“ომი მათ დაიწყეს“ – პუტინი უკრაინაზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს მიმართავს და მისი თქმით, უკრაინა დასავლეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა იარაღზე, სანამ რუსეთი მას თავს დაესხმებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაცნობი ნარატივი, რომ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა უკრაინაზე თავდასხმისა.

პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა მოატყუა საკუთარი ხალხი “ტოტალური არაპრინციპული ტყუილებით” იმის შესახებ, რაც ხდებოდა დონბასში. მისივე განცხადებით, დონბასმა სთხოვა დახმარება რუსეთს და თამამი, დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიეღოთ.

“ომი მათ დაიწყეს, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად” – თქვა მან.
“ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა”, ამბობს პუტინი, რომ 2022 წლის თებერვალში “ყველაფერი მომზადდა” კიევის მიერ დონბასზე სადამსჯელო მოქმედებისთვის.

“ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს. მინდა გავიმეორო, რომ მათ დაიწყეს ომი, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად”,- თქვა მან. მისი მტკიცებით, სევასტაპოლი აშკარად იყო დასავლეთის შემდეგი სამიზნე დონბასის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share