაროვას განცხადებიდან. ანუ ირკვევა, რომ საქართველოში კი არ წყდება და მოსამართლე კი არ წყვეტს ქართული მართლმსაჯულების ბედს, არამედ წყდება ეს მოსკოვში. ეს იყო გუშინ მტკიცებულება, რომელიც მისდაუნებურად თუ განზრახ მარია ზახაროვამ გაავრცელა გუშინ. ქართულ ხელისუფლებას გუშინდელი განცხადების მერე პასუხის აღარ გავცემ, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.