ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად შეუძლებელი შეძელო.
„ყველაფერი ეს ძნელად გამოსწორებადი იყო, იმიტომ რომ, როდესაც შენ დავას აწარმოებ, ყველაფერზე ვერ საუბრობ. დღესაც კი ვერ ვსაუბრობ მე ყველაფერზე, მაგრამ ვსაუბრობ იმდენს და იმ დოზით, რაც არის პირველ რიგში სახელმწიფოს და ჩვენი, ყველას ინტერესში“, – აღნიშნა წულუკიანმა “იმედთან”.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.