“ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება….საფრთხის წინაშე დააყენა…. ჭორვილელმა სოვდაგარმა“-გიორგი გუგავა

„პოლიტიკური ოკუპაცია მომხდარია და ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პუტინის და ივანიშვილის “ნამესტნიკებმა” რუსული მეთოდებით მართონ ქვეყანა“, – ამის შესახებ Cnews-ს  „ლეიბორისტული“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „უცხოეთის გავლენის  აგენტებისა“ და „ჯაშუშების“ თემაზე საუბრისას  განუცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება არის რუსული დიქტატორული მმართველობის დამყარების წინაპირობა.

„ეს არის წინაპირობა რუსული დიქტატურის დამყარებისა ქვეყანაში. ჯერ დაიწყეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა, დაპატიმრება, პარტიების აკრძალვა, ამის მაგალითია „ლეიბორისტული პარტია“. სამწუხაროდ, მაშინ ამასთან დაკავშირებით ხმა არავის ამოუღია, მაგრამ ეს ისეთი „აქლემია“, რომელიც როგორც ჩანს, „ყველა კართან დაიჩოქებს“. რადგან  ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს აქ პირდაპირ რუსული მმართველობის დამყარება. უკვე პირდაპირ მართავს პუტინი, პოლიტიკური ოკუპაცია მომხდარია და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ პუტინის და ივანიშვილის “ნამესტნიკებმა” რუსული მეთოდებით მართონ ქვეყანა“, – განაცხადა გუგავამ

მისი თქმით, წინ მძიმე ბრძოლა გველის, რადგან საფრთხე ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ემუქრება.

„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დიქტატორული მეთოდებით ჩაახშონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. უნდა ვიბრძოლოთ, გადასარჩენია ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც საფრთხის წინაშე დააყენა ჭორვილელმა სოვდაგარმა“, – განაცხადა Cnews-სთან გიორგი გუგავამ.

 

შეგახსენებთ, პარლამენტის უმრავლესობა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი პოლიტიკურ ოპონენტებს „ჯაშუშებად“ აცხადებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share