”უნდა შევხედოთ, რა არის სიმართლე, რა არის სამწუხარო რეალობა. რაღაც წარმატება იყო უკრაინის მხარესაც გასულ თვეებში და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბოლო პერიოდში შეტევაში უფრო საოკუპაციო ჯარები არიან. რა გავაკეთოთ ამ დროს? ეს დავუმალოთ ერთმანეთს და ეს იქნება მხარდაჭერა?
ჩვენ რომ ფრთხილად ვიქცევით, არის თუ არა რუსეთის წარმატებაზე დამოკიდებული? რაც უნდა იყოს, ორი არაბუნებრივად ძლიერი ადამიანი რომ ერთმანეთში ჩხუბობდეს, შენზე ბევრად ძლიერები, შეიძლება, ერთ-ერთს გულშემატკივრობდე და მეორე უფრო ძლიერს არა, ვიღაცები რომ გაძალებენ და ამაში შევარდე, გაგსრესენ, ფიზიკურად ვერ გადარჩები. შენ ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამაში ვერ შედიხარ, თორემ ფიზიკურად მოკვდები.”